ჭდე: რონალდ კუმანი

Home რონალდ კუმანი
ამდენი მესის არასდროს ურბენია
ჩანაწერი

ამდენი მესის არასდროს ურბენია

საყოველთაო აზრით, ახალ სეზონში, „ბარსელონამ” საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა. „ბარსამ” მოიგო 2:0. მეორე გოლი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი სთხოვეს დიდ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მან ყურადღება არგენტინელი ვარსკვლავის მონდომებაზე გაამახვილა: „ამ შეხვედრაში მე ვიხილე სუპერ-დინამიკური და აგრესიული „ბარსა”. ეს თვისებები დაემატა იმ თამაშის ხარისხს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის...

კუმანი 25 წუთით ძალიან კმაყოფილია
ჩანაწერი

კუმანი 25 წუთით ძალიან კმაყოფილია

„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი ჩემპიონთა ლიგაში „ფერენცვაროშთან” 5:1 გამარჯვებით ბუნებრივია კმაყოფილი იყო. „როდესაც თამაშს მოიგებ, სამ ქულას მოიპოვებ და ხუთ გოლს გაიტან, რასაკვირველია კმაყოფილი დარჩები”, — თქვა კატალონიური გუნდის ჰოლანდიელმა თავკაცმა, თუმცა, შემდეგ, ოდნავ უფრო ღრმად შეეხო მატჩის დეტალებს. კუმანი: „ვფიქრობ, შესვენების შემდეგ 25 წუთის განმავლობაში განსაკუთრებით კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მატჩის განმავლობაში იყო მომენტები, როდესაც ვითიშებოდით...

კუმანის პირველი მარცხი
ჩანაწერი

კუმანის პირველი მარცხი

„ბარსელონამ” რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით პირველად წააგო — შეხვედრის ერთადერთი გოლი მადრიდში, სტადიონ „კოლისეუმ ალფონსო პერესზე”, „ხეტაფეს” თავდამსხმელმა ხაიმე მატამ პენალტით გაიტანა. ანგარიში ანგარიშად, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი ის იყო, რომ „ბლაუგრანამ” მისთვის სასურველ თამაშის რიტმს ვერა და ვერ მიაღწია. „ბარსელონას” შემადგენლობაში თვალშისაცემი იყო რამდენიმე ცვლილება. მაგალითად,  პედრის მხარდამხარ, პირველად ითამაშა ოსმან დემბელემ, ხოლო დაცვის მარცხენა...

რა უთხრა მესიმ კუმანს და კუმანმა სუარესს
ჩანაწერი

რა უთხრა მესიმ კუმანს და კუმანმა სუარესს

„ბარსელონას” მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჰოლანდიურ NOS-თან საუბარში გააანალიზა კატალონიის დედაქალაქში გატარებული პირველი პერიოდი და, რასაკვირველია, ლეო მესისა და ლუის სუარესის სატრანსფერო თავგადასავლებზეც ილაპარაკა. „როდესაც „ბარსელონასთან” კონტრაქტს მოვაწერე ხელი, პირველი რაც გავაკეთე მესისთან შინ სტუმრობა იყო. ის კლუბით აშკარად უკმაყოფილო დამხვდა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა საუბარმა შედეგი გამოიღო. მან მითხრა „კარგი, მე გავაკეთებ რაც საჭიროა” და მას...

დეშამი კუმანით უკმაყოფილოა
ჩანაწერი

დეშამი კუმანით უკმაყოფილოა

მსოფლიოს ჩემპიონის, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჰოლანდიელი კოლეგა რონალდ კუმანი გააკრიტიკა. 51 წლის დეშამმა „ბარსელონას” 57 წლის თავკაცს ანტუან გრიზმანის გამო უსაყვედურა. გრიზმანი, მოგეხსენებათ, „ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნული გუნდის ფეხბურთელია. დეშამმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „გრიზმანი „ბარსელონაში” თავისი პოზიციით კმაყოფილი არ არის, თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ მე კლუბების საქმეებში ცხვირს არასდროს ვყოფ და არავის ვასწავლი...

ეს ის ბარსა აღარ არის
ჩანაწერი

ეს ის ბარსა აღარ არის

„ბარსელონაში” რაღაც შეიცვალა. გუნდი გაცოცხლდა, იბრძვის და მოწყურებულია გამარჯვებას. „ბლაუგრანას” ვიგოში „სელტა” 2015 წლიდან არ დაემარცხებინა და ინებეთ: 3:0. კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ რონალდ კუმანი გალისიაში იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, რომელმაც წინა ტურში „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. სტუმრების ენთუზიაზმს ვერც ავდარმა შეუშალა ხელი. პირველი მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა. მან გაუჩერებლად დაარტყა მსპინძელთა კარში, მაგრამ ააცილა. მეორე მომენტი...

ანსუ! – კუმანის ბრწყინვალე დებიუტი
ჩანაწერი

ანსუ! – კუმანის ბრწყინვალე დებიუტი

რონალდ კუმანს „ბარსელონას” მწვრთნელის რანგში ზღაპრული დებიუტი ჰქონდა. „ბარსამ” „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. ამ შეხვედრას ჰყავდა გამოკვეთილი გმირი: ანსუ ფატი! ბიჭუნამ, რომელიც ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და თვრამეტისა 31 ოქტომბერს გახდება, ორი გოლი თავად გაიტანა (პირველი იხ. ვიდეოზე) და ერთიც პენალტი მოიპოვა, რომელიც ლეო მესიმ შეაგდო. მეოთხე გოლი სტუმარმა პაუ ფრანსისკო ტორესმა თავის კარში ჩაჭრა და...

ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ
ჩანაწერი

ვარსკვლავები ღირსებაზე ალაპარაკდნენ

ლეო მესის ნეიმარი, დანი ალვეში და სამუელ ეტო’ო შეუერთდნენ — ისე მოქცევა, თქვენ რომ ლუის სუარესს მოექეცით, არ შეიძლებაო, უკიჟინებენ ისინი „ბარსელონას”. „ბლაუგრანას” ლეგენდებმა თავიანთი აღშფოთება გამოხატეს იმის გამო, რომ გუნდის ახალმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა 33 წლის ურუგვაელი ცივად დაითხოვა, კლუბმა კი ის კონკურენტ „ატლეტიკოს” 6 მილიონ ევროდ მიჰყიდა. მეგობრის გაგდების გამო მესიმ „ბარსელონას” გასაგონად...

მაქს აარონსი, გულით ბარსელონელი
ჩანაწერი

მაქს აარონსი, გულით ბარსელონელი

„ნორვიჩ სიტის” 20 წლის მარჯვენა მცველმა მაქს აარონსმა „ბარსელონასთან” პირობები შეათანხმა. მას კატალონიელები ხუთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ, მაგრამ თავად კლუბებს ჯერ კიდევ არ დაურტყამთ ხელი ხელს. „ბარსას” მწვრთნელ რონალდ კუმანს ინგლისელი ძალიან მოსწონს და ეს, მისთვის, გასულ სეზონში, პირადი შეხვედრის დროს არც დაუმალავს. აარონსამდე „ბარსელონა” „აიაქსის” ამერიკელი მცველის სერჟინიო დესტის ყიდვას აპირებდა, მაგრამ „ბაიერნმა” აჯობა —...

ბარსა საკუთარ ფეხბურთელს ყიდულობს
ჩანაწერი

ბარსა საკუთარ ფეხბურთელს ყიდულობს

ესპანური „გრანდის“ მენეჯმენტში რომ სერიოზული პრობლემებია, ბოლო რამდენიმე გადაწყვეტილებაც ცხადჰყოფს. მორიგი ამგვარი „მიგნების“ შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. „ბარსელონა“ ინგლისური „სიტისგან“ მისივე აკადემიის აღზრდილ ერიკ გარსიას 18 მილიონ ევროდ ყიდულობს. გარსია 19 წლისაა და ალბიონზე სამი წლის წინ სიმბოლურ ფასად გადაბარგდა, გასულ სეზონში კი პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ყიდვა რონალდ კუმანის მოთხოვნაა. მისი თქმით,...