ინგლისურ ფეხბურთში covid 19-თან დაკავშირებით ვნებათაღელვაა. გაირკვა, რომ პრემიერლიგაში მხოლოდ 7 კლუბს ჰყავს აცრილი ფეხბურთელების ნახევარზე მეტი. ამ ინფორმაციამ „ლივერპულის“ გერმანელი მწვრთნელი იურგენ კლოპი ძალიან გააბრაზა.
„ალბათ, ყოველ ჩვენგანს დაულევია ორი კათხა ლუდი და ისე მისჯდომია საჭეს. კანონის თანახმად ამის უფლება არ გვაქვს. და კანონი იმიტომ კი არ არსებობს, რომ ლუდის მსმელი ადამიანი დაიცვას, არამედ იმიტომ, რომ სხვები იხსნას მისგან.
ზუსტად იგივეა კოვოდთან დაკავშირებით. მე იმიტომ კი არ ვიცრები, რომ თავი დავიცვა, არამედ იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ხალხი არ დავასნებოვნო.
არ მესმის, რატომ არის აცრა თავისუფლების შეზღუდვა. თუ ვაქცინაცია თავისუფლების შეზღუდვაა, მაშინ მთვრალი კაცისთვის საჭესთან დაჯდომის აკრძალვაც თავისუფლების შეზღუდვაა, — თქვა მან და დასძინა, — ჩვენთან, „ლივერპულში“, 99% აცრილია. ეს გუნდის გადაწყვეტილება იყო. არავისთვის გამიწევია აგიტაცია, რადგან ამის საჭიროება არ იყო და დირექტორიც არ გახლავართ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური01/11/2026 | 07:00ლუის ენრიკე პსჯ-ს ისტორიაში
სიახლეები31/10/2026 | 09:14დიდებული ჰაკიმი
მთავარი ამბავი31/10/2026 | 08:14ხვიჩა პირველ ადგილზე მარტო ბზიკაძემ და ბერძენმა დაწერეს
აქეთურ-იქითური30/10/2026 | 09:29ფრანგული საიტი თორნიკეს შესახებ
