ეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და…
შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო.
არის პრობლემა: ტენ ჰაგს მოქმედი კონტრაქტი აქვს „აიაქსთან“, რომელსაც უკვე ოთხი წელია წვრთნის. ბარსელონელებს კი უფულობიდან გამომდინარე ტენ ჰაგის კონტრაქტის გამოსყიდვა გაუჭირდებათ.
კიდევ ერთი კანდიდატი გერმანელი რალფ რანგნიკია. პრობლემა იგივე: რანგნიკი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტის და განვითარების დირექტორია და გამოსყიდვა დიდი ფული დაჯდება.
მოკლედ: ნათელი მხოლოდ ისაა, რომ კუმანმა „ბარსელონაში“ თავი ამოწურა. ეს უკვე უფსკრულია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
