დიდი ლონდონური დაბრუნება. კლუბის ლეგენდა, საუკეთესო ბომბარდირი და თილისმა ფრენკ ლამპარდი „ჩელსის“ მესაჭე გახდა. ლამპარდი ფრენკ რაიკარდს, პეპ გვარდიოლას, ზინედინ ზიდანს და იმ სხვა ლეგენდებს შეუერთდა, რომლებმაც ის გუნდი ჩაიბარეს, სადაც ფეხბურთელობისას განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. ვნახოთ, გაიმეორებს თუ არა იგივეს მწვრთნელის რანგში, თუმცა 40 წლის ინგლისელი…. ლამპარდს „არისტოკრატები“ ჯამაგირის სახით წელიწადში 5 მილიონ ევროს ჩაუჯიბავენ,...
ჭდე: სიტი
ტოპ-6 და ლივერპულის ეკონომ-რეჟიმი
ბრიტანელ ჟურნალისტებს პროფესიონალიზმში ბარე ორი გაეჯიბროს, მაგრამ იქაც არინ გამორჩეულები. დევიდ ორნშტეინი BBC-ში მუშაობს. არავინ იცის რა გზებით, მაგრამ დევიდის ხელში ყოველთვის უტყუარი ინფორმაცია იყრის თავს. თუ აქამდე ორნშტეინი „არსენალზე“ იყო დასპეციალებული, წინა გადაცემაში პრემიერლიგის ტოპ-ექვსეულის სატრანაფერო გეგმებსა და ამოცანებზე საათნახევარი ისაუბრა. მისი ნათქვამი თეზისებად ასე გამოიყურება: ყველაზე დიდი ცვლილებები „მანჩესტერში“ იგეგმება. „არსენალის“ სატრანსფერო გეგმები...
ლივერპული – სიტი 6:3
სპორტული სტატისტიკის კომპანია InStat Index-მა პრემიერლიგის შედეგები შეაჯამა. ეს კომპანია თითოეულ მატჩში თითოეული ფეხბურთელის ყველა, წარმატებულ და წარუმატებელ მოქმედებას აღრიცხავს. ამის შემდეგ კომპიუტერულ პროგრამას გამოჰყავს ფეხბურთელის ინდექსი, ანუ მარგი ქმედების კოეფიციენტი. კომპანიამ სეზონის შედეგები პოზიციების მიხედვით გადათვალა და ბოლოს ასეთი სიმბოლური ნაკრები მიიღო: ალისონი (ლივერპული) – რობერტსონი (ლივერპული), უოლკერი (სიტი), ვან დეიკი (ლივერპული), მატიპი (ლივერპული)...
ვარდი: come on liverpool!
პრემიერლიგაში დიდი მატჩია, „ლესტერი“-„სიტი“. ეს შეხვედრა პეპ გვარდიოლას ბოლო საფიქრალი და „ლივერპულის“ ასევე ბოლო შანსია, შესწვდეს ჩემპიონობას. მანჩესტერელთა ფანები ყველაზე მეტად „ლესტერის“ საუკეთესო მეგოლე ჯეიმი ვარდის უფრთხიან. ჰოდა, აუჭრელეს კიდეც შეტყობინებებით სოციალური ქსელი ვარდის ფოტომოდელ თანამეცხედრე რებეკას. ერთმა პირდაპირაც კი სთხოვა: „შეგიძლია ისე გაახერხო, რომ ამაღამ ჯეიმიმ ტრავმა მიიღოს და „სიტისთან“ ვერ ითამაშოს?! ხომ იცი,...
ოქროს მატჩი ინგლისში
იურგენ კლოპს ჰკითხეს, როგორ უყურებს „სიტისთან“ საჩემპიონო „ოქროს მატჩის“ გამართვის იდეას. „განა ეს შესაძლებელია? დიდებული იქნებოდა „სიტისთან“ ასეთ მატჩში დაპირისპირება,“ – იყო გერმანელის პასუხი. პრემიერლიგის დებულება ამგვარ მატჩს თეორიულად კი ითვალისწინებს, მაგრამ არასოდეს გამართულა. იმისათვის, რომ „ოქროს მატჩი“ დაინიშნოს, გუნდებს არამხოლოდ ქულები, გატანილი და გაშვებული ბურთებიც თანაბარი უნდა ჰქონდეს. ამ დროს, რეგლამენტში საერთოდ არ არის...
გვარდიოლა და სამი ლივერპულელი
ბედის ირონიაა, მაგრამ ბრენდან როჯერსს შანსი აქვს, სამუდამოდ შევიდეს „ლივერპულის“ ისტორიაში. მოგეხსენებათ, მისტერ როჯერსი ამჟამად „ლესტერს“ წვრთნის და ორშაბათს მისი გუნდი „სიტის“ ხვდება. მისტერ როჯერსი 2012-2015 წლებში თავად თავკაცობდა „ლივერპულს“ და ოდნავ სამაგათოდ კი უნდა უძგერდეს გული. ჰოდა, თუ მან ორშაბათს „სიტის“ ქულები დააკარგინა, „ლივერპულმა“ კი არ წაიფორხილა… თუმცა, მოდით, ნუ ვიჩქარებთ, რადგან უკვე შაბათს...
ქალაქში პირველი სიტია!
მანჩესტერული დერბი 2:0 დამთავრდა, „სიტიმ” „იუნაიტედს” მოუგო და ოლე გუნარ სულშერმა აღიარა, რომ დღეს მათ ქალაქში გვარდიოლას გუნდი უფრო ძლიერია. „მანჩესტერ იუნაიტედი” ასეთ საშინელ დღეში 1962 წლის მერე არ ყოფილა — ბოლო 9 თამაშიდან 7 წააგო. ამ შეხვედრებში გუნდმა 20 გოლი გაუშვა და მხოლოდ 6 გაიტანა. დავაზუსტოთ: „იუნაიტედს” 2 აპრილის შემდეგ ცოცხალი თამაშიდან ბურთი მეტოქის...
სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...
მუსას შოკი
აი, სეირი: მაშინ როდესაც მთელი „ტოტენჰემი“ და მათი ფანობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გიჟურ გასვლას ზეიმობდა, ლონდონელთა ნახევარმცველი მუსა სისოკო ცრემლით გასახდელ ოთახს ალბობდა. საქმე იმაშია რომ, სისოკოს „ტოტენჰემი“ გავარდნილი ეგონა, რაკიღა მანჩესტერელთა მეხუთე გოლისას, რომელიც მოგვიანებით ვიდეორეფერიმ გააუქმა, სიმწრისგან გულმოკლულმა უმალ გასახდელს მიაშურა… „თავზარდაცემული ვიყავი, საშინლად იმედგაცრუებული, სრულიად მარტო აღმოვჩნდი გასახდელში, იქ კი ტელევიზორი არ...
68 წამიანი სიგიჟე და არანორმალური თამაში
„ეტიჰედი” 68 წამის განმავლობაში ვულკანივით აფრქვევდა სიხარულს. ყველას ეგონა, რომ რაჰიმ სტერლინგმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს” გამარჯვების გოლი გაუტანა და „მანჩესტერ სიტი” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. უკვე მსაჯის დამატებული წუთები მიმდინარეობდა — 2 წუთი და 22 წამი იყო გასული. „ტოტენჰემის” ხალხი კი განადგურებული ჩანდა. დელე ალი მოედანზე ეგდო, პოჩეტინიო ზეცას შეჰყურებდა, უგო ლორისი სასოწარკვეთილი იდგა… მაგრამ, როგორც...




