ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო

Home აქეთურ-იქითური ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო
ჰოლანდმა, შვიდი უკეთესიაო
ერლინგ ჰოლანდი Archives | Juventus.Ge„დორტმუნდის“ ნორვეგიელ ფორვარდ ერლინგ ჰოლანდს მის ამპლუაში საუკეთესოების შესახებ დაუსვეს კითხვა.
20 წლის ნორვეგიელმა, რომელმაც ბუნდესლიგის სასტარო ორ ტურში ორი გოლის გატანა უკვე მოასწრო, ერთი ამოსუნთქვით ჩამოთვალა ფორვარდები, რომლებიც მასზე უმჯობესნი არიან. ჰილანდის რჩეულთა შორის მოხვდნენ:
კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), სერხიო აგუერო (სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), რობერტო ფირმინო (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობემეიანგი (არსენალი), ტიმო ვერნერი (ჩელსი) და რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი). აშკარად შეამჩნევდით, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავის ჩამონათვალში მომო სალაჰს ვინ ჩივის და ლეო მესიც ვერ მოხვდა. გემოვნებაზე ხომ არ დავობენ…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".