ჭდე: ტოკიო 2020

Home ტოკიო 2020
რუსეთის მზე გაისად დაბნელდება
ჩანაწერი

რუსეთის მზე გაისად დაბნელდება

ამომავალი მზის ქვეყანაში დაგეგმილ 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში რუსეთის მონაწილეობას საფრთხე ელის. მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს აღმასრულებელმა საბჭომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსის ჩამორთმევის პროცედურა წამოიწყო. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის მოხსენება გახდა, სადაც საუბარია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიიდან იანვარში მიღებულ მონაცემებთან და ინფორმაციებთან შეუსაბამობაზე. WADA-ს შესაბამისობის კომიტეტის ხელმძღვანელის ჯონატან ტეილორის განმარტებით, საუბარია რუსეთისგან მიღებულ მონაცემთა ბაზასთან...

იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა
ჩანაწერი

იაპონიამ რუსეთთან დააგვიანა

გახსოვთ, შარშან ბუენო-აირესში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები? არგენტინის დედაქალაქში უსიამოვნო ამბავი ქართველ სპორსტმენებს, კერძოს 3X3-ზე საკალათბურთო ნაკრებსაც შეემთხვა, რომლებმაც ოლიმპიური სოფლიდან სპორტულ ობიექტამდე თავის დროზე ვერ მიაღწიეს და მკაცრადაც დაისაჯნენ. ქართველ კალათბურთელებს სლოვენიასთან სასტარტო მატჩში წაგება ჩაეთვალათ. მატჩზე დაგვიანების უმთავრეს მიზეზად კი ქართული დელეგაციის მხრიდან გადატვირთული მოძრაობა დასახელდა, რაც არგენტინის დედაქალაქში სამუშაო დღეებში განსაკუთრებით იგრძნობოდა....

ფედერერის პაგანინი
ჩანაწერი

ფედერერის პაგანინი

როჯერ ფედერერმა პენსიაზე მის გასვლასთან დაკავშირებულ კითხვებს სპეციალური განცხადებით უპასუხა: „ვაპირებდი, მხოლოდ უიმბლდონამდე მეთამაშა, მაგრამ ტოკიოს ოლიმპიადამდე გადაწყვეტილებას აღარ მივიღებ. რაც შეეხება ATP CUP-ს, მგონი იმ დროისთვის ოპტიმალურ ფორმაში ვერ ვიქნები. ჩემი სამიზნე ავსტრალიის ღია პირველობაა. როგორც წესი, მზადების ეტაპს 4 დეკემბრიდან ვიწყებ ხოლმე. წელს ეს თარიღი 11 დეკემბრამდე გადავწიე, თუმცა კიდევ ერთხელ გავივლი კონსულტაციას...

ტოკიო ხმებში
ჩანაწერი

ტოკიო ხმებში

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა გაუშვა პროექტი „მიეცი რიტმი“. კერძოდ, გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან გაეცნობიან თამაშების ოფიციალურ მელოდიურ რიტმებს, რომელიც არა მხოლოდ გამოაცოცხლებს ტოკიო-2020-ის სპორტულ არენებს, არამედ ათლეტების უფრო მხურვალე მხარდაჭერასაც ხელს შეუწყობს. ოლიმპიური თამაშების ოფიციალური რიტმი სპორტთან, იაპონიის კულტურასთან, ყოველდღიურ ცხოვრებასთან და ბუნებასთან ასოცირებული 1000 სხვადასხვა ბგერისგანაა შექმნილი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური პარტნიორის...

დაბნელდება მზე იაპონიაში?
ჩანაწერი

დაბნელდება მზე იაპონიაში?

სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრის ცნობით, იაპონიის მხრიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში გაგზავნილი წერილით „იმედგაცრუებას“ გამოხატავს. საუბარია დროშაზე, რომელიც აზიის ბევრ ქვეყანაში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ არის მიჩნეული. „სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის გამოყენებასთან მიმართებით ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციაზე წუხილია...

იამასიტას ხარისხი
ჩანაწერი

იამასიტას ხარისხი

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ამჟამად კი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის ახლადარჩეული პრეზიდენტის იასუჰირო იამასიტას განცხადებით, 2020 წელს ტოკიო ყველაზე ხარისხიანი ოლიმპიური თამაშების ჩატარებას აპირებს. „ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი წლით ადრე 27 ივნისს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ჩემი არჩევა მეტად მოულოდნელი იყო. სამი-ოთხი თვით ადრე ყველა მეუბნებოდა: „იამასიტა, შენ ამას უნდა დათანხმდე. უარის თქმა არ შეიძლება. ამას მხოლოდ შენ...

რუსეთ-იაპონიის ოლიმპიური სკანდალი
ჩანაწერი

რუსეთ-იაპონიის ოლიმპიური სკანდალი

ტოკიოს ოლიმპიადამდე ჯერ ერთი წელია, მაგრამ პირველმა სკანდალმა უკვე იფეთქა. თანაც, რუსულ-იაპონური სკანდალი უფრო პოლიტიკური შეფერილობისაა, ვიდრე სპორტული. ტოკიო 2020-ის ორგანიზატორებმა ოლიმპიური რუკა გამოაქვეყნეს, რომელზეც კურილიის კუნძულები იაპონიის ტერიტორიად არის მონიშნული. ამან რუსული დუმა აღაშფოთა და რამდენიმე დეპუტატის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტირების მითხოვნაც გაჟღერდა. რეალურად, ოთხი სადავო კუნძულიდან სამზე სულ 20 ათასამდე მოსახლეა. მეოთხე კლდოვანი წარმონაქმნია,...

ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს
ჩანაწერი

ამერიკაში საქართველოს მედლები დათვალეს

ცნობილი ამერიკული პორტალი Gracenote ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლების ჩათვლის ვირტუალურ პროგნოზს აქვეყნებს. მისი გათვლები ემყარება რიოს 2016 წლის ოლიმპიადის შემდგომ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებზე სპორტსმენთა შედეგებს. ვირტუალური პროგნოზის თანახმად, საქართველოს წარმომადგენლები XXXII ოლიმპიურ თამაშებზე 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალს მოიპოვებენ, საერთო ჩათვლაში კი 26-ე ადგილს დაიკავებენ. ამგვარად, რიოს ოლიმპიადის შედეგს –...