„ბარსელონას“ არგენტინელმა შემტევმა ლეო მესიმ შვებულება გაწყვიტა და უკანვე, კატალონიაში დაბრუნდა, რომ ახალ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდეს. როგორც იცით, გავრცელებული ხმებით მესი ჯერ დარწმუნებული არ არის, გააგრძელებს თუ არა კარიერას „ბარსელონაში“. შედეგად, ფეხბურთელმა გადაწყვიტა ნიდერლანდელ სპეციალისტთან ისაუბროს და საკუთარ მომავალში ჩამოყალიბდეს. 33 წლის ფეხბურთელი კლუბიდან წასვლას არ გამორიცხავს, რადგან ხელმძღვანელობის მუშაობით კმაყოფილი არ არის. მესის...
ჭდე: რონალდ კუმანი
ბარსა კუმანს ჩააბარეს
გადაწყვეტილი ამბავია – რონალდ კუმანი „ბარსელონას“ გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი მოაწერა და კატალონიურ კლუბს 2022 წლის ზაფხულის ჩათვლით უთავკაცებს. ახალი მწვრთნელის პრეზენტაცია დღეს შედგება და ყველა სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩაივლის. ფეხბურთელის რანგში კუმანმა „ბარსელონას“ მაისური 1989-95 წლების ჩათვლით მოირგო. 4-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 3-ჯერ – სუპერთასის, ხოლო თითოჯერ სამეფო თასი, ჩემპიონთა თასის და...
ვენგერს ფეხბურთი მოენატრა
ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, შესაძლოა, ნიდერლანდების ნაკრები ჩიბაროს. 70 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე დაუკავშირდა ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციას და განუცხადა, რომ მზად არის ამ პოსტზე რონალდ კუმანი შეცვალოს, რომელიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ თავკაცი გახდება. ადრე ისიც დაიწერა, რომ ვენგერმა კატალონიურ კლუბს უარი უთხრა. ვენგერის ბოლო სამუშაო FIFA-ში იყო, სადაც ფეხბურთის გლობალური...
16 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება
„ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ „ბარსელონამ” კიკე სეტიენი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ოფიციალური ინფორმაციაა. სეტიენს კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რონალდ კუმანი შეცვლის — ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. მიზეზი: კუმანი 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში და უპირველეს ყოვლისა იქ უნდა მოუძებნონ შემცვლელი. „ბარსელონა” 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე. თანამდებობიდან მოხსნილ კიკე...
კუმანი ბარსელონაში გამოიჭირეს
ესპანელმა ჟურნალისტებმა რონალდ კუმანი ბარსელონას აეროპორტში გამოიჭირეს. დიდი ალბათობით 57 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი „ბარსელონას“ ჩაიბარებს. ესპანური მედიის ცნობით, კონტრაქტი 2-წლიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებდა, საბოლოოდ არჩევანი ნიდერლანდელ სპეციალისტზე შეაჩერა და მიაჩნიათ, რომ კუმანი საუკეთესო კანდიდატია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე. ხოსეპ მარია ბართომეუმ კიკე სეტიენის გათავისუფლების შესახებ უკვე განაცხადა. მთავარ მწვრთნელს...
სერხიო გაპირველდა
მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 2:1 მოუგო სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“. დედაქალაქელთა პირველი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომელიც არამარტო მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიულიც აღმოჩნდა. ბასკების კარში გატანილი გოლით, მადრიდელთა კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. რამოსმა უკან ჩამოიტოვა „ბარსელონას“ ნიდერლანდელი მცველი რონალდ კუმანი. სერხიო რამოსს ლა ლიგაში უკვე 68 გოლი აქვს გატანილი… სან სებასტიანში მოგებით კი...
კუმანი გადარჩა
ნიდერლანდის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 57 წლის რონალდ კუმანმა, კვირას თავი შეუძლოდ იგრძნო და ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ამსტერდამის ერთ-ერთ კლინიკაში. მიზეზი – გულის უკმარისობა გახლდათ. კუმანს მაშინვე ჩაუტარეს ოპერაცია. კორონოგრაფიის შემდეგ მას სტენტი ჩაუდგეს. მწვრთნელის მეუღლე ბერტინამ და აგენტმა რობ იანსენმა, De Telegraaf-ს უთხრეს, რომ ეროვნული გუნდის თავკაცის მდგომარეობა სტაბილურია და შესაძლოა, ორშაბათსვე გაწერონ სახლში. „აიაქსის,“...
კუმანის პუნქტი
„რასაკვირველია, გადადგომაზე არ ვფიქრობ. ეს ერთი ჩვეულებრივი დამარცხება იყო”, — თქვა „ბარსელონას” თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ „ლევანტესთან” 1:3 წაგების შემდეგ. ამის მიუხედავად, 55 წლის ბასკის გადადგომაზე ლაპარაკი არ წყდება. „მარკამ” ვალვერდეს ცხრა წუნიც კი ჩამოუთვალა, რომელთა შორის იყო არეული დაცვა და ანტუან გრიზმანის დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი. რაკიღა „ბარსას” მწვრთნელის გადაყენებაზე ლაპარაკობენ, ბუნებრივია მის სავარაუდო შემცვლელებსაც...
აბსოლუტური პროდუქტი
„დორტმუნდმა“ ჰოლანდიელი მწვრთნელი პეტერ ბოში თანამდებობიდან გაათავისუფლა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ბოლო დროს ჩრდილო რაინ-ვესფალიელები საშინლად გამოიყურებიან. მე-15 ტურში „ვერდერთან“ საშინაო 1:2 საბოლოო წვეთი აღმოჩნდა კლუბის ხელმძღვანელობისთვის. ხუმრობა ხომ არ არის, დორტმუნდელებს ბუნდესლიგაში 30 სექტემბრის შემდეგ აღარ მოუგიათ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ორჯერ ფრედ ითამაშეს კვიპროსულ “აპოელთან”. „ტოტენჰემთან“ და მადრიდის „რეალთან“ კი საერთოდ უქულოდ დარჩნენ. სასწაული...








