„ხალხმა ვისაც ფული აქვს და სჯერა, რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლება, ფეხბურთის გარდა სპორტის ყველა სახეობა იყიდა. ეს ჩვენი გულშემატკივრის, კულტურის და ისტორიის დამსახურებაა. ევროპაში ფეხბურთი ყველა სპორტს დიდი უპირატესობით უსწრებს”, — თქვა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა ინგლისურ „გარდიანთან” ინტერვიუში, სადაც საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ზვონიმირ ბობანის გადადგომა, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ახალი ფორმატი, საუდელ არაბთა...
ჭდე: უეფა
ბობანმა უეფაში წყალი აამღვრია
ხორვატიის ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ვარსკვლავი, 55 წლის ზვონიმირ ბობანი უეფას ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი გახლდათ ორგანიზაციის პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განზრახვა 8 თებერვალს პარიზში დანიშნულ ყრილობაზე შეცვალოს წესდება და თანამდებობაზე 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ისევ იყაროს კენჭი. წესი, რომლის თანახმადაც ერთ ადამიანს უეფას პრეზიდენტად მუშაობა 12 წელზე მეტხანს არ შეუძლია 2017 წელს თავად...
ინგლისი იოლად არ დათმობს
გუშინდლიდან ფეხბურთში არეულობაა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ფიფასა და უეფას მიერ სუპერლიგის პროექტის აკრძალვა სამართალს ეწინააღმდეეგება — ნებისმიერ კლუბსა თუ მოთამაშეს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რაგინდა რა შეჯიბრებაში და სულაც არ არის აუცილებელი მათ ხსენებული ფიფა და უეფა ატარებდეს. შესაბამისად სუპერლიგის იდეამ კვლავ წამოჰყო თავი. აშკარაა, რომ იოლად არც მოწინააღმდეგეები დანებდებიან, წინ დიდი ბრძოლები იქნება...
ყველაზე მეტი ნაპოლიმ იშოვა
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლით „ნაპოლიმ” თავის საბანკო ანგარიშს დიდძალი ფული შეჰმატა. „აძურიმ” იტალიურ კლუბებს შორის ყველაზე მეტი იშოვა. „გაძეტა დელო სპორტმა” დაწერა: „ჯგუფური ეტაპის დასრულებისა და მერვედფინალში გასვლის შემდეგ, „ნაპოლიმ” უეფასგან ყველაზე მეტი თანხა მიიღო. აურელიო დე ლაურენტისს ხაზინას 66 მილიონი ევრო და კიდევ რაღაც ხურდა შეემატება. „ნაპოლის” მოჰყვება „ინტერი”, რომელიც 61,5 მილიონ ევროს მიიღებს....
უეფა როგორც ჭრის, ისე – კერავ…
უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს, 10 ოქტომბერს, გააუქმა გადაწყვეტილება რუსეთის ახალგაზრდულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის ნებართვის შესახებ. უეფამ განაცხადა, რომ „ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა, ვერ მოიძებნა“. 26 სექტემბერს უეფამ ნება დართო რუსეთის 17 წლამდელთა ნაკრებს მისი ეგიდით ეასპარეზა. მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე დროშისა და ჰიმნის გამოყენების გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინამ,...
ქრთამი და ბარსელონა
„ბარსელონა“, შესაძლოა, ლა ლიგადან და ევროპული შეჯიბრებიდან მოკვეთონ „ბარსელონას“ ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ხოსე ნეგრეირას მოსყიდვაში წაუყენეს ბრალი. „ბარსელონას“ საგამოძიებო სასამართლოს ხელმძღვანელმა, ხოაკინ აგირემ, რომელიც ამ საქმეს ხელმძღვანელობს, კლუბის მხრიდან ნეგრეირისთვის 7,5 მილიონი ევროს გადახდა დანაშაულად მიიჩნია. თავად ნეგრეირას, მის შვილს, ასევე „ბარსელონას“ ყოფილ პრეზიდენტებს ხოსეპ ბარტომეუს და სანდრო როსელს...
იუვენტუსის ნაცვლად ფიორენტინა
„ფიორენტინა“ კონფერენციის ლიგის 2023-2024 წლების გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას – გვამცნობს კლუბის პრესსამსახური. „იისფერებმა“ მონაწილეთა სიაში „იუვენტუსი“ ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე უეფას გადაწყვეტილებით ევროპული შეჯიბრებიდან მოიხსნეს. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსის“ ევროტურნირებიდან მოკვეთა, 2022 წლის დეკემბერში უეფა-ს მიერ დაწყებული გამოძიების შედეგი გახდათ. კლუბს ფინანსური დარღვევები აღმოუჩინეს.
როდის გამოტოვა იუვემ ბოლოს ევროსეზონი?
„იუვენტუსი” შემდეგ სეზონში კონფერენციის ლიგაზე არ ითამაშებს. ასეთი ვერდიქტი გამოუტანა უეფამ ტურინულ კლუბს ფინანსური „ფეარ-ფლეის” დარღვევის გამო. ტურინელებს დაეკისრათ ფულადი ჯარიმაც — 10 მილიონი ევრო, რომელიც გარკვეული პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში 20 მილიონამდე გაიზრდება. კონფერენციის ლიგაში „ბებერი ქალბატონის” ადგილს „ფიორენტინა” დაიკავებს. თუ „იუვენტუსის” დასჯა გარდაუვალი იყო, მაშინ გამოტანილი ვერდიქტი კლუბისთვისაც უკეთესია და თავად უეფასთვისაც. იყო ლაპარაკი,...
იუვენტუსი დისკვალიფიკაციას დათანხმდა
ტურინის „იუვენტუსმა“ „ოპტიმალურ დისკვალიფიკაციას“ მიაგნო. იტალიური მედიის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა უეფას შეუთანხმდა და მომდევნო სეზონში კონფერენციის ლიგაში მონაწილეობას არ მიიღებს. გეხსომებათ, ტურინელები საკუთარ ქვეყანაში დასაჯეს, 10 ქულა დააკლეს, რის გამოც გუნდმა სეზონი მეშვიდე ადგილზე და რანგით მესამე ევროტურნირის საგზურით დაასრულა. შედეგად, „იუვენტუსის“ გარშემო გამოძიება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომაც დაიწყო და კლუბისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამზადებული...
ყოველთვის ვერ მოიგებ…
მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გუნდის დამარცხებას გამოეხმაურა. ქალაქელებმა მადრიდელებს ჯამში 5:1 მოუგეს. „როდესაც მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტს ხელს აწერ, მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, უნდა გესმოდეს, რომ აქ მოლოდინი ყველაზე მაღალია. რამდენჯერმე მივაღწიეთ წარმატებას, მაგრამ ყოველწლიურად შეუძლებელია ჩემპიონთა ლიგის მოგება“, – უთხრა ტონი კროოსმა უეფას პრეს-სამსახურს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში...









