ესპანელმა ჟურნალისტებმა რონალდ კუმანი ბარსელონას აეროპორტში გამოიჭირეს. დიდი ალბათობით 57 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი „ბარსელონას“ ჩაიბარებს.
ესპანური მედიის ცნობით, კონტრაქტი 2-წლიანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიური კლუბი რამდენიმე ვარიანტს ამუშავებდა, საბოლოოდ არჩევანი ნიდერლანდელ სპეციალისტზე შეაჩერა და მიაჩნიათ, რომ კუმანი საუკეთესო კანდიდატია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
ხოსეპ მარია ბართომეუმ კიკე სეტიენის გათავისუფლების შესახებ უკვე განაცხადა. მთავარ მწვრთნელს სპორტული დირექტორი ერიკ აბიდალიც მიჰყვება, რომელიც „ბაიერნთან“ გამანადგურებელი მარცხის შემდეგაც სეტიენს უჭერდა მხარს.
კუმანი „ბარსელონაში“ უცხო არ არის – ამ კლუბში 1989 წლიდან 1995 წლამდე თამაშობდა. 1998 წლიდან 2000 წლამდე კი კუმანი მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
