მაგნეს აკლიუში ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრებში თავიდან არ გამოიძახა, მაგრამ შემდეგ უორენ ზაირ-ემერის მოუხდა შეკრების დატოვება და მან ბელგიის წინააღმდეგ ორ შეხვედრაში, ჯამში 135 წუთი ითამაშა. „პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეული ამ ორ მატჩში ცუდი არ იყო, თუმცა ეფექტიც არ მოუხდენია. აკლიუში, რომელიც პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ერთ-ერთ კონკურენტად ითვლება 24 წლისაა, 25-ის 25 თებერვალს გახდება. ფრანგული...
ჭდე: საფრანგეთის ნაკრები
საფრანგეთში ზიდანის ერა იწყება
დიდიე დეშამის 14 წლიანი ეპოქის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში ახალი, ზინედინ ზიდანის პერიოდი იწყება. დეშამის მემკვიდრემ თურქეთის, ბელგიისა და იტალიის წინააღმდეგ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის 23 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ეს ზიდანის პირველი სიაა „ლურჯების“ თავკაცის რანგში და ვფიქრობთ მისთვის თვალის გადავლება ქართველი გულშემატკივრისთვისაც არ იქნება უინტერესო. ფრანგული წყაროები უპირველეს ყოვლისა აღნიშნავენ, რომ წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა, რომლებიც ბოლო...
საფრანგეთში ზიდანომანიაა
საფრანგეთში ეიფორიაა. ნაკრების მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ 2 ოქტომბერს ერთა ლიგაში საფრანგეთისა და იტალიის ნაკრებთა შეხვედრისას ტრიბუნაზე ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იქნება. მატჩი სენ დენიში, „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება. ეს სტადიონი 80 000 მაყურებელს იტევს. იტალიამდე ზიდანის გუნდი ორ შეხვედრას გამართავს, ოღონდ ორივეს სტუმრად: 25 სექტემბერს თურქეთში და 28 სექტემბერს...
რას აპირებს ზიზუ?
სექტემბრიდან, ბოლო 14 წელიწადში პირველად, საფრანგეთის ნაკრებს დიდიე დეშამი არ გაწვრთნის. მას ახალი თავკაცი, ლეგენდარული ზინედინ ზიდანი უხელმძღვანელებს. ოფიციალურად ეს 28 ივლისს გამოაცხადეს, მაგრამ დეშამი რომ წავიდოდა და მის ნაცვლად თანამდებობას ზიდანი დაიკავებდა, ყველამ დიდი ხანია იცოდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასა და „რეალის“ ყოფილ ვარსკვლავს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2025 წლის თებერვალში გაიმართა, როდესაც დეშამმა განაცხადა,...
შერკი-ნება მწვრთნელთან
რაიან შერკისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი იმედგაცრუებით დამთავრდა. ის მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და გუნდის წარმატებულ და წარუმატებელ შეხვედრებში მონაწილეობა ფაქტობრივად არ მიუღია. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში პირველად მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მოხვდა, მაგრამ ინგლისელებმა „ლურჯებს“ შესვენებამდე ოთხი გოლი გაუტანეს. შერკის ცუდად არ უთამაშია. 29 გადაცემიდან 25 სწორად შეასრულა, ოღონდ სითამამე აკლდა. ასე მაგალითად, კარში პირველად მე-11...
მატჩი, რომელიც არავის უნდოდა
ლამაზად დაწერა BBC-ს ჟურნალისტმა ემა სმიტმა – მატჩი რომელიც თავიდან არავის უნდოდა, იქცა მატჩად, რომლის დამთავრებაც არავის უნდოდაო. ინგლისელთა „ბრინჯაოს ფინალი“, რომელსაც აქამდე მშრალად მესამე ადგილისთვის შეხვედრას უწოდებდნენ და რომელშიც ერთმანეთს ინგლისის და საფრანგეთის ნაკრებები შეხვდნენ, ათგოლიანი თრილერი გამოდგა. ამ ათი გოლიდან 6 ინგლისელებმა გაიტანეს. მატჩი შეიძლებოდა კიდევ უფრო უხვგოლიანი ყოფილიყო. ბუკაიო საკა გახდა მეორე...
დეშამი: ეს ამხანაგური მატჩი არ გეგონოთ
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის საფრანგეთი ინგლისს ხვდება. დიდიე დეშამმა „ლურჯების“ მწვრთნელის რანგში ბოლო პრეს-კონფერენცია გამართა, რომელზეც თქვა, რომ ნახევარფინალში ესპანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს. „მარცხი უნდა ვაღიაროთ, ესპანეთმა გვაჯობა“, – თქვა მან და დასძინა, რომ ფიზიკური თვალსაზრით თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო არ დარჩა, მაგრამ ტექნიკურად მეტოქემ აჯობა. დეშამის თქმით „ესპანელებმა თამასა ძალიან მაღლა აწიეს“. „ამის გადატანა...
ლუის დე ლა ფუნტე: ფინალიც სიამოვნებისთვის არსებობს
ლუის დე ლა ფუენტემ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა – მისმა გუნდმა ნახევარფინალში საფრანგეთს მოუგო 2:0. მატჩის შემდეგ „ლა როხას“ თავკაცმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. …გრძნობის აღწერა ყოველთვის ძნელია. ის რასაც ახლა ვგრძნობ ალბათ არის ბედნიერება და სიამაყე, რომ ასეთ პროფესიონალებს ვხელმძღვანელობ. ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა დაგვრჩა. შევეცდებით ეს შანსი გამოვიყენოთ. …რასაკვირველია, ძალიან დიდი დაძაბულობაში ვართ....
დეშამი: მარცხი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ბრალია და მხოლოდ შემდეგ მეტოქის
მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის ნაკრებმა დამაჯერებლად მოუგო საფრანგეთის ნაკრებს 2:0. მატჩის შემდეგ ფრანგების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. – ესპანეთმა გაკვეთილი ჩაგიტარათ? – ესპანეთის ძლიერი გუნდია, რაც დაამტკიცა. ჩვენ კი საკუთარ შესაძლებლობებზე ცუდად ვითამაშეთ. ჩვეულებრივზე მეტი შეცდომა დავუშვით. ჩვენი მხრიდან ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი. ჯეროვნად ძალების აღდგენაც ვერ მოვასწარით. მოკლედ, ჩვეულად ვერ...
დე ლა ფუენტე უფალს ფეხბურთის მოგებას არ სთხოვს
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ლუის დე ლა ფუენტეს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალის წინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტმა რაფა მაინესმა მშობლები და გარდაცვლილი ძმა გაახსენა. „ლა როხას“ თავკაცმა, რომლის გუნდმა ფინალში გასასვლელად დღეს საფრანგეთის ეროვნული გუნდი უნდა დაამარცხოს, ემოცია ვერ დამალა: „თქვენ ნამდვილად შეეხეთ ჩემს გრძნობებს. მე მათზე ყოველდღე ვფიქრობ. ვფიქრობ ჩემს ოჯახსა და მშობლებზე; ძმაზე, რომელიც სამი წლის წინ...









