ილაიშ მორიბა სულ რაღაც 18 წლისაა, მაგრამ მისი სატრანსფერო ფასი უკვე 25 მილიონი ევროა. „ბარსელონას“ აღზრდილი არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას და ფაქტობრივად, აშანტაჟებს კლუბს – გაისად, ივნისის ბოლოს თავისუფალ აგენტად შეუძლია წასვლა.
სწორედ აქედან ერთვება საქმეში რონალდ კუმანი და ძალადობის თემა.
„ბარსას“ მწვრთნელს სურს მორიბა სეზონის დაწყებამდე დაიგულოს შორსმიმავალი გეგმების ნაწილად და კუთხეში მიიმწყვდია – კონტრაქტის გაფორმებამდე მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშიც აუკრძალა.
კუმანის მეთოდმა გაჭრა და ახლა 2024 წლამდე გათვლილი კონტრაქტი მხარეების მიერ აქტიურად განიხილება. ნიჭიერმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში ყველა ტურნირში ერთდ 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ გაიტანა და პარტნიორებს სამჯერაც საგოლედ უპასა.
ისე, რიტორიკულ კითხვას კი დავუსვამდი ილაიშ მორიბას: ისეთმა ვინ უნდა გიყიდოს, 18 წლის ასაკში „ბარსელონა“ რომ გაყიდო?
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
