„დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს მის ამპლუაში საუკეთესოების შესახებ დაუსვეს კითხვა. 20 წლის ნორვეგიელმა, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარო ორ ტურში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო, ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ფორვარდები, რომლებიც მასზე უმჯობესნი არიან. ჰილანდის რჩეულთა შორის მოხვდნენ: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობემეიანგი (არსენალი), ტიმო ვერნერი (ჩელსი) და...
ჭდე: ტიმო ვერნერი
სინამდვილეში რეალს მეტი გადაუყრიაო
როგორც ირკვევა, 29 წლის ბელგიელი ვარსკვლავი ედენ აზარი „რეალს” გაცილებით ძვირი დაუჯდა, ვიდრე თავიდან ამბობდნენ. შარშან, როდესაც აზარი „ჩელსიდან” „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდა, დაიწერა, რომ მადრიდელებმა მასში 100 მილიონი ევრო გადაიხადეს. აგრეთვე ითქვა, რომ ბონუსებით ამ თანხას შეიძლება კიდევ 45 მილიონი დაემატოს, მაგრამ გუშინ, ბელგიურმა გაზეთებმა Het Laatste Nieuws-მა და La Dernière Heure-მ გამოაქვეყნეს ცნობა, რომ...
თქვენი აღარა ვარ, მორჩა…
24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა. „რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი...
ჩელსიმ ვერნერი გამოაცხადა
ცხადი იყო, რომ ევროპული ფეხბურთის ერთერთ საუკეთესო ფორვარდ ტიმო ვერნერს „ლაიფციგში“ დიდხანს არავინ გააჩერებდა. უამრავ მსურველს შორის კი ყველაზე მარიფათიანი ლონდონის „ჩელსი“ აღმოჩნდა. რომან აბრამოვიჩს გერმანიის ნაკრების ფორვარდის გამოსყიდვა 47,5 მილიონი გირვანქა დაუჯდა. ამ თანხიდან 15% „შტუტგარტს“ ერგება, საიდანაც ტიმო 2016 წელს გადავიდა „ლაიფციგში“. თავად ფეხბურთელი ლონდონურ კლუბში ხელფასის სახით კვირაში 170 ათას გირვანქას მიიღებს....
ვერნერი კორონამ ჩაკეტა
ტიმო ვერნერმა ლონდონის „ჩელსისთან ტრანსფერის ყველა საკითხი უკვე შეათანხმა, თუმც „გალურჯება“ მაინც უგვიანდება. კონტრაქტის გაფორმებამდე „ლაიფციგის“ ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს, მაგრამ ლონდონში ვერ მიდის. საქმეში, რასაკვირველია, კორონავირუსი ჩაერია – ბუნდესლიგის წესების გამო, ვერნერი ბრიტანეთში გაფრენას ვერ ახერხებს. მთავარი პრობლემა კარანტინია, რადგან ინგლისში ჩასვლის შემთხვევაში, ვერნერი ორკვირიან იზოლაციაში ამოყოფს თავს. ლონდონური კლუბი კი, მზად არის...
გაწითლება უნდოდა, მაგრამ ლურჯდება
„ჩელსიმ” და „ლაიფციგმა” საერთო ენა გამონახეს — ტიმო ვერნერი 54 მილიონი გირვანქის (60,2 მილიონი ევრო) სანაცვლოდ, „გალურჯდება”. თავდამსხმელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. დასავლეთლონდონელთა თავკაც ფრენკ ლემპარდს ვერნერი ისე მოსწონს, რომ გერმანული კლუბის მიერ დაწესებულ გამოსასყიდ თანხას დაყაბულდა. 24 წლის ფორვარდი კვირაში 200 000 გირვანქას მიიღებს ანუ „ჩელსის” ერთ-ერთი ყველაზე დიდხელფასიანი ფეხბურთელი გახდება. თითქოს ყველაფერი მოგვარებულია,...
ინტერს ტიმო მოუნდა
„ლაიფციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი მილანის „ინტერის“ სამიზნე გახდა. დიდი შანსია, რომ „ნერაძურის“ ზაფხულში ლაუტარო მარტინესი გამოაკლდეს, ამიტომ თავდამსხმელის ყიდვა აუცილებლად დასჭირდება. მილანელები თვლიან, რომ ვერნერი მათი გუნდისთვის მისაღები კანდიდატურაა. რატომაც არა… ვერნერი 24 წლის არის და კარიერის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინ აქვს; გოლების გატანა შეუძლია – მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში ვერნერმა 37 მატჩში 27...
არავინ ლივერპულის გარდა
გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ლაიფციგის“ 24 წლის ფორვარდ ტიმო ვერნერს მსურველები ნამდვილად არ აკლია. „ჩელსიში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა (შესაბამისი სახელფასო წახალისებით) ნებისმიერ ფეხბურთელს დაახვევდა თავბრუს, თუმც არა ტიმოს. ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი...
ლამპარდს მერტენსი სურს
იტალიური „ნაპოლის“ ფორვარდი დრის მერტენსი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს არის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს თავად ფრენკ ლამპრადი დაუკავშირდა და მის გადაბირებას ცდილობს. 33 წლის ბელგიელი წინააღმდეგი არ არის. ლონდონელებს მერტენსის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლებათ, რადგან ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა 29 მატჩში ითამაშა, 12 გოლი გაიტანა...
რაცა ვართ, ესა ვართ
„ლაიფციგთან” შეხვედრაში „ტოტენჰემი” შინ დამარცხდა 0:1, დელე ალი 64-ე წუთზე შეცვალეს და ის გაბრაზდა. 23 წლის ნახევარმცველმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ ბუცები დაანარცხა, შემდეგ კი წყლის ბოთლი. „სფურზის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა: „ვფიქრობ, ის საკუთარ თავზე გაბრაზდა და არა ჩემზე. დელე კარგად მიხვდა, რატომაც შევცვალე. მისი გასვლის შემდეგ გუნდის თამაში გამოსწორდა”. „ლაიფციგთან” მატჩში ლონდონელებს ჰარი...









