ამერიკის მძლეოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, 100 მეტრზე მორბენალი შაკირ რიჩარდსონი, ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს.
რიჩარდსონმა მოიგო ადგილობრივი შესარჩევი ტური, მაგრამ იმ დღესვე აღებულ დოპინგ-ტესტმა მის ორგანიზმში მარიხუანას კვალი აღმოაჩინა. სპორტსმენმა მინიმალური სასჯელი მიიღო – ერთი თვე ვერ იასპარეზებს. აგრეთვე ვერ გამოვა ტოკიოში, რადგან მისი შედეგი ანულირებულია. თუმცა, შანსი აქვს ესტაფეტაში მიიღოს მონაწილეობა.
სპორტსმენს რამდენიმე მიმომხილველი და სპორტსმენი გამოექომაგა, მათ შორის დამიენ ლილარდი, რომელიც ტოკიოში ამერიკის საკალათბურთო ნაკრებთან ერთად იქნება. თუმცა, ეს უკვე არაფერს ცვლის…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები22/06/2026 | 22:56ბასილაშვილმა უიმბლდონი დატოვა
სიახლეები21/06/2026 | 22:10მედლები ბოლოს…
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
