… ეს ახლა შეარქვეს, თორემ სოფია კენინს უფრო ხშირად მაკოლეი კალკინს ადარებდნენ – ერთი როლის ტყვეობაში ჩარჩენილ მსახიობს. ამ გოგონამ 21 წლის ასაკში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო, თუმცა ვუნდერკინდი გოგონასგან მსგავს ტრიუმფს ადრეც ელოდნენ. ამადაც ადარებენ ლეონარდო დი კაპრიოს, ვინაც 41 წლის ასაკამდე ელოდა ნანატრ „ოსკარს“. 21 წელიწადი ბევრი არ არის, მაგრამ კენინმა მაინც დაიგვიანა....
ჭდე: სერენა უილიამსი
სოფია
ავსტრალიაში, სადაც რამოდენიმე თვეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, ესპანელ გარბინიე მუგურუზას გავარვარებული მუგუზალი მოხვდა. ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს პირველ ჩოგან ესპანელ ჩოგბურთელს როდ ლეივერის არენაზე ცეცხლი ამერიკელმა სოფია კენინმა შეუნთო და მატჩის შემდეგ, დაჯილდოების ცერემონიალზე ემოციებისგან ხმააკანკალებულმა და თვალცრემლიანმა ორგანიზატორებისგან ავსტრალიის ღია პირველობის კოხტა თასიც აღმართა. გარბინიე მუგურუზა ბლანკო ბევრს ეცადა გაესამებინა, როლან გაროსის და უიმბლდონის შემდეგ...
კოცნა და ცრემლი
„ყველაზე საშინელი მომენტი, რაც კორტზე გადამიტანია,“ – ეს რაფა ნადალის სიტყვებია. ავსტრალიის ღია პირველობაზე ფედერიკო დელბონისთან შეხვედრისას (ესპანელმა 6:3, 7:6, 6:1 მოიგო) რაფამ უხერხულად მიიღო ბურთი და მსაჯის კოშკურასთან მდგომ გოგონას თავში მოარტყა. ნადალი მაშინვე გოგონასთან მივარდა, დარწმუნდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ნამატჩევს კი მას და მისი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა: “მაპატიეთ. შემთხვევითობა იყო, ანიტა...
სენსაცია! კიმ კლაისტერსი კორტზე ბრუნდება
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა და ოთხი სლემტიტულის მფლობელმა ბელგიელმა კიმ კლაისტერსმა სოციალურ ქსელებში განცხადება გაავრცელა: „ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემი სამი შვილის მოსიყვარულე დედა ვიყავი და ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა, არანაკლებ მომწონს პროფესიონალი ჩოგბურთელობა. ჰოდა დავფიქრდი: რატომ არ შეიძლება, ეს ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო?! ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე 2020 წელს“. შეგახსენებთ, რომ პირველი...
დაცემა და ამაღლება
ვისაც ქალთა შორის აშშ-ის ღია პირველობის ფინალი არ უნახავს, არ იცის, რა არის ნამდვილი საჩოგბურთო დრამა. ეგებ ტრაგედიაც, რადგან 37 წლის სერენა უილიამსი ერთ ნაბიჯში იყო მიზანთან, რომელსაც არ მალავდა – 24-ე სლემტიტულით სერენა ლეგენდარულ მარგარეტ კორტს გაუთანაბრდებოდა. ახლა კი ვინ იცის, კიდევ როდის ან საერთოდ მიეცემა თუ არა ასეთი შანსი. ჩოგბურთში ახალი, სპორტულად თავხედი...
არც ნოვაკი, არც როჯერი
აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
სერენა და ემოცია
სერენა უილიამსის კორტს მიღმა ცხოვრება არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე წმინდა საჩოგბურთო ამბები. ამერიკელი სპორტსმენი მუდმივად უსამართლობას ებრძვის – რასისტული, გენდერული და რელიგიური ჩაგვრის წინააღმდეგ სხვადასხვა აქტივობებსა და კომპანიაში მონაწილეობს და რეიტინგული პოლიტიკური გამოცემების გარეკანზეც ხშირად ხვდება. შარშან 37 წლის ჩოგბურთელი „თაიმსის“ მსოფლიოს ას ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის მოხვდა და წლის ქალადაც დასახელდა. სწორედ ამიტომ, სერენა უსამართლობას...
ცინცინ მარი…
თანამედროვე ჩოგბურთს მან თავისი კვალი უსათუოდ დაატყო. შესაძლოა, ბევრს მისი თამაშის სტილი არ მოსწონდა და აღიზიანებდა, მაგრამ ფაქტია რომ დიდი სამეულის ეპოქაში რამდენიმე დიდი სლემის ტურნირის მოგება მოახერხა და რეიტინგის პირველი ნომერიც იყო. მის კარიერაში 2016 წელი საუკეთესო იყო. მოიგო „უიმბლდონი“, რიოს ოლიმპიური თამაშები და ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, ისე კი ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია (ლონდონი...
როჯერის კორიდა
ის ლეგენდაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. არა მხოლოდ ჩოგბურთის, საერთოდ სპორტის. ამიტომაც ჰქონდა, აქვს და ექნება აუარებელი შეთავაზებები მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში და ვეჭვობთ, ეს მისი დიადი კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ის ხომ როჯერ ფედერერია. შვეიცარიელ მაესტროს უამრავი საჩოგბურთო რეკორდი დაუმხია და მათი ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. სადაც უნდა იყოს, მის თამაშებს ყოველთვის ათასობით ადამიანი...
სერენა არა, სიმონა
სიმონა ჰალეპი რუმინეთის გმირია. „უიმბლდონის“ ფინალში მან სერენა უილიამსის გასაცამტვერებლად მოულოდნელად 56 წუთი იკმარა და 6:2, 6:2 მოიგო. სიმონასთვის ეს მეორე სლემტიტულია შარშანდელი „როლან გაროსის“ შემდეგ. რაც შეეხება სერენას, ზედიზედ მესამე დიდი ფინალი წააგო, არადა წარმატების შემთხვევაში ტრიუმფების ციფრს 24-მდე გაზრდიდა და მარგარეტ კორტს გაუტოლდებოდა.საინტერესო დეტალი: მამაკაცთა შორის ჩემპიონს მოოქროვილი თასით აჯილდოებენ, ქალთა გამრჯვებულს კი...









