Us open-ის 18 წლის ტრიუმფატორი ემა რადუკანუ მწვრთნელს იცვლის. ბრიტანელი ჩოგბურთელი ენდრიუ რიჩარდსონის მადლობელია, მაგრამ მასთან თანამშრომლობა მაინც შეწყვიტა. მიზანი შორს მიმავალია – რადუკანუს ისეთი მწვრთნელის აყვანა სურს, რომელსაც მაღალ დონეზე მუშაობის გამოცდილება ექნება. შეგახსენებთ, რომ რადუკანუმ ამერიკის ღია პირველობის ფინალში 19 წლის კანადელი ლეილა ფერნანდესი 6:4; 6:3 დაამარცხა. ემა ამერიკის ტურნირამდე 153-ე ჩოგანი იყო...
ჭდე: სერენა უილიამსი
ოსაკას იაპონური ტრადიცია
ასე ყველაფერი კარგი აგიხდეთ. წინა კვირაში ვწერდით: 23 წლის იაპონელი ნაომი ოსაკა ის გოგონაა, რომელიც თუ მეოთხედფინალამდე მივიდა, სლემტიტულს უსათუოდ იგებს. აგერ უკვე მეოთხე წელია, ის ტრადიციას არ არღვევს და ორჯერ US OPEN, ორჯერაც კი ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ამერიკელ ჯენიფერ ბრედისთან იაპონელს დიდი პრობლემები არ შექმნია – 6:4, 6:3. სლემტიტულების ოდენობით ის კიმ კლეისტერსს...
სერენას სიბერე და აქილევსი
სერენა უილიამსი საფრანგეთის ღია პირველობიდან მეორე წრის მატჩის წინ მოიხსნა და ბულგარელი ცვეტანა პირონკოვა 1/16-ფინალში უბრძოლველად გაატარა. სერენას მოხსნის მიზეზი აქილევსის მყესის ტრავმა გახდა, რომელმაც ჯერ კიდევ ამერიკის ღია პირველობისას იჩინა თავი. ჩოგბურთის ცოცხალ ლეგენდას „როლან გაროსი“ სამჯერ ერთეულთა, ორჯერ კი წყვილთა თანრიგში აქვს მოგებული, მაგრამ 39 წელი სპორტის ამ სახეობაში იმდენად კრიტიკულია, დიდ გამარჯვებებს...
წლის ამბავი: დეკრეტიდან ფინალში
წლის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა სერიოზულ წარმატებას მიაღწევსო, თავადაც არ დაიჯერებდა. დეკრეტიდან 2017 წელს დაბრუნებული ჩოგბურთელი დიდი შედეგებით ვერ დაიკვეხნიდა და თავადაც არაერთხელ დაფიქრდა კარიერის დასრულებაზე, მაგრამ: „წასვლა მინდოდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ სპორტისთვის მაქსიმუმი არ გამეღო. წასვლა კი მაშინ შეიძლება, როცა ხვდები, რომ ბოლომდე დაიხარჯე“ – ამბობს ვიქტორია. ცინცინატიში აზარენკამ ჯერ 2016...
სერენას პრეტენზიები
„დიდი მუზარადის“ 23-გზის გამარჯვებული, ამერიკელი სერენა უილიამსი უკვე „როლან გაროსისთვის“ ემზადება. ორგანიზატორებს სურვილი აქვთ, რომ საფრანგეთში ტურნირს მაყურებელი დაესწროს, მაგრამ სერენა ამის წინააღმდეგია. მიზეზი ის არის, რომ ჩოგბურთელებმა მათთვის განკუთვნილ და გამოყოფილ სასტუმროებში უნდა იცხოვრონ. „იმედი მქონდა, რომ ტურნირის დროს პარიზში საკუთარ სახლში ვიცხოვრებდი, მაგრამ კარგად მესმის ორგანიზატორების. ეს იოლი არ არის. ყველა ქვეყანა ცდილობს...
მსაჯები მტრებმა ჩაანაცვლეს
ნიუ-იორკში აშშ-ის ღია საჩოგბურთო პირველობა გრძელდება. შეგახსენებთ, რომ 22-ე ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანთან დამარცხდა, თუმცა ამჯერად სულ სხვა თემაზე გავაკეთებთ აქცენტს. აშშ-ის წლევანდელი პირველობა პირველი ელიტური ტურნირია, სადაც კომპიუტერებმა თითქმის მთლიანად ჩაანაცვლეს ხაზის არბიტრები. სრულფასოვანი 10-კაციანი ბრიგადა მხოლოდ პირველ ორ კორტს ემსახურება, დანარჩენ კორტებზე კი კოშკურის მსაჯს 10 კამერა და...
ოცნება საფრანგეთი და ავსტრალია
ამერიკელი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი 17 ივნისს 40 წლის გახდება. ჩოგბურთელი ამ ასაკშიც კი „დიდი მუზარადის“ კიდევ ერთი ტურნირის მოგებაზე ოცნებობს. „ადამიანმა ყოველთვის უნდა იოცნებოს. მეც ამის ვაკეთებ. ძალიან მინდოდა „როლან გაროსის“ მოგება და ამასთან ახლოს ვიყავი. იგივეს ვიტყოდი Australian Open-ზე. არ მიმართლებდა – ყოველთვის სულ ცოტა მაკლდებოდა. რა თქმა უნდა, დიდხანს ჩოგბურთს ვერ ვითამაშებ. ვნახოთ,...
რის უილიამსი? რა შარაპოვა? ოსაკა!
ჟურნალი „ფორბსი“ ამზადებს იმ სპორტსმენი ქალბატონების რეიტინგს, რომლებმაც ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღეს 2019 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 1 ივნისამდე. სრული რეიტინგი ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა ცნობილია პირველი საფეხურის მფლობელის ვინაობა. იაპონელმა ჩოგბურთელმა ნაომი ოსაკამ ერთ წელიწადში 37,4 მილიონი დოლარი იშოვა, რაც არამხოლოდ წინა წლის, ყველა დროის რეკორდია. მას 1,4 მილიონით ჩამორჩა სერენა უილიამსი. ამ...
ძმები უილიამსებიო
ყველა ხუმრობა ხუმრობა არ არის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ეს საკუთარ თავზე იწვნია. პოპულარულ გადაცემა „საღამოს ურგანტში“ სტუმრობისას წამყვანმა ივან ურგანტმა ტარპიშევი მარტივ პროვოკაციაზე წამოაგო: „მე ვიყავი ოლიმპიადაზე, როდესაც ჩვენი მაშა შარაპოვა იმ ამერეკილებიდან ერთ-ერთს ეთამაშებოდა. აი, იმათგან…“. ტარპიშევმა არ დაახანა და მისი აზრით მოსწრებულად იხუმრა: „ძმები უილიამსებიდან?“ ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის შეფებს...
პირმშვენიერი ეპოქა
გოგონა მამასთან ჩასახუტებლად გარბის… ზოგადად, ამაღელვებელი მომენტია შვილების მამებთან ჩახუტება. ერთი ასეთი მომენტი კი, ალბათ სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში… 2005 წლის 3 ივლისი, უიმბლდონის ცენტრალური კორტი, 17 წლის ულამაზესი გოგონა ტრიბუნებისკენ გარბის, მან ეს ესაა გადატრიალება მოახდინა ჩოგბურთში და სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთ უდიდეს სენსაციად იქცა. გარბის მაშა, გარბის მამასთან ჩასახუტებლად, მამასთან რომელიც თავის მხრივ...









