სამხრეთ კორეის სპორტის მინისტრის ცნობით, იაპონიის მხრიდან ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტში გაგზავნილი წერილით „იმედგაცრუებას“ გამოხატავს. საუბარია დროშაზე, რომელიც აზიის ბევრ ქვეყანაში იაპონიის მილიტარიზმის სიმბოლოდ არის მიჩნეული.
„სოკ-ის პრეზიდენტის თომას ბახის სახელზე გაიგზავნა წერილი, სადაც სხივებიანი „ამომავალი მზის“ დროშის გამოყენებასთან მიმართებით ტოკიოს თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პოზიციაზე წუხილია გამოხატული. ჩვენ ამ დროშასთან დაკავშირებული ისტორიის გათვალისწინებით, ოლიმპიადაზე მისი გამოყენების აკრძალვა ვითხოვეთ,“ – აღნიშნავს კორეის კულტურის, სპორტისა და ტურზიმის სამინისტრო.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ იაპონიის იმპერიული დროშა აზიის ქვეყნებს ახსენებს ისტორიულ ჭრილობებსა და ტკივილს.
„ამომავალი მზის“ დროშის დემონსტრაცია ოლიმპიურ სულთან, მსოფლიო ღირებულებებთან და ჰუმანიზმთან წინააღმდეგობაში მოვა,“ – რეზიუმეს აკეთებს სამინისტრო.
კორეელთა ამგვარ შეშფოთებას წინ უძღოდა იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის განცხადება, რომელიც არ აკრძალავდა 16-სხივიანი წითელი მზის დემონსტრირებას.
ტოკიოს 2020 წლის თამაშების ორგანიზატორთა განმარტებით, „ამომავალი მზის“ დროშა ფართოდ გამოიყენება იაპონიაში და მას არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს, ამიტომაც ის არ იკრძალება.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
