„ნორვიჩ სიტის” 20 წლის მარჯვენა მცველმა მაქს აარონსმა „ბარსელონასთან” პირობები შეათანხმა. მას კატალონიელები ხუთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ, მაგრამ თავად კლუბებს ჯერ კიდევ არ დაურტყამთ ხელი ხელს.
„ბარსას” მწვრთნელ რონალდ კუმანს ინგლისელი ძალიან მოსწონს და ეს, მისთვის, გასულ სეზონში, პირადი შეხვედრის დროს არც დაუმალავს.
აარონსამდე „ბარსელონა” „აიაქსის” ამერიკელი მცველის სერჟინიო დესტის ყიდვას აპირებდა, მაგრამ „ბაიერნმა” აჯობა — ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ბუნდესლიგის ჩემპიონი მატერიალურად მოძლიერდა და თავს სატრანსფერო ბაზარზე გარკვეული თანხების ხარჯვის უფლებას აძლევს. შესაბამისად, კუმანმა აქცენტი „ნორვიჩის” მოთამაშეზე გადაიტანა.
„ბარსელონა” აარონსთან დაკავშირებით „ნორვიჩს” პირველად ორი კვირის წინ დაუკავშირდა.
საინტერესოა, რომ კატალონიურ პრესაში ამასწინათ გავრცელდა მაქს აარონსის ფოტო, სადაც ის 7 წლის არის და „ბარსელონას” მაისური აცვია. ამან ესპანეთის ექს-ჩემპიონის დირექტორატი წაახალისა, რადგან დაადგინა, რომ ფეხბურთელი მათი კლუბისადმი ბავშვობიდან სიმპათიით იყო განწყობილი და თანახმაა „კამპ ნოუზე” იჯარითაც კი გადავიდეს, თუნდაც იჯარის ვადის გასვლის შემდეგ რეგულარული კონტრაქტის ვალდებულება არ არსებობდეს.
დღეს „ნორვიჩი” ითხოვს 20 მილიონ გირვანქას პლუს, წარმატების შემთხვევაში დამატებით 10 მილიონს.
ბარსელონაში, საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, რომ ინგლისური კლუბი ნაკლებზეც დათანხმდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
