ჭდე: ტოკიო 2020

Home ტოკიო 2020
იაპონიამ ოლიმპიადა გააუქმა
ჩანაწერი

იაპონიამ ოლიმპიადა გააუქმა

ბრიტანული The Times იაპონიის მთავრობაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს განცხადებას, რომ ქვეყანა პანდემიის გამო უარს ამბობს 2021 წელს ოლიმპიადის მასპინძლობაზე. სადღეისოდ იაპონელები ეძებენ ფორმას, როგორ აცნობონ საერთაშორისო საზოგადოებას უარის შესახებ ისე, რომ „სახე არ დაკარგონ“. ამის ერთერთ ვარიანტად 2032 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე მზაობა განიხილება. შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპოური თამაშები 2020 წელს უნდა გამართულიყო. კორონავირუსმა უდიდესი...

იმედების სასაფლაო
ჩანაწერი

იმედების სასაფლაო

სპორტსმენის კარიერა ისედაც ხანმოკლეა. 15-20 წელიწადი და უკვე პენსიონერი ხარ. ეს წლები კი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ოთხწლიან ციკლებად იყოფა. კი, ბატონო, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები მნიშვნელოვანია, მაგრამ სპორტსმენისთვის ეს ყველაფერი მაინც თითქოს მზადებაა იმ უმთავრესისთვის – ოლიმპიური თამაშები ხომ სპორტის ევერესტია და ერთხელ იქ ასული სამუდამოდ რჩება სპორტის ისტორიაში. ტოკიო 2020 ერთი წლით გადაიდო, მაგრამ...

ბახმა მოსკოვი საეჭვოდ გაიხსენა
ჩანაწერი

ბახმა მოსკოვი საეჭვოდ გაიხსენა

2021 წელს გასამართ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც წლულს უნდა გამართული, „რაღაც ემუქრება“. ეს „რაღაც“ კი, ბოიკოტი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის განცხადება და წარსულის გახსნება, ამას გვაფიქრებინებს. შეგახსენებთ, რომ 1980 წელს, მოსკოვში გამართულ ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი 60-ზე მეტმა ქვეყანამ გამოუცხადა. მიზეზი 1979 წელს საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლა იყო. სწორედ ეს...

ტოკიოში ოლიმპიადა არ უნდათ
ჩანაწერი

ტოკიოში ოლიმპიადა არ უნდათ

ტოკიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, იაპონიის დედაქალაქში უკვე გადატანილი და 2021 წელს ჩასატარებელი „ტოკიო 2020“-ის წინააღმდეგია. მართალია, ეს ყველაფერი პროსტესტით ფორმით ქუჩაში არ გამოუხატავთ, მაგრამ, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასეთია: გამოიკითხა 1030 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-დან 72-წლამდეა. იაპონიის დედაქალაქის მოსახლეობის 51.7% ფიქრობს, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს. თუმცა, ჩატარების მომხრეც ბევრია – 46.3%. კიდევ 2%-მა პასუხისგან თავი...

ტარო ოლიმპიადას აუქმებს
ჩანაწერი

ტარო ოლიმპიადას აუქმებს

ტოკიოს გუბერნატორობის კანდიდატმა ტარო იამამოტომ პირობა დადო, რომ გააუქმებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც პანდემიის გამო 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. პარტია „რეივა სინსენგუმის“ ლიდერი გამარჯვების შემთხვევაში პრეფექტურის ყველა მაცხოვრებელს 100 ათას იენს (934 დოლარი) შეპირდა პანდებიის გამო შექმნილი პრობლემების დასაძლევად. არჩევნები 5 ივლისს გაიმართება და იამამოტოს კონკურენტი მოქმედი გუბერნატორი იურიკო კოიკე იქნება.

ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს
ჩანაწერი

ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ტოკიოს ოლიმპიური თამაშები საერთოდ გაუქმდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ერთი წლით გადავადებული უდიდესი სპორტული ფორუმი 2021 წლის ზაფხულში არ გაიმართება. „მესმის, რომ შეუძლებელია თამაშების დაუსრულებლად გადადება და ყოველ ჯერზე ორგკომიტეტისთვის რამდენიმე ათასი ადამიანის დაქირავება. არც ის შეიძლება, საერთაშორისო ფედერაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვუცვალოთ ღონისძიებათა გრაფიკი....

ოლიმპიადა: ახალი თარიღი გაირკვა
ჩანაწერი

ოლიმპიადა: ახალი თარიღი გაირკვა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგკომიტეტის ხელმძღვანელმა ესირო მორიმ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის თარიღი საბოლოოდ დაზუსტდა. გადაწყვეტილება მორიმ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბრის შედეგად მიიღეს. ესირო მორის ინფორმაციით, ოლიმპიადა ტოკიოში 2021 წლის 23 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დაიხურება. 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე შუალედში დაიგეგმა პარაოლიმპიური თამაშები. მორის თქმით, თარიღები ბევრი ფაქტორის...

ჩანაწერი

ოლიმპიადა: უიმბლდონიდან ამერიკამდე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯონ კოუტსმა სპეციალური განცხადება გაავრცელა. მის კომიტეტს უშუალოდ ავალია თანამშრომლობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტთან.. იაპონურ გაზეთ „იომიურისთან“ ინტერვიუში კოუტსმა ბრძანა, რომ ტოკიოს თამაშები 2021 წელს უიმბლდონისა (ივლისის დასაწყისი) და აშშ-ის ღია პირველობის (სექტემბრის დასაწყისი) საჩოგბურთო ტურნირებს შორის პერიოდში გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს ოთხ კვირაში გახდება ცნობილი.

… ოლიმპიური კომიტეტი დანებდა
ჩანაწერი

… ოლიმპიური კომიტეტი დანებდა

შაბაშ! ოლიმპიური თამაშები გადაიდო. ეს უკვე გადაწყვეტილი საქმეა. აქამდე სულ სამჯერ იყო, ოლიმპიური თამაშები რომ არ გაიმართა (1916, 1940 და 1944 წლებში) და მაშინ მიზეზი მსოფლიო ომები გახდა. კორონავირუსი ამავე კალიბრის კატასტროფების რიგში ჩადგა და, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ ერთი წლით გადატანაზეა, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო 2021 წლის ზაფხულში. პირველი ემოცია? დაახლოებით ისეთი, ძალიან...

ჩანაწერი

უარი ოლიმპიადას… ჯერ ორი!

კორონავირუსს ერთი-მეორეს მიყოლებით დანებდნენ ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ფედერაციები. გაჩერდა ყველა ტურნირი. უფრო სწორად – თითქმის ყველა, რაკი, მაგალითად, დღევანდელ სპორტულ განრიგს თუ ჩახედავთ, აღმოაჩენთ, რომ საფეხბურთო ჩემპიონატი კვლავ გრძელდება მიანმარსა და ნიკარაგუაში… თუმცა ამ საყოველთაო უძრაობაში, ბოლო, ვინც ჯიუტად არ ნებდებოდა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იყო. სოკ-ში და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში ომახიანად ამტკიცებდნენ, რომ...