ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 1 515 215 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე წარმატებით დაძლია. ჩვენებური მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდა და ორსაათნახევარში 7:5, 4:6, 6:3 მოიგო. პირველ სეტში ბასილაშვილმა ესპანელს 5 ბრეიკ-პოინტი არ დაანება, თავად კი, პირველივე შანსი გამოიყენა და სეტი წამოიღო. მეორე სეტის სტარტზე, პირიქით, ესპანელმა...
ჭდე: ჩოგბურთი
ბასილაშვილი ნახევაფინალშია
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ჩვენებურმა მეოთხედფინალში სამხრეთაფრიკელი ლოიდ ჰარისს 6:4; 7:6 მოუგო. პირველ სეტში გადამწყვეტი მე-10 გეიმი გამოდგა. მანამდე ორივე ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას კარგად იყენებდა. ბოლოს ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა და ანგარიშში დაწინაურდა. მეორე სეტის ბოლოსკენ ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს: ჯერ ბასილაშვილმა დათმო საკუთარი მოწოდება, მაგრამ იქვე დაიბრუნა და საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა. იქ კი,...
ოსაკას იაპონური ტრადიცია
ასე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. წინა კვირაში ვწერდით: 23 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა ის გოგონაა, რომელიც თუ მეოთხედფინალამდე მივიდა, სლემტიტულს უსათუოდ იგებს. აგერ უკვე მეოთხე წელია, ის ტრადიციას არ არღვევს და ორჯერ US OPEN, ორჯერაც კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამერიკელ ჯენიფერ ბრედისთან იაპონელს დიდი პრობლემები არ შექმნია – 6:4, 6:3. სლემტიტულების ოდენობით ის კიმ კლეისტერსს...
20 წლის შემდეგ
ბოლო 20 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ „როლან რაგოსის” მერვედფინალში ის ჩოგბურთელები გავიდნენ, რომლებიც რეიტინგში ასეულს მიღმა არიან. წლევანდელ ტურნირზე ეს ერთბაშად ორმა ჩოგბურთელმა მოახერხა – 117-ე ჩოგანმა, ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ და 131-ე ჩოგანმა, არგენტინელმა ნადია პოდოროსკამ. აღსანიშნავია ისიც, რომ მერვედფინალში ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ასე რომ, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გავა მეოთხეფინალში. მსგავსი რამ მოხდა 2000...
სპორტი, დისტანცია, ჰიგიენა
კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერებული სპორტი ნელ-ნელა ისევ უბრუნდება გულშემატკივრებს. მართალია, ჯერ შეზღუდული ფორმით, მაგრამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის შემუშავდა დროებითი პროტოკოლი. საქართველოს მთავრობის შემუშავებული დროებით პროტოკოლის თანახმად, სპორტულმა ფედერაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ იმ რეკომედაციების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს დეზინფექციის, სავალდებულო კარანტინის, ჰიგიენური ნორმების დაცვას და სხვა. სპორტი...
არ გაახარო რადუ…
2019 წლის საჩოგბურთო სეზონი თითქმის ფინიშის სწორზეა. ოთხივე დიდი სლემის და სხვა მსხვილი ტურნირები უკვე მოლეულია, თუმცა წინ კიდევ რამდენიმე სერიოზული რანგის შეჯიბრია, რომელთაგან ერთ-ერთი უსათუოდ შანხაის მასტერსია, რომლის საპრიზო ფონდიც 8 მილიონ დოლარს აჭარბებს. შანხაიში იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელმაც სამწუხაროდ პეკინის უპრესტიჟულეს ტურნირზე შარშანდელი ტრიუმფი ვეღარ გაიმეორა და მას მეორე წრეში სტეფანოს ციციპასთან წაგებით...
ფედერერი vs ნადალი „სანტიაგო ბერნაბეუზე”
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადაწყვიტა „სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩოგბურთის თამაში მოაწყოს — რაფა ნადალი როჯერ ფედერერს შეახვედროს. ეს გეგმა ფლორენტინომ „რეალის” დირექტორატს კვირის თათბირზე გააცნო. ჩოგბურთის გარდა პერესს „რეალის” ქალთა გუნდის შექმნაც განუზრახავს. ესპანური გაზეთი ABC ამტკიცებს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნადალისა და ფედერერის დაპირისპირება საჩოგბურთო მატჩზე დასწრების რეკორდს დაამყარებს. ტრიბუნებზე, სავარაუდოდ, 80 000 მაყურებელი მოიყრის თავს....
აკეთე ის რაც იცი
რაინერ შუტლერი ჩოგბურთის მოყვარულთათვის უცხო არ უნდა იყოს. ავსტრიელი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერა 2012 წელს დაასრულა ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქე იყო და ATP-ის 8 ტურნირის ჩემპიონიც გამხდარა, ხოლო 2003 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშიც კი გააღწია. 43 წლის შუტლერმა ერთი პერიოდი მწვრთნელობას მიჰყო ხელი. ის სერგეი სტახოვსკის, ვასეკ პოსპიშილს და ანჟელიკ კერბერს ავარჯიშებდა, თუმცა მოგვიანებით სამშენებლო ბიზნესში...
ნოვაკ, შენ მოკალი ჩოგბურთი!
საჩოგბურთო ზეიმი არ შედგა. ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგნის უპირატესობა მეორესთან ტოტალური იყო – 6:3, 6:2, 6:3. ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტურნირზე ველური ბარათით მოხვედრილი დებიუტანტივით იოლად დაამარცხა რაფაელ ნადალი და კარიერაში მეშვიდედ მოიგო ავსტრალიური ტიტული. ძალიან ძნელია რაიმეს თქმა მატჩზე, რომელშიც ბრძოლა მხოლოდ ერთი ჩოგბურთელის, ნადალის მოწოდებაზე მიმდინარეობდა, ნოვაკმა კი ერთადერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის...
პირველთუხუცესი
როჯერ ფედერერი რეიტინგის სათავეს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც სამი კვირის წინ მელბურნში დიდი მუზარადის ტურნირებზე თავისი მეოცე ტიტული მიითვალა და მსოფლიო რეიტინგის პირველადგილოსან რაფაელ ნადალს 155 ქულის მანძილზე (9 605 → 9 760) მიუახლოვდა, ალბათ ჩოგნებზე ჩამოსათვლელ ხალხსღა თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ როჯერ ფედერერი ამ ნაპრალს უახლოეს ტურნირზევე ამოავსებდა და გახდებოდა უხუცესი მოთამაშე, ოდესმე...








