ჭდე: ტოკიო 2020

Home ტოკიო 2020
ცუდი დღე
ჩანაწერი

ცუდი დღე

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში ნინო სალუქვაძე 29 ივლისის შედეგებით ფინალში გასვლის შანსს ინარჩუნებდა. თუმცა, რაპიდში ცუდად იასპარეზა და მეშვიდე ადგილიდან 25-ე ადგილამდე დაქვეითდა. მეცხრე ოლიმპიადის მონაწილე სალუქვაძემ რაპიდში 287 (94+96+97) ქულას მოუყარა თავი და ამ შედეგით ფინალს მიღმა დარჩა. მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა მოკრივე ესკერხან მადიევს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მონაწილე...

ლიპარტელიანი წავიდა! ხომ არ იჩქარე, კაპიტანო?
ჩანაწერი

ლიპარტელიანი წავიდა! ხომ არ იჩქარე, კაპიტანო?

ტოკიოში ვარლამ ლიპარტელიანის ბოლო ბრძოლიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელში მისი პოსტი გაჩნდა: “მადლობა ღმერთს იმისთვის რაც მომცა დღემდე. იყო ბევრი სიხარული ბევრი გულის ტკენა მარა ამ ყველაფერმა მე ძალიან გამაძლიერა როგორც პიროვნება. მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს ჩემს შვილებს რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში უდიდესი როლი შეასრულეს! ვამაყობ თქვენით. მადლობა ყვეას ვინც დღემდე გვერდში მედგა ვერასოდეს გადავიხდი...

ბრაზილიელებმა არგენტინელებს კბილი გაჰკრეს
ჩანაწერი

ბრაზილიელებმა არგენტინელებს კბილი გაჰკრეს

არგენტინის ოლიმპიური ნაკრები ტოკიოს ზაფხულის თამაშებს ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა, რამაც ძალლიან გაახარა ბრაზილიელები. როგორც ჩანს განსაკუთრებით „ასტონ ვილას” 23 წლის ნახევარმცველმა დუგლას ლუისმა იზეიმა. მან ინსტაგრამში მეზობლების გასაღიზიანებელი ფოტო გამოაქვეყნა. არგენტინელები C ჯგუფში ავსტრალიასთან ერთად ჩარჩნენ. ფლეი-ოფში გავიდნენ ესპანეთი და ეგვიპტე. ბრაზილიელებმა კი D ჯგუფში გაიმარჯვეს და მეოთხედფინალში სწორედ ეგვიპტეს შეხვდებიან. D ჯგუფიდან ბრაზილიასთან ერთად...

ბასილაშვილი ოლიმპიადას ბრძოლაში დაემშვიდობა
ჩანაწერი

ბასილაშვილი ოლიმპიადას ბრძოლაში დაემშვიდობა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბევრი იბრძოლა ფავორიტად შერაცხულ გერმანელ ალექსანდრ ზვერევთან, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა – 4:6; 6:7. ზვერევმა თამაში მძლავრი ჩაწოდებებით დაიწყო და ბასილაშვილი ვერაფერს უხერხებდა, თუმცა თავადაც კარგად აწვდიდა და დიდი ხანი ანგარიში თანაბარი იყო. თუმცა, მე-10 გეიმში საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო – 4:6. მძლავრად დაიწყო ზვერევმა მეორე სეტიც. მატჩის...

ძალიან ცუდი სიგნალი
ჩანაწერი

ძალიან ცუდი სიგნალი

რა გინდა რომ ქნა? ტურნირის ორგანიზატორებმა ძიუდოს მეოთხედფინალების ბლოკი დაგვიბლოკეს, ძალიან გაიწელა დროშიო. ვერც გაამტყუნებ. „ოქროს ქულის“ წესი ვაჟთა ლამის ყველა ორთაბრძოლაში გამოიყენება. ბრძოლები 8-10 წუთს გრძელდება და ხშირ შემთხვევაში უქულო-უილეთო-უინტერესო ბღლარძუნი გამოდის. ჰოდა, უკმაყოფილოა ტელემაყურებელი, შესაბამისად კი სპონსორები და სარეკლამო კომპანიები. იწელება საეთერო დრო. დრო ფულია, მუსიკას კი, როგორც ყველგან, ოლიმპიადაზეც ფულიანი ბიძები უკვეთავენ....

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა
ჩანაწერი

დღე 4: მადიევმა მედალს გახედა

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებზე მოკრივე ესკერხან მადიევი მეოთხედფინალში გავიდა და მინიმუმ ბრინჯაოს მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. 69 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მადიევი რინგზე უგანდელ შადირ ბვოგს შეხვდა. მსაჯების გადაწყვეტილებით ბრძოლა მადიევის სასარგებლოდ დასრულდა – 3:1. ერთმა მსაჯმა ორივე მოკრივეს თანაბარი ქულები მიანიჭა. მეოთხედფინალში მადიევი მსოფლიო ჩემპიონს, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზამკავოის 30 ივლისს შეხვდება. მედლის...

მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო !
ჩანაწერი

მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო !

სანდრო ბაზაძე, რომელსაც ტოკიოს ოლიმპიურ მედლამდე სულ ცოტა დააკლდა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, მიმართავს თანამემამულეებს და მათ, ვინც მისი ნახევარფინალური ფარიკაობა უნგრელ არონ სილაგის წინააღმდეგ არაობიექტურად განსაჯა. გახსოვთ, როცა ანგარიში 13:13 გახლდათ, სანდროს მოპოვებული ქულა მოულოდნელად სილაგის მიანიჭეს. არადა, ჩვენიანის ჩხვლეტა იმდენად აშკარა იყო, მსაჯების გადაწყვეტილებამ მეტოქეც კი გააკვირვა… „მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო. პირველ რიგში...

ვულკანის მოლოდინში
ჩანაწერი

ვულკანის მოლოდინში

ჯერ მხოლოდ მშრალი ფაქტები: – ოლიმპიადაში მონაწილეობს 205 ქვეყანა. – ჯერჯერობით მედლები მოიპოვეს 39 ქვეყნის წარმომადგენლებმა. – ჩვენ ორი ვერცხლის მედლით 25-ე ადგილს ვიყოფთ ბრაზილიასთან და ტაივანთან. – ჩვენ უკან არიან: ესპანეთი, სერბეთი, ჩეხეთი, ბელგია, ბულგარეთი, შვეიცარია… – ჯერ საერთოდ უმედლოდ არიან: გერმანია, ყაზახეთი, თურქეთი, ისრაელი და ბევრი სხვა მოვლილ-დავარცხნილი ქვეყანა. ბუნებრივია, მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ...

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა
ჩანაწერი

დღე 3: ეთერს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა

26 ივლისს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედალთან ახლას იყო ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57კგ.), რომელიც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში იაპონელ ცუკასა იოშიდას დაეჭიდა. მასპინძელმა ჩვენებურს ორი გდება გაუკეთა და სუფთა გამარჯვება მოიპოვა. მანამდე 21 წლის ლიპარტელიანმა აფრიკის ჩემპიონი ანგოლელი დიასონემა მუკუნგუი იპონით დაამარცხა, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ტერეზა შტოლი დაამარცხა, მეოთხედფინალში ფრანგ სარა კისიკესთან დამატებით დროში წააგო....

ლაშა ონომ გააჩერა
ჩანაწერი

ლაშა ონომ გააჩერა

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი მეორე ოლიმპიურ ოქროს მედალს ვერ შეწვდა. არადა, რა ახლოს იყო. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შავდათუაშვილი ფინალში მასპინძელ შოჰეი ონოს დაეჭიდა. თითქმის 11 წუთის მანძილზე ქართველი სპორტსმენი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა, მაგრამ… ძირითადი დრო უქულოდ დასრულდა, დამატებით დროში კი, პირველი გდება ონომ გააკეთა და ჩვენებური მხოლოდ ვერცხლს დასჯერდა. ფინალამდე შავდათუაშვილმა ფრანგ გულემ ჩაინეს ვაზარით...