ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდი 1 515 215 ევროა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი წრე წარმატებით დაძლია.
ჩვენებური მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდა და ორსაათნახევარში 7:5, 4:6, 6:3 მოიგო.
პირველ სეტში ბასილაშვილმა ესპანელს 5 ბრეიკ-პოინტი არ დაანება, თავად კი, პირველივე შანსი გამოიყენა და სეტი წამოიღო.
მეორე სეტის სტარტზე, პირიქით, ესპანელმა ჩოგბურთელმა ორი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა. სამაგიეროდ, მე-9 გეიმში სათავისოდ შეატრიალა სეტი.
მესამე სეტში ნიკამ შანსი უკვე გამოიყენა, ბრეიკით დაწინაურდა, შემდეგ მოწოდება ნულზე მოიგო და სეტში 6:3 იმარჯვა.
ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მერვედფინალში იტალიელ მატეო ბერეტინისა და ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს შორის გამარჯვებული იქნება.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
