კატალონიური გამოცემა „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ დირექტორატი ძირითადად გამოუსადეგარი ფეხბურთელების თავიდან მოშორებით არის დაკავებული. კლუბი ცდილობს ისინი გაყიდოს, რათა ჯერ ერთი სახელფასო ფონდი შეამციროს და მეორეც, იშოვოს თანხა რამდენიმე ახალწვეულის რეგისტრაციისთვის. „ბარსა“ ახალ სეზონს კვირას, „რეალ სოსიედადთან“ თამაშით იწყებს. გუნდის ჰოლანდიელი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი ორ ახალ ფეხბურთელს ითხოვს. ის რთულ მდგომარეობაშია, ლეო მესი წავიდა,...
ჭდე: რონალდ კუმანი
კუმანი მესის წასვლის შესახებ
„ბარსელონას“ მწვრთნელი, ჰოლანდიელი რონალდ კუმანი ლეო მესის კლუბიდან წასვლას ინსტაგრამზე გამოეხმაურა. მან მცირე, ფიქრით და წუხილით გაჯერებული ტექსტი დაპოსტა, რასაც არგენტინელ სუპერვარსკვლავთან გადაღებული ფოტო დაურთო. ტექსტში წერია: „კვლავ მიჭირს გავიგო, რატომ აღარ ითამაშებ „ბარსელონაში“. ლეო, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი კლუბისთვის გააკეთე. მე დიდი სიამოვნება მომანიჭა იმ ერთმა სეზონმა, რომლის განმავლობაშიც შენთან ერთად ვიმუშავე. ჩემზე შთაბეჭდილება...
ბარსამ კარგად მოიგო
„ბარსელონამ“ მესამე ამხანაგური შეხვედრა მოიგო, თუმცა ეს იყო პირველი მატჩი უმაღლესი ლიგის მეტოქესთან — შტუტგარტში, „მერსედეს-ბენც არენაზე“, კატალონიელებმა 3:0 მოიგეს. მათ საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრეს: ახალწვეულების, გამოცდილი ჰოლანდიელის მემფის დეპაისა და 18 წლის ავსტრიელი იუსუფ დემირის გოლებით შესვენებამდე უკვე 2:0-ს იგებდნენ. მეორე ტაიმში ერთი გოლიც რიკი პუჩმა დაამატა. ბარსელონელთა ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს თავისი გუნდის...
კუმანის დაწუნებულები
საფეხბურთო ევროპაში სატრანსფერო სეზონი გახურდა. მწვრთნელების უმეტესობა კლუბებს ახალი მოთამაშეების შეძენას სთხოვს. „ბარსელონას” თავკაცი რონალდ კუმანი კი ფრთხილობს. კატალონიურმა მაუწყებელმა RAC1-მა შეიტყო ორი ფეხბურთელის შესახებ, რომელიც ჰოლანდიელს შესთავაზეს, მან კი შორს დაიჭირა. ორივე მოთამაშე 23 წლისაა. ერთი გახლავთ პორტუგალიელი, მეორე კი არგენტინელი. პორტუგალიელი რენატო სანჩესი ნახევარმცველია. ის, 2019 წელს, „ბაიერნისგან” „ლილმა” იყიდა. ფრანგულმა კლუბმა გერმანულს...
კუმანი 18 წლის ნახევარმცველზე ძალადობს
ილაიშ მორიბა სულ რაღაც 18 წლისაა, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი უკვე 25 მილიონი ევროა. „ბარსელონას“ აღზრდილი არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას და ფაქტობრივად, აშანტაჟებს კლუბს – გაისად, ივნისის ბოლოს თავისუფალ აგენტად შეუძლია წასვლა. სწორედ აქედან ერთვება საქმეში რონალდ კუმანი და ძალადობის თემა. „ბარსას“ მწვრთნელს სურს მორიბა სეზონის დაწყებამდე დაიგულოს შორსმიმავალი გეგმების ნაწილად და კუთხეში მიიმწყვდია...
ბარსელონას გასაჭირი
ესპანეთში გავრცელებული ცნობების თანახმად, „ბარსელონას” იმდენად სავალალო ფინანსური მდგომარეობა აქვს, რომ ამ ზაფხულს შეძენილ ფეხბურთელებს რეგისტრაციას ვერ უკეთებს. „გოლი” წერს, რომ კატალონიურმა კლუბმა „ლა ლიგის” სახელფასო ლიმიტი ამოწურა და ოფიციალურად ვერც სერხიო აგუეროს იფორმებს, ვერც მემფის დეპაის და ვერც 20 წლის ერიკ გარსიას, რომელიც „მანჩესტერ სიტიდან” დაუბრუნდა. პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ახალი მოთამაშეების ძებნა მეტწილად თავისუფალ...
დე ბურის ფინიში
ჩეხეთის ნაკრებთან ევრო 2020-ის მერვედფინალურ ეტაპზე მარცხი მორიგი წყალგამყოფი აღმოჩნდება ფრანკ დე ბურისთვის. ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო ფედერაცია მთავარი მწვრთნელის გათავისუფლებას აპირებს. არადა, კაცი ბჭობდაო – ფრენკს სულ დეტალებში ჰქონდა გაწერილი ამსტერდამის არხებში საჩემპიონო სვლის სცენარი. წარსულში დე ბურს „აიაქსში“, „ინტერში“, „კრისტალ პალასში“ და ამერიკულ „ატლანტაში“ უმუშავია, ეროვნული ნაკრები კი სექტემბერში მას შემდეგ ანდეს, რაც რონალდ...
კუმანი რჩება!
ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა: რონალდ კუმანი „ბარსელონას” მწვრთნელად რჩება! 58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გაახარა. მან სოციალურ მედიაში დაწერა: „ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს ფეხბურთელებსა და თანამშრომლებს ახლა უკვე შემიძლია ვუთხრა, რომ მთელი ძალითა და ღონით ვიწყებთ ახალი სეზონისთვის მზადებას. მართალია, ბოლო რამდენიმე კვირა დაძაბული იყო, მაგრამ მიხარია, რომ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ნდობა გამომიცხადა და ახლა...
კუმანი რამდენიმე დღით ისევ ბარსას მწვრთნელია
გუშინ, რონალდ კუმანი სამსახურიდან არ გაუშვიათ. ვნახოთ, რა მოხდება რამდენიმე დღის მერე. ამბობდნენ, რომ „ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კუმანს ვერდიქტს სამშაბათს გამოუტანდა: ან დატოვებდა მწვრთნელის თანამდებობაზე, ან მოხსნიდა. სინამდვილეში კი სულ სხვა რამ მოხდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, ნახევარი საათი ილაპარაკეს, გასული სეზონი შეაფასეს და რამდენიმე დღეში ახალი შეხვედრა დათქვეს. კატალონიური პრესა წერს, რომ ამ ხერხით...
ბარსელონამ ბრძოლა დაასრულა
ამ სეზონში „ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონი ვეღარ გახდება. ეს ოფიციალურად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც კატალონიელებმა მშობლიურ „კამპ ნოუზე” „სელტასთან” 1:2 წააგეს. ანგარიში ლეო მესიმ თავური დარტყმით გახსნა, მაგრამ სანტი მინამ ორი გოლით უპასუხა. მასპინძლებმა მეორე ტაიმი პირველზე უარესად ჩაატარეს. მართალია, ისინი თამაშს მეტ-ნაკლებად მაინც აკონტროლებდნენ, მაგრამ როდესან კლემენტ ლენგლემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა,...









