როგორც იაპონური სააგენტოები იუწყებიან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 29 ადამიანი დავირუსდა იმათგან, ვინც ასე თუ ისე ჩართულია ოლიმპიადაში. ეს თამაშების დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორშაბათს ვირუსი აღმოუჩინეს საბერძნეთის სინქრონული ცურვის გუნდის წევრს. მოგვიანებით დადებითი ტესტი მისმა კიდევ ოთხმა თანაგუნდელმა ჩააბარა. „კოვიდის გავრცელების წყარო საბერნეთის გუნდშია. 5 სპორტსმენი და მათთან კონტაქტში მყოფნი კოვიდ-სასტუმროში გადავიყვანეთ“, – თქვა ორგკომიტეტის...
ჭდე: ტოკიო 2020
ესპანეთი და ბრაზილია ვაივაგლახით
გაირკვა ტოკიოს ოლიმპიადის ფეხბურთელთა ტურნირის ფინალისტთა ვინაობა: ბრაზილიამ და ესპანეთმა დიდი წვალებითა და ვაივაგლახით მექსიკა და იაპონია დაამარცხეს. შედეგად, 6 აგვისტოს, ბრინჯაოს მედლისთვის, მექსიკა იაპონიას შეხვდება, ხოლო 7 აგვისტოს, ბრაზილია და ესპანეთი ოქროს მედალს შეეცილებიან ერთმანეთს. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიამ და მექსიკამ საქმე პენალტებამდე მიიყვანეს. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი...
ზოიძე ბრინჯაოზე გადავიდა
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 67 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ჩვენებური ნახევარფინალში ირანელ მოჰამედალი გერაის შეხვდა და ვერაფერი გააწყო – 1:6 დამარცხდა. 25 წლის ფალავანი მესამე ადგილისთვის ხვალ იჭიდავებს. შეგახსენებთ, რომ ზოიძემ მერვედფინალში 2016 წლის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი კუბელი ისმაელ ბორერო მოლინა (3:2), ხოლო მეოთხედფინალში ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ აკერ...
ბენიკ დოპინგიანი
ჩვენიანი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოიხსნა. მძლეოსანს ორგანიზმში სამი აკრძალული პრეპარატი – დეჰიდროქლორომეთილ-ტესტოსტერონი, მეტანდიენონი და ტამოქსიფენი აღმოაჩნდა. 36 წლის აბრამიანს უფლება აქვს, რომ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება მოითხოვოს. აბრამიანი მეორე სპორტსმენია, რომელიც ტოკიოს ოლიმპიადაზე დოპინგის გამო მოიხსნა. ბირთვის მკვრელი ჩვენიანი სპორტსმენი 3 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გასულიყო. საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა...
ოლიმპიადიდან დევნილობამდე
ორი დღეა, ბელარუსი მძლეოსანი კრისტინა ტიმანოვსკაია ტოკიოში ლამის ყველაზე ცნობად ოლიმპიელად იქცა. მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა და ამჟამად პოლონეთის საელჩოში იმყოფება. საელჩოსთან 50-მდე ჟურნალისტი მორიგეობს და ნელ-ნელა სკანდალის დეტალებიც ხმაურდება. არადა, სკანდალს სუფთა სპორტული სარჩული ჰქონდა და თავისდაუნებურად გაპოლიტიკურდა. საქმე იმაშია, რომ ანტისადოპინგო სააგენტოს მუდმივად ექმნებოდა პრობლემები იმ სპორტსმენების მოძიებაზე, ვისაც დიდი ტურნირების წინ არასაშეჯიბრო...
ქაჯაიას ვერცხლი ერგო
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. 130 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის ფინალში იაკობ ქაჯაია სამგზის ოლიმპიურ და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონს, კუბელ მიხარინ ლოპეს ნუნიესს შეხვდა და ვერაფერი გააწყო – 0:5 დამარცხდა. ქაჯაიამ კი ფინალამდე ფინელი ელიას კუსმანენი 2.25 წუთში 9:0 დაამარცხა, შემდეგ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელ სერგეი სემიონოვს დაეჭიდა და 3:1 მოუგო,...
მელია ბრინჯაოსკენ გაიყოლეს
ოლიმპიური თამაშები ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97კგ) მარცხით დაიწყო. ჩვენიანს წილისყრაში არ გაუმართლა, რადგან სტარტზევე მეტოქედ პირველ ნომრად განთესილი მუსა ევლოევი ერგო. ჩვენებური მეტოქესთან 1:3 დამარცხდა. თუმცა, მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს, რადგან ევლოევი ფინალში გავიდა და ქართველო მოჭიდავე რეპეშაჟში გაიყოლა.
მინგსს ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა
ტაირონ მინგსმა თქვა, რომ ევრო 2020-ზე, ხორვატიასთან შეხვედრის წინ გაუჭირდა და ფსიქოთერაპევტის დახმარება დასჭირდა. „ასტონ ვილას“ მცველი პირველ ორ შეხვედრაში, ხორვატიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, ჰარი მაგუაირს ცვლიდა. მინგსმა გაიხსენა, თუ როგორ გაუჭირდა ინგლისელი გულშემატკივრის ეჭვთან გამკლავება. ფანების 90-95 პროცენტს არ სჯეროდა, რომ ის ღირსეულად შეძლებდა მაგუაირის შეცვლას. „ხორვატიასთან პირველი შეხვედრის წინ მძიმე პერიოდი გადავიტანე. ვფიქრობ,...
პატარა გოგო დამეკარგა
ვუყურებდი ძიუდოისტთა გუნდურ ასპარეზობას და გული მწყდებოდა: გერმანია და ისრაელი მედლებს იგებდნენ, ქართველი რჩეული ფალავნები კი მაყურებლის როლით უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ. თუმცა, რატომ მხოლოდ გერმანია და ისრაელი? ფინალისტი ფრანგები და იაპონელები არასოდეს დაგვიმარცხებია თუ მსოფლიო ჩემპიონობა არ დაგვიგემოვნებია?! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, კიდევ ერთი შანსის ბოძების შემთხვევაში როგორი გამხეცებულები გავიდოდნენ ტატამზე ჩვენი ვერცხლის მედალოსნები, ანაც ლიპარტელიანი? ხომ...
ესპანეთი გავარდნას გადარჩა
ტოკიოს ოლიმპიადაზე, ფეხბურთელ ვაჟთა ტურნირზე, მეოთხედფინალები გაიმართა. ესპანეთის ნაკრებს კოტ დ’ივუარის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა. ძირითადი დრო 2:2 დამთავრდა, დამატებითში კი „ლა როხამ” აფრიკელთა დაცვის შეცდომებით ისარგებლა და 5:2 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში ესპანელებს თავიდანვე აერიათ გეგმები. მწვრთნელ ლუის დე ლა ფუენტეს მე-10 წუთზევე მოუხდა ფეხბურთელის შეცვლა — ბარსელონელი ოსკარ მინგუესა დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე...









