ის ლეგენდაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას. არა მხოლოდ ჩოგბურთის, საერთოდ სპორტის. ამიტომაც ჰქონდა, აქვს და ექნება აუარებელი შეთავაზებები მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საჩვენებელ მატჩებში და ვეჭვობთ, ეს მისი დიადი კარიერის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, ის ხომ როჯერ ფედერერია. შვეიცარიელ მაესტროს უამრავი საჩოგბურთო რეკორდი დაუმხია და მათი ჩამოთვლა ნამდვილად შორს წაგვიყვანს. სადაც უნდა იყოს, მის თამაშებს ყოველთვის ათასობით ადამიანი...
