რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს. „ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს. შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ...
ჭდე: რონალდ კუმანი
კუმანმა ტაქტიკა შეცვალა
რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით „ბარსელონამ” პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ტარაგონას „ხიმნასტიკს” 3:1 მოუგო. ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა „ბარსას” ტრადიციული განლაგება შეცვალა: 4-3-3-ის ნაცვლად იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე დამსწრეებმა 4-2-3-1 იხილეს. როგორც კატალონიური „სპორტი” წერს, ლეო მესი ძირითადად თასმებს იკრავდა. კუმანმა სქემა იმიტომ შეცვალა, რომ მის განკარგულებაში მყოფმა ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობები...
კუმანის საყიდლების სია
„ბარსელონამ” მთავარი საკითხი გადაწყვიტა — ლეო მესი რჩება. ახლა, რონალდ კუმანმა არგენტინელს დანარჩენი გუნდი უნდა შემოუწყოს. როგორც ჩანს, ერთი რამ ცხადია: ჰოლანდიელის მიერ ჩამოწერილი საყიდლების სიის თავში ცენტრალური თავდამსხმელი და ცენტრალური მცველი წერია. „მარკას” ინფორმაციით, „ბარსას” „ინტერისგან” 23 წლის არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შეძენა სურს. თავად ფეხბურთელიც არ მალავს, რომ კატალონიურ კლუბში უნდა გადაბარგება. პრობლემად...
ვინ დაიჩაგრება ბარსელონაში?
ვინ დაიჩაგრება ყველაზე მეტად ლეო მესის „ბარსელონაში” დარჩენით? ამბობენ, რომ ეს ფრანგი ანტუან გრიზმანი იქნება, რადგან „ბარსას” ახალი მწვრთნელი რონალდ კუმანი მას გუნდის ლიდერობას ჰპირდებოდა, ახლა კი ეს გამორიცხულია. მაშ, რა ბედი ეწევა 29 წლის თავდამსხმელს? ინგლისური „დეილი მეილი” ვარაუდობს, რომ გრიზმანს სატრანსფერო ბაზარზე გაიყვანენ გასაყიდად. რატომ? იმიტომ, რომ ახლა კუმანს ფული აქვს დასაზოგი. „ბარსელონამ”...
სუარესი ტურინისკენ მიიწევს
ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი ტურინის „იუვენტუსის“ მაისურს მოირგებს. მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ და ახლა ელოდებიან 33 წლის ფორვარდისა და „ბარსელონას“ შორის დადებული ხელშეკრულების ორმხრივად გაწყვეტას. ეს მარტივად მოსაგვარებელი ამბავია – „ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი სუარესს გუნდის მომავალში არ მოიაზრებს. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელს „ბარსასთან“ კონტრაქტი 2002-21 წლის სეზონის ბოლომდე აქვს, მას კარისკენ მიუთითეს....
ვეინალდუმი კუმანთან
რონალდ კუმანს „ბარსელონაში“ თანამემამულის, დონი ვან დე ბეეკის გადაბირება რომ ვერ გამოუვიდა, თვალი კიდევ ერთ ნიდერლანდელს დაადგა და ახლა უკვე დიდია შანსი, ლივერპულელმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა კარიერა „ბარსაში“ გააგრძელოს. ესპანური მედიის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანახმა. ამასთან, „ბარსელონას“ მისი გადაბირება სულ რაღაც 20 მილიონ ევრომდე დაუჯდა. ვეინალდუმს კუმანი კარგად იცნობს –...
დაფიქრდება…
2019 წლის მარტში, ცნობილმა ლუის ვან გაალმა განაცხადა, რომ მწვრთნელობას თავს ანებებს. ვან გაალს „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წასვლის შემდეგ ანუ 2016 წლიდან აღარ უმუშავია, მაგრამ ეტყობა კიდევ 3 წელიწადი გადაწყვეტილების მისაღებად დასჭირდა. დღეს კი ვან გაალი 69 წლისაა და… ამბობს, რომ შეიძლება დაბრუნდეს. „აიაქსის”, „ბარსელონას”, „ალკმაარის”, „ბაიერნის”, „მანჩესტერ იუნაიტედისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი კვლავ ეროვნულ...
ლივერპულური გამბიტი
დიდი შანსია, ინგლისური პრემიერლიგის წლევანდელი ტრიუმფატორი ჟორჟინიო ვეინალდუმს შეელიოს. ფეხბურთელს „ლივერპულთან“ კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება, გაგრძელებასთან დაკავშირებით კი გარკვეული პრობლემები შეიქმნა. იმავდროულად აღმოჩნდა, რომ ვეინალდუმი „ბარსელონაში“ ახლახანს დანიშნული რონალდ კუმანის ნომერ პირველი სამიზნეა. მათ ნიდერლანდების ნაკრებში თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ბუნებრივია, „ლივერპულს“ უჯობს ვეინალდუმი წლეულს სარფიანად გაყიდოს, ვიდრე ერთი წლის შემდეგ თავისუფალ აგენტად გაუშვას. თუ...
უკმაყოფილო მარტო სუარესია
„ბარსელონას“ ახალ მწვრთნელ რონალდ კუმანს ნახევარდაცვის გაძლიერება მოუწადინებია. კლუბი მზად არის ივან რაკიტიჩსა და არტურო ვიდალს გამოემშვიდობოს. სამაგიეროდ, კუმანს ფრენკი დე იონგის მეწყვილედ „აიაქსისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ჰავბეკი დონი ვან დე ბეეკი შეუგულებია. კუმანი ფიქრობს, რომ მისი შეძენით გუნდის ხერხემალი კი გაახალგაზრდავდება, მაგრამ მოიმატებს სტაბილურობა. „აიაქსი“ ვან დე ბეეკს 50 მილიონ ევროდ აფასებს, კატალონიელებს კი...
კუმანმა სეტიენის კრიტიკით დაიწყო
Mes que un club – მეტი ვიდრე კლუბი. ეს, მოგეხსენებათ, „ბარსელონას” ლოზუნგია და გუნდის ახალი მწვრთნელი, 57 წლის რონალდ კუმანი სწორედ ამ ლოზუნგის შესაბამისად აპირებს „კამპ ნოუზე” თავისი საქმიანობის გაშლას. მას ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა და შესაბამისად ბევრი ახლის მიყვანა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჰოლანდიელს სიაში ჰყავს ისეთებიც, რომლებიც მისი აზრით თავიანთ შესაძლებლობებს იმიტომ ვერ ამჟღავნებდნენ, რომ...









