ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში იტალიელი ლორენცო სონეგო 6:4; 3:6; 6:4 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის მიმდინარეობისას რამდენჯერმე შეიცვალა საერთო სურათი. ორივე ჩოგბურთელი ახლოს იყო გამარჯვებასთან, საბოლოოდ, კი, მოგება ჩვენიანს დარჩა. პირველ სეტში ბასილაშვილი ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ სონეგომ მალევე დაიბრუნა დაკარგული. თუმცა, ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ წაართვა ჩაწოდება მოტოქეს და საბოლოოდ სეტი...
ჭდე: ტოკიო 2020
საქართველო ოლიმპიურ ელიტაშია
მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ქართულ ყულაბაში მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის მედალია, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში ჩვენი გუნდი 24-ე ადგილს იყოფს რამდენიმე სხვასთან. საქართველო ამ ცხრილში ისეთ ქვეყნებზე წინ დგას, როგორებიცაა ინდოეთი, გერმანია, რუმინეთი, თურქეთი, უკრაინა… ლიდერები ადვილად პროგნოზირებადი იყო: ჩინელების მონგარი 6 ოქროა, მასპინძელი იაპონელების 5 და აშშ-ს – 4. ამ სამეულს საგრძნობი ჩამორჩენით მისდევენ სამხრეთ...
მარგველაშვილი ოქროს ვეღარ შეწვდა
ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი ძიუდოისტმა ვაჟა მარგველაშვილმა მოუტანა. ჩვენებური ფინალში მასპინძელ ჰიფუმი აბეს დაეჭიდა. ჩვენიანი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან ვაზარით დამარცხდა. 66 კილოგრამწონით კატეგორიაში მოჭიდავე მარგველაშვილმა ფინალამდე სამი მეტოქე დაამარცხა – რუს იაკუბ შამილოვს ვაზარით სძლია, ისრაელის წარმომადგენელ ბარუჩ შმაილოვს იპონით მოუგო, ხოლო ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ან ბაულს დამატებით დროში, მძიმე ბრძოლაში ვაზარით აჯობა....
ბასილაშვილმა ბაენა გაიარა
ტოკიოს XXXII-ე ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა 1/32 ფინალში ესპანელი რობერტო კარბალეს ბაენა 6:3, 6:2 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ქართველი ჩოგბურთელი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად გამოიყურებოდა და, უნდა ითქვას, რომ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. პირველ სეტში ბასილაშვილი 5:1 დაწინაურდა, შემდეგ ესპანელს ზედიზედ ორი გეიმი დაუთმო, მაგრამ მეტის უფლება არ მისცა და 6:3 მოუგო. მეორე სეტიც...
კორონა ოლიმპიადასაც ამარცხებს ?
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების პრეს-სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული დღეღამის განმავლობაში დადებითი ტესტი კორონავირუსზე ჩააბარა კიდევ 19-მა ადამიანმა იმათგან, ვინც ამა თუ იმ ფორმით დაკავებულია ოლიმპიადაზე. ამ 19-დან 3 ოლიმპიურ სოფელში მაცხოვრებელი სპორტსმენია. სულ ოლიმპიადაზე უკვე დაფიქსირდა კოვიდის 110 შემთხვევა. ამის ფონზე ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარი თქვა გვინეის ნაკრებმა. არ შველის ორგკომიტეტს მიღებული არაორდინალარული გადაწყვეტილებები. მუყაოსგან დამზადებული...
წკაპ და დიადი ხარ?
შემთხვევით გადავაწყდი CNN-ის მასალების მიხედვით მომზადებულ სტატიას… „25 სპორტსმენი, რომლებსაც ტოკიოში ყურდღება უნდა მიაქციო“. ნახევარი სია რომ ამერიკელებია – ჯანდბას… სკეიტბორდინგი… სერფინგი… მეკლდეურობა – ჯანდაბას… 25 სპორტსმენში რომ მხოლოდ ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა და კალათბურთელი კევინ დურანტი ვიცანი, ეგეც იქით იყოს… აი, 45 წლის ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი კი უკვე ვარსკვლავად გამოაცხადეს. ეგ ვინ არის და ის...
პიერ დე კუბერტენი საფლავში ტრიალებს
ვის და რატომ დასჭირდა ოლიმპიადის გახსნამდე სამი დღით ადრე მისი ერთ-ერთი სიმბოლოს შეცვლა? რა სარგებელი? იქნებ მუხლზე დამდგარი თეთრი ან შავკანიანი კაციც (ეგ უკვე სულ ერთია) ოლიმპიადის სიმბოლოდ გვექცია? მოკლედ: დღეს ტოკიოში სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხვა საკითხებთან ერთად იმაზეც იმსჯელეს, რომ (თურმე, ნუ იტყვით) ოლიმპიური დევიზი დაგვიძველდა. დიდი ჭმუნვების შედეგად ახალი ვერსიაც იშვა:...
ოლიმპიანდემია
იპონური სააგენტოების ცნობით, ტოკიოს ოლიმპიურ სოფელში კოვიდით კიდევ ორი სპორტსმენი დაავადდა. ისინი ერთი ქვეყნიდან არიან. დაავადდა მეხუთეც, რომელიც ოლიმპიურ სოფელში არ ცხოვრობდა. ის პირველი ორის თანამემამულე არ არის, მაგრამ სამივე ერთი სახეობის წარმომადგენელია. კოვიდი ასევე დაუდგინდათ: ერთ ჟურნალისტს, ოლიმპიური ობიექტის ერთ მუშას და 5 ადამიანს, რომლებიც ოლიმპიადის ტურნირების ორგანიზებით არიან დაკავებულნი. არც ერთ შემთხვევაში თამაშების...
ნოლემ ოლიმპიადა გაათანაბრა
სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2021 წელს უკვე დიდი სლემის სამი ტურნირი მოიგო და თუ ამერიკის ღია პირველობაზეც იმარჯვებს, კალენდარულს სლემს შეასრულებს. კიდევ ერთი დიდი ტურნირი 2021 წელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშებია. იქ გამარჯვების შემთხვევაში კი, ოქროს სლემს გამოჰკრავს ხელს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. ოქროს სლემის ასეთი შანსი სერბს ნამდვილად აღარ ექნება, რადგან მომდევნო ოლიმპიადამდე სამი წელიწადია...
საგანგებო ოლიმპიადა
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ორ მონაწილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ერთი ინფიცირებული ლიეტუვადანაა, ვინც საწვრთნელ შეკრებაზე ქალაქ ჰირაცუკაში იმყოფებოდა. ისრაელიდან ჩასულ სპორტსმენს კი, დადებითი ტესტი ტოკიოს აეროპორტშივე „ამოუვარდა“. ბოლო დროს ინფიცირების რაოდენობამ იაპონიის დედაქალაქშიც იმატა და ქალაქის პრეფექტურამ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რომელიც 12 ივლისიდან 22 აგვისტომდე გასტანს. ოლიმპიური თამაშების დღეებიც ამ პერიოდში მოხვდა. ჯერ საუბარია...









