ის ლეგენდაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. არა მხოლოდ ჩოგბურთის, საერთოდ სპორტის. ამიტომაც ჰქონდა, აქვს და ექნება აუარებელი შეთავაზებები მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში და ვეჭვობთ, ეს მისი დიადი კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ის ხომ როჯერ ფედერერია.
შვეიცარიელ მაესტროს უამრავი საჩოგბურთო რეკორდი დაუმხია და მათი ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. სადაც უნდა იყოს, მის თამაშებს ყოველთვის ათასობით ადამიანი ესწრება და უფრო მეტს ეს აუხდენელ ოცნებად რჩება. ფედერერთან დაკავშირებით რაღა უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ 24 ნოემბერს მას კიდევ ერთი რეკორდის დამყარების შანსი აქვს. უფრო სწორად, ეს უკვე გარდაუვალი ამბავია, მთავარია ვინ იქნება ბადის მეორე მხარეს, რომელიც ასევე ისტორიაში ჩაეწერება.
მოკლედ, საქმე საჩვენებელ მატჩს ეხება, რომელიც მეხიკოში, „პლაზა მექსიკის“ სტადიონზე გაიმართება. ის ჩვეულებრივი სპორტული კომპლექსი ან მით უფრო კორტი არ გახლავთ – ეს კორიდის მსოფლიოში ყველაზე დიდი არენაა, რომელიც 41 ათასზე მეტ ადამიანს იტევს.
24 ნოემბერის საჩვენებელი მატჩიც სწორედ კორიდის დაწყებამდეა დაგეგმილი და 38 წლის როჯერ ფედერერის მონაწილეობით ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დასწრებადი საჩოგბურთო დაპირისპირება.
მოქმედი რეკორდი კი 2010 წლით თარიღდება, როდესაც ბრიუსელში კიმ კლაისტერსის და სერენა უილიამსის დაპირისპირებას 35 ათასი მაყურებელი დაესწრო.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
