ჭდე: ტოკიო 2020

Home ტოკიო 2020
გაიხსნა…
ჩანაწერი

გაიხსნა…

იაპონიის დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა ეროვნული სტადიონი, რომელიც უმასპინძლებს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნა-დახურვის ცერემონიალს. სტადიონი 68 ათას ადამიანზეა გათვლილი და ასევე მიიღებს შეჯიბრებებს მძლეოსნობასა და ფეხბურთში. ეროვნულ სტადიონს მდიდარი ისტორია აქვს და ტოკიოს ერთ-ერთი სიმბოლოა. 1964 წელს სწორედ ის იყო ოლიმპიური თამაშების უმთავრესი არენა. 2020 წლისთვის ისტორიულ სტადიონს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პროექტის დიზაინი შექმნა არქიტექტორმა კენგო...

ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან…  მოიკვეთოს
ჩანაწერი

ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან… მოიკვეთოს

არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი. აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ...

საბერძნეთი და დევნილები
ჩანაწერი

საბერძნეთი და დევნილები

ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) შტაბ-ბინაში მიმდინარე  აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე მონაწილე ქვეყანათა აღლუმის წესები შეცვალეს. „ათლეტთა აღლუმის თანმიმდევრობაში ცვლილებები შედის. ახალი წესები პირველად ამოქმედდება ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. სიახლე ის იქნება, რომ მომდევნო სამი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის გუნდები ბოლოს გამოვლენ. კერძოდ, აღლუმს დაასრულებენ აშშ-ის (ლოს ანჯელესი 2028), საფრანგეთის (პარიზი...

ცეცხლი ტოიოტაზე
ჩანაწერი

ცეცხლი ტოიოტაზე

2020 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის ავტო-ესკორტის დიზაინი წარმოადგინეს. სატრანსპორტო საშუალებები Hope Lights Our Way-ის კონცეფციის შესაბამისად იქნება გაწყობილი. თითოეულ ავტომობილს ესტაფეტისას დამოუკიდებელი როლი დაეკისრება. მაგალითად, ესკორტის გაძღოლა, მარშრუტების წინასწარ შემოწმება, მეჩირაღდნეთა მხარდაჭერა.. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტის სატრანსპორტო მხარდამჭერია ტოკიო 2020-ის პარტნიორი „ტოიოტა”. ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალებები სხვადასხვა ჰიბრიდული მოდელისგან იქნება შემდგარი,...

მოლაის ახალი პასპორტი
ჩანაწერი

მოლაის ახალი პასპორტი

ძიუდოში, 2019 წლის ბოლო მნიშვნელოვანი ტურნირი ჩინეთში გასამართი მასტერსი იქნება, რომელსაც 12-14 დეკემბერს ჩინეთის ქალაქი ჩინჯაო უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურნირზე, რა თქმა უნდა, ქართველი კიმონოისტებიც იქნებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში მკითხველის ყურადღება სახელგანთქმულ ირანელ ძიუდოისტზე გვსურს შევაჩეროთ. უფრო სწორად, აწ უკვე ყოფილ ირანელ სპორტსმენზე, რომელიც სამშობლოში დევნის გამო იძულებული გახდა მოქალაქეობა შეეცვალა. გახსოვთ საიდ მოლაი? ის მსოფლიო...

სახის კონტროლი და სარაკეტო სისტემები
ჩანაწერი

სახის კონტროლი და სარაკეტო სისტემები

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებამდე ქვეყანაში, შესაძლოა, განათავსონ განახლებული თავდაცვითი სარაკეტო სისტემები, უპირველესად კი ამის გაკეთებას ტოკიოში გეგმავენ. როგორც ირკვევა, თავდაცვითი სისტემების ახალი ვერსია დღეს არსებულზე გაცილებით ეფექტური იქნება,  თანაც ბალისტიკური რაკეტების და ამოუცნობი საფრენი აპარატების, მათ შორის – დრონებისგან დაცვის ხარისხს გააუმჯობესებს. საინტერესოა, რომ მსგავს ანტისარაკეტო და საფრენ...

მაესტრო ტოკიოში
ჩანაწერი

მაესტრო ტოკიოში

ერთი პერიოდი ტოპ ჩოგბურთელებისთვის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა პრიორიტეტულად არ ითვლებოდა. სამეფო სპორტი ზაფხულის ოლიმპიადის ნაწილი მისი დაარსებიდანვე ანუ 1896 წლიდან იყო, ვიდრე 1924 წელს თამაშების პროგრამიდან არ ამოიღებდნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ჩოგბურთი ხუთ რგოლში 1988 წელს სეულში დაბრუნდა და დღემდე მისი განუყრელი წევრია მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე მეჩოგნეები რატომღაც ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას...

ხუთი რგოლი უკრინა – ბელარუსს?
ჩანაწერი

ხუთი რგოლი უკრინა – ბელარუსს?

მსგავს პრეცენდენტს ადგილი ჯერ არ ჰქონია, მაგრამ რაღაც ხომ ცხოვრებაში ყოველთვის პირველად ხდება. კი ბატონო, ყოფილა შემთხვევები ფეხბურთში, კალათბურთში ან სპორტის სხვა სახეობაში მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატებისთვის რამდენიმე ქვეყანას რომ ერთად უმასპინძლია და ეს უკვე აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის ეს ახალი ხილი იქნება. …ჯერ არაფერია ბეჭედდასმული, უფრო მეტიც, მხოლოდ იდეის დონეზეა და არც...

ძილი კოლოფში
ჩანაწერი

ძილი კოლოფში

ტოკიოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი გარემოს დაცვისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას აგრძელებს. ამის უმთავრეს დასტურად კი მეტად საინტერესო გადაწყვეტილება გამოდგება. ტოკიო 2020-ის სპორტსმენთა ოლიმპიურ სოფელში მუყაოს საწოლებს განათავსებენ. ასე მაგალითად, ოლიმპიური სოფლისთვის გათვალისწინებული საწოლი და თეთრეული გადამუშავებადი მასალისგან დამზადდება. იაპონელთა ინოვაციური იდეების წყალობით, ფრაზა „კოლოფში ძილი“ ახალ არსს შეიძენს. ოლიმპიური სოფლის 18 ათასი სტუმრისთვის...

დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი
ჩანაწერი

დოპინგთან ბრძოლის ახალი მეთოდი

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან (IOC) და ტესტირების საერთაშორისო სააგენტოსთან (ITA) სისხლის ანალიზის ახლებური ტესტირების მეთოდის შემუშავება-დანერგვაზე თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. საუბარია მშრალი სისხლის (DBS) ანტისადოპინგო ტესტირებაზე, რომელიც უფრო მარტივი, ეფექტური და იაფი იქნება. ამასთან, ახალი მეთოდი სპორტსმენთა ფართო წრეს მოიცავს, რაც მეტი თაღლითის გამოვლენასაც შეუწყობს ხელს. ტესტირების ახალ პროგრამას შეუერთდნენ იაპონიის, აშშ-ის შვეიცარიის, ჩინეთის...