ლისაბონში უეფა-ს 47-ე კონგრესი გაიმართა, რომელზეც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტად მომდევნო ოთხი წლით ისევ ალეკსანდრ ჩეფერინი აირჩიეს. არჩევნებში სლოვენიელ ფუნქციონერს კონკურენტი არ ჰყავდა. იგი უეფას 2027 წლამდე უხელმძღვანელებს. „ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმედები არავის გავუცრუო”, – განაცხადა ჩეფერინმა არჩევის შემდეგ. ალეკსანდერ ჩეფერინმა უეფა-ს პრეზიდენტის...
ჭდე: უეფა
კვარადონა
რა არის საჭირო იმისათვის, რომ ხალხმა თქვენი სახელი შეიყვაროს? ჩვეულებრივ საჭიროა ნიჭი, მაგრამ ხშირად ყურის მომჭრელი მეტსახელიც უნდა დაემატოს. გაიხსენეთ ელვისი, როკი ან ახლახან გარდაცვლილი პელე. მკვეთრი, მოკლე… და ეფექტური. ისეთი, პლაკატს რომ მოუხდეს. მაგრამ დროგამოშვებით გვხვდება სახელი, რომლის წარმოთქმა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ენას იტეხ და მაინც გამოთქვამ. იმიტომ, რომ მისი პატრონი საოცრებებს სჩადის. აი,...
კვარადონა? არც კი ვიცოდი რა რეაქცია მქონოდა
„ჩემთვის ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მომიწევდა თამაში. მეტიც, ის ფაქტი, რომ „ნაპოლის” ფეხბურთელი ვიქნებოდი და სერია A-ში ვითამაშებდი, ოცნების ახდენას ჰგავდა”, — ვინ იცის მერამდენედ აუხსნა ხვიჩა კვარაცხელიამ სიყვარული „ნაპოლის”, გუნდს, რომლის წყალობითაც ის დიდ ფეხბურთს ეზიარა. ამჯერად მან ეს uefa.com-ის მიკროფონების წინ გააკეთა. „როდესაც ყველაფერი გავაანალიზე და გავიაზრე, რომ „ამ დონეზე”...
რუსეთი ევროპიდან მიდის…
მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილი მფლობელი ლეონიდ ფედუნი ჟურნალისტებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ესაუბრა. „საბოლოო კენჭისყრის თარიღზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. ის მხოლოდ ალეკსანდრ დიუკოვმა (რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) იცის. ახლა დაძაბული მოლაპარაკებები ისევ გრძელდება. უეფასთან ურთიერთობის შენარჩუნების ბოლო შანსს ვებღაუჭებით. აზიის შესახებ კი ჩემი პოზიცია ნათელია – მგონი სხვა გზა არც გვაქვს“,...
უეფა იუვენტუსს ემუქრება…
უეფამ ტურინის „იუვენტუსის“ მიმართ, შესაძლოა, მკაცრი ზომები გაატაროს და კლუბი ევროთასებიდან მოკვეთოს. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ „იუვენტისს“ ფინანსური დარღვევების ფაქტი დაუმტკიცდება. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, „იუვენტუსი“ ფარულად უხდიდა ხელფასს ფეხბურთელებს, თუმც კლუბმა საჯაროდ განაცხადა, რომბიჭებმა დროებით უარი თქვეს ფულზე. „ბებერმა ქალბატონმა“ 17 ფეხბურთელს დაახლოებით 60 მილიონი ევრო...
PLAYER OF THE MATCH
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში “ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე ამსტერდამის “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 მოუგო. უეფას დამკვირვებელთა ჯგუფმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. “მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათო იყო, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა. მისმა სწრაფმა დრიბლინგებმა “ნაპილის” ფეხბურეთელებს კარგი საგოლე შანსები შეუქმნა” – წერს უეფას ოფიციალური გვერდი.
უეფამ რუსეთს უარი გააწნა
რუსეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვიტილება, რომ ოკუპირებული ყირიმის გუნდები – სიმფეროპოლის „ტავრია“, „სევასტოპოლი“ და იალტის „რუბინი“ რუსეთის ჩემპიონატში ჩართოს. სამივეს პირდაპირ მეორე ლიგაში დაუშვებენ. თუმც, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ რუსების ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა. „დაბეჯითებით გთხოვთ გაეცნოთ გადაწყვეტილებას, რომელიც UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 2014 წლის დეკემბერში იქნა მიღებული. რაც შეეხება ყირიმის სიტუაციას, UEFA-ს საგანგებო...
უეფა 32-ზე უარს იტყვის…
უეფა 2028 წლიდან ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 32 გუნდამდე გაზრდას არ დათანხმდება, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ევროპული ტელემაუწყებლების პოზიციაა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ 32-გუნდიან ტურნირს არავითარ კომერციული ღირებულება არ ექნება და გაიზრდება არაფრისმომცემი მატჩების რაოდენობა. უეფას ასევე სურდა, ტურნირი ჯგუფური ეტაპის მატჩების ნაცვლად, პლეი ოფის სისტემით ჩატარებულიყო, მაგრამ მაუწყებლებმა არც ამ წინადადებას დაუჭრეს მხარი.
მოკვეთეთ რუსეთი და ბელარუსი ევროშესარჩევიდან!
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის სახელზე წერილი გაგზავა და ევროპის 2024 წლის შესარჩევი ტურნირიდან რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებების მოკვეთა მოითხოვა. „არა მხოლოდ რუსეთი, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, არამედ ბელორუსი, როგორც რუსეთის ხელმძღვანელობის მთავარი მოკავშირე, უნდა მოიკვეთოს ყველა საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირიდან. ყველა დამნაშავეს უნდა ჩამოერთვას სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის უფლება, ფეხბურთმა უნდა გაამართლოს თავისი...
დედოფლის ნეშტი შოტლანდიას სწორედ სამშაბათ საღამოს დატოვებს
ჩემპიონთა ლიგაში „რეინჯერსისა” და „ნაპოლის” შეხვედრა, რომელიც სამშაბათს, 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება. მიზეზი: გლაზგოში პოლიცია დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაკავებულია, ხალხი არ ჰყოფნის. უეფასთან შეთანხმებით დადგინდა, რომ მატჩს არ დაესწრებიან სტუმარი გუნდის გულშემატკივრები. სამართლიანობის დასაცავად ნეაპოლში, საპასუხო მატჩს არ დაესწრებიან შოტლანდიელები. „რეინჯერსის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბს...









