„ნორვიჩ სიტის” 20 წლის მარჯვენა მცველმა მაქს აარონსმა „ბარსელონასთან” პირობები შეათანხმა. მას კატალონიელები ხუთწლიან კონტრაქტზე მოელაპარაკნენ, მაგრამ თავად კლუბებს ჯერ კიდევ არ დაურტყამთ ხელი ხელს. „ბარსას” მწვრთნელ რონალდ კუმანს ინგლისელი ძალიან მოსწონს და ეს, მისთვის, გასულ სეზონში, პირადი შეხვედრის დროს არც დაუმალავს. აარონსამდე „ბარსელონა” „აიაქსის” ამერიკელი მცველის სერჟინიო დესტის ყიდვას აპირებდა, მაგრამ „ბაიერნმა” აჯობა —...
