ჰოლანდიური ფეხბურთის ვარსკვალვისა და ეროვნული გუნდის ყოფილი მწვრთნელის რონალდ კუმანის მეუღლე ბარტინა კუმანი-ბოდეველდი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იყო საუცხოო ცოლი, დედა და ბებია. კუმანის მეუღლის გარდაცვალებას მყისიერად გამოეხმაურა ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია, რომელმაც ასევე გამოაქვეყნა სამძიმრის წერილი. წუხილი გამოხატა „ბარსელონამაც“. რონალდ კუმანი, ხომ კატალონიური კლუბის ლეგენდაა. სწორედ მისი გოლით...
ჭდე: რონალდ კუმანი
მემფისი გაიყიდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ თავდამსხმელ მემფის დეპაის გაყიდის. კლუბმა ნიდერლანდელი უკვე დააყენა ტრანსფერზე. 28 წლის ფეხბურთელის გასხვისებას კატალონიური კლუბი ფინანსური სირთულეების გამო ეშურება. გუნდის გაძლიერება სურს, თანხები კი არ ჰყოფნის. არსებული კონტრაქტის ვადა დეპაის გაისად, 30 ივნისს ეწურება. ნიდერლანდელი „ბარსელონაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა „ლიონიდან,“ თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი გადაბირებით „ბარსას“ მაშინდელი თავკაცი, რონალდ კუმანი,...
კუმანი ვან გაალს შეცვლის
„ბარსელონას“ ყოფილმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა, ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, შესაძლოა, ლუი ვან გაალი შეცვალოს. 70 წლის ვან გაალს ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი მომავალი მონდიალის დამთავრების შემდეგ, ანუ 2022 წლის დეკემბერში ეწურება. კუმანი, რომელსაც თავისი თანაშემწეების შეკრება უკვე დაუწყია, „ბარსელონადან“ გასულ ოქტომბერს დაითხოვეს, ცუდი შედეგების გამო. ხოლო ნიდერლანდების ეროვნულ გუნდს ის უკვე თავკაცობდა 2018-20 წლებში. მისი...
ბარსელონას ფრონტზე ცვლილებები არ არის
„ბარსელონამ“ „ალავესს“ უმასპინძლა და ერთ ქულაზე მეტის მოპოვება ვერ შეძლო. შეხვედრა დამთავრდა 1:1. თუ კატალონიელთა მომავალი მწვრთნელი ჩავი თამაშს უყურებდა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ მას დიდ პრობლემებთან მოუწევს შეჭიდება. რასაკვირველია, იყო დადებითი მომენტებიც, მაგალითად ყმაწვილკაცების გავისა და ნიკოს ეპიზოდური გაბრწყინებები, მაგრამ საბოლოოდ, „კამპ ნოუზე“ მისული 39 737 მაყურებელი კვლავ მოღუშული წავიდა შინ. „ალავესთან“ შეხვედრაში „ბარსას“ დროებითი...
ჩავი ბარსელონაში ჩადის
არ არსებობს ესპანური გამოცემა, რომელიც „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ არ წერდეს. თუმცა, ყველა ერთ აზრზეა – კატალონიური კლუბის თავკაცი ჩავი ერნანდესი გახდება. ჩავი კუმანის შეცვლის ერთერთ კანდიდატად კი განიხილებოდა, მაგრამ ნიდერლანდელის გათავისუფლების შემდეგ „ბარსა“ ჩავის უმალვე დაუკავშირდა. წერენ იმასაც, რომ დარჩენილია მცირე დეტალების მოგვარება, მათ შორის ესპანელის ამჟამინდელ კლუბთან „ალ სადთან“ მოლაპარაკება. მეტიც, ამბობენ,...
ბარსელონა განაკუმანეს
„ბარსელონას“ მოთმინება გამოელია. მადრიდში, „რაიო ვალეკანოსთან“ 0:1 დამარცხების შემდეგ კლუბის დირექტორატმა რონალდ კუმანი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კუმანის გაშვებაზე კარგა ხანია ლაპარაკობდნენ, მაგრამ მას მერე, რაც „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოში“ მარცხს (1:2) მადრიდის გარეუბნის გუნდთან წაგებაც მოჰყვა, „კამპ ნოუზე“ ჩათვალეს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. მაშ ასე, ჰოლანდიელის ეპოქა დასრულდა. ახლა მთავარი კითხვა ასეთია: ვინ შეცვლის...
ანჩელოტი: კუმანი ჯერ ადამიანია და მერეა მწვრთნელი
კატალონიურ პრესაში წერენ, რომ „რეალის“ იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ორივეს აქვს როგორც მოთამაშის ასევე მწვრთნელის გამოცდილება და ფეხბურთთან დაკავშირებულ ათასგვარ სიტუაციაში მოხვედრილან. საქმე კი ეხება „ელ კლასიკოში“ 1:2 დამარცხების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცის „კამპ ნოუდან“ გამავალ მანქანაზე თავდასხმას, ხელების ბრახუნსა და გინებას. კუმანს გვერდით...
ვან გაალი მათ ბარსელონელთაგან იცავს
ცნობილი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუი ვან გაალი, რომელიც პენსიიდან დაბრუნდა და თავისი ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, „ბარსელონაში“ მოთამაშე და მომუშავე თანამემამულეების, ფრენკი დე იონგისა და რონალდ კუმანის დაცვას შეუდგა. მან თქვა, რომ ისეთი კრიტიკა, როგორიც დე იონგსა და კუმანს დაატყდათ თავს, სწორედ კატალონიური კლუბისთვის არის დამახასიათებელი. „როდესაც საქმე კარგად მიდის, სანერვიულო არაფერია, მაგრამ როდესაც შედეგები უარესდება,...
კუმანი შავი კატაა
ერთი ხანობა „ბარსელონას“ ყოფილი ლიდერთაგანი ჩავი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე უმთავრეს კანდიდატად განიხილებოდა. ჩავი ამჟამად „ალ-სადდს“ წვრთნის, მაგრამ „ბარსას“ ყოფითაც რეგულარულად ინტერესდება. აღმოჩნდა, რომ ხავის სერიოზული საუბარი ჰქონდა ჟოან ლაპორტასთან. გუნდის ვეტერანი დაინტერესდა, რატომ არ მოხსნეს დღემდე რონალდ კუმანი, რომელსაც მიმდინარე სეზონში კატასტროფული შედეგები აქვს. ლაპორტას უთქვამს, თუ მოთმინებას ვიქონიებთ და ტრავმირებულთა მწყობრში დაბრუნებასაც დაველოდებით,...
კუმანმა ბარსა დაამცირა
ეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და… შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო. არის პრობლემა: ტენ...









