ჭდე: ტოკიო 2020

Home ტოკიო 2020
რიჩარდსონს ტოკიოში მარიხუანა არ უშვებს
ჩანაწერი

რიჩარდსონს ტოკიოში მარიხუანა არ უშვებს

ამერიკის მძლეოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 100 მეტრზე მორბენალი შაკირ რიჩარდსონი, ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. რიჩარდსონმა მოიგო ადგილობრივი შესარჩევი ტური, მაგრამ იმ დღესვე აღებულ დოპინგ-ტესტმა მის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინა. სპორტსმენმა მინიმალური სასჯელი მიიღო – ერთი თვე ვერ იასპარეზებს. აგრეთვე ვერ გამოვა ტოკიოში, რადგან მისი შედეგი ანულირებულია. თუმცა, შანსი აქვს ესტაფეტაში მიიღოს...

გაიქცა, გოგო გაიქცა
ჩანაწერი

გაიქცა, გოგო გაიქცა

ამერიკელი მძლეოსანი, 21 წლის სიდნი მაკლაფლინი გახდა პირველი ქალი, რომელმაც 400 მეტრი ბარიერებით დისტანცია 52 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა. ეს მოხდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ეტაპზე, სადაც მაკლაფლინმა 51.90 წამში გაირბინა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ადრე რეკორდსმენი მისივე თანამემამულე, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, დალაილე მუჰამადი იყო, ვინაც 2019 წელს ამავე დისტანცია 52.16...

მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა
ჩანაწერი

მონტენეგროსგან იაპონია არ გამოვიდა

თბილისში დაიწყო მსოფლიო ლიგის სუპერფინალი წყალბურთში, სადაც რვა გუნდია თავმოყრილი. აქედან ექვსი ტოკიოს ოლიმპური თამაშების მონაწილე იქნება. მხოლოდ საფრანგეთი და საქართველო არიან მის მიღმა დარჩენილი. პირველ ტურში საქართველო იაპონიას შეხვდა და 13:12 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ძალიან დრამატული მატჩი იყო. მონტენეგრო კი, 10:6 მოუგო აშშ-ის ნაკრებს. მეორე ტურში ჩვენები სწორედ მონტენეგროელებს შეხვდნენ. ყველაფერი პირველ მეოთხედში...

ფარა ოლიმპიადაზე ვერ მიდის
ჩანაწერი

ფარა ოლიმპიადაზე ვერ მიდის

ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი, 10.000 მეტრ დისტანციაზე მორბენალი, ბრიტანელი მო ფარა, ჯერჯერობით, ლიცენზიის გარეშეა. ევროპის თასზე, რომელიც ბირმინგემში გაიმართა ფარა ფინიშტან მე-8 მივიდა. მისი დრო 27 წუთი და 50 წამი იყო, როდესაც სალიცენზიო დრო 27 წუთი და 28 წამია. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ ეს ფარას პირველი წაგებული ტურნირია. ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ბრიტანელს ცოტა დრო...

ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს
ჩანაწერი

ოლიმპიადა: ჩატარებას ჩაშლა სჯობს

პარადოქსული ვითარებაა: იაპონიის ნომურას ინტიტუტმა დადო დასკვნა, რომ ოლიმპიადის არჩატარება ნაკლებ ზარალს მიაყენებს ქვეყანას, ვიდრე მისი ჩატარება საგანგებო რეჟიმის პირობებში. თუ ოლიმპიადა ჩაიშლება, ზარალი დაახლოებით 17 მილიარდი დოლარი იქნება. მეორე ვარიანტი: თუ ხელისუფლება თამაშებზე ადგილობრივ მაყურებლებს არ დაუშვებს, შემოსავალი 1,3 მილიარდი დოლარით დაიკლებს და 15 მილიარდს ვერ ასცდება, ღონისძიებაზე დახარჯული თანხები კი გაცილებით მეტია. „თამაშების...

ტოკიოს ოლიმპიადა არ უნდა
ჩანაწერი

ტოკიოს ოლიმპიადა არ უნდა

იაპონელი მოსახლეობა ტოკიოს ოლიმპური თამაშების გაუქმებას ითხოვს. ადვოკატმა და პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, პეტიციამ განათავსა და ერთი კვირის განმავლობაში 350.000-ზე მეტი ხელმომწერა დააგროვა. „იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იყოს. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი...

ხინჩეგაშვილის ოცნება კორონამ დაამსხვრია
ჩანაწერი

ხინჩეგაშვილის ოცნება კორონამ დაამსხვრია

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ქართველი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ლადოს 6-9 მაისს სოფიაში სალიცენზიო ტურნირზე უნდა ეჭიდავა, მაგრამ კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიიღო. ეს ავტომატურად ნიშნავს სოფიის ტურნირის და შესაბამისად, ტოკიოს ოლიმპიადის მიღმა დარჩენას. „ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია“, – დაწერა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სოციალურ ქსელში. ადვილი გასაგებია...

ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა
ჩანაწერი

ფედერერმა ტოკიოს დაუმიზნა

შვეიცარიელი ჩოგბურთელი, „დიდი მუზარადის“ 20-გზის გამარჯვებული შვეიცარიელი როჯერ ფედერერი აცხადებს, რომ წლეულს მისი მთავარი მიზანი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებაა. „ჩემი უმთავრესი მიზანი ოლიმპიადაა. სამწუხაროდ, 2016 წელს რიოში გამართული თამაშები გამოვტოვე. ვიმედოვნებ, რომ ტოკიოში დავბრუნდები. მთავარია, იმ დროისთვის კარგ ფორმაში ვიყო“, – განაცხადა ფედერერმა. შეგახსენებთ, რომ „მხიარული როჯერმა“ 2008 წელს, პეკინში, წყვილთა თანრიგში მოიგო ოლიმპიური ოქრო....

ოლიმპიადა სტუმრებს არ მიიღებს
ჩანაწერი

ოლიმპიადა სტუმრებს არ მიიღებს

იაპონური საინფორმაციო სააგენტო Kyodo ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოლიმპიურ თამაშებზე უცხოელი ქომაგები არ დაიშვებიან. ამ სპორტული ზეიმის ცოცხლად ხილვის საშუალება და ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ იაპონელებს ექნებათ. მიზეზი, ბუნებრივია, პანდემიაა. თვის ბოლომდე იაპონიის მთავრობა და ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტი დისტანციურ შეხვედრას გამართავენ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან და ამ საკითხს ოფიციალურად დაადასტურებენ. ჯერჯერობით ოლიმპიადის გამართვის თარიღად 23 ივლისი –...

ოლიმპიელებს შეზღუდვები დაუწესეს
ჩანაწერი

ოლიმპიელებს შეზღუდვები დაუწესეს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტმა წარმოადგინეს თამაშების მონაწილეთა ქცევის წესების პირველადი ვერსია. თითოეული მონაწილე ვალდებული იქნება, საკუთარ ტელეფონში გადაწეროს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზატორებს რეგულარულად მიაწვდის ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება ჯანდაცვის ადგილობრივ სტრუქტურებს. ოლიმპიურ სოფელში ათლეტები მაქსიმალურად უნდა მოერიდონ გარშემომყოფებთან ფიზიკურ კონტაქტს და დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. ათლეტებს აეკრძალებათ...