„ბარსელონასთვის” საჩემპიონო ბრძოლა ახლა ეტყობა მართლა დამთავრდა. ყოველ შემთხვევაში, კატალონიური პრესა ასე წერს: არც დაცვა ვარგოდა, არც კუმანის ცვლილებებმა გაამართლა და „სახურავიც ისევ „ლევანტესთან” ჩამოიქცა”. კატალონიელები მასპინძლებს თავიდან 2:0-ს უგებდნენ, მაგრამ მეტოქემ გაქვითა. შემდეგ ისევ „ბარსა” გავიდა წინ — მეტი თითქოს რაღა გინდა, — მაგრამ „ლევანტემ” კიდევ გაათანაბრა და თამაში, რომელიც „ბლაუგრანას” აუცილებლად უნდა მოეგო,...
ჭდე: რონალდ კუმანი
თუკი ჩაეძინა, კუმანის ბრალი არ არის
კატალონიური პრესა წერს, რომ „ატლეტიკოსთან” შინ ნათამაშევი 0:0-ის შემდეგ ლა ლიგის ჩემპიონობა „ბარსელონასთვის” ჯერ ფუჭი ოცნება არ არის, მაგრამ რეალურიც აღარაა. უფრო ფუჭ ოცნებასთან არის ახლოს. „ბარსას” „კამპ ნოუზე” მადრიდელი სტუმრები აუცილებლად უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ვერ შეძლო: ოსმან დემბელემ, ლეო მესიმ და ილიაშ მორიბამ თავიანთი წილი მომენტები ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, ვერც „ატლეტიკომ” მოახერხა გოლის...
ჩემპიონობა ბარსაზე აღარ არის დამოკიდებული
„ბარსელონას” შეეძლო ლა ლიგის ლიდერი გამხდარიყო, მაგრამ შინ „გრანადასთან” დამარცხდა (1:2) და ახლა „რეალის” მსგავსად „ატლეტიკოს” ორი ქულით ჩამორჩება. ჩატარებული თამაშების რაოდენობა უკვე სამივე გუნდს თანაბარი აქვს. 8 მაისს „ბარსა” და „ატლეტიკო” „კამპ ნოუზე” ხვდებიან ერთმანეთს. აქამდე ჩემპიონობის ბედი „ბლაუგრანას” ხელში იყო, ახლა კი ვითარება შეიცვალა: კატალონიის დედაქალაქის გუნდმა „ატლეტიკო” რომც დაამარცხოს, თუკი „რეალი” თავის...
კუმანის მომავალს საფრთხე ემუქრება?
ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თუ „ბარსელონა” „ბილბაოს” ფინალში ვერ მოუგებს და „სამეფო თასს” ვერ აღმართავს, რონალდ კუმანს თანამდებობიდან მოხსნიან. თავად კუმანი, ასეთი ცნობების გამოჩენამ ძალიან გააკვირვა. ჰოლანდიელმა „ბარსა” გასულ აგვისტოს, კლუბისთვის რთულ დროს ჩაიბარა, მაგრამ თასის ფინალში გაიყვანა და ლა ლიგაში ლიდერ „ატლეტიკოს” ორი ქულითღა ჩამორჩება. ამის მიუხედავად, კრიტიკოსები უკმაყოფილონი არიან. მათი ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია...
პენალტი! – ბარსელონა მსაჯობით უკმაყოფილოა
„რეალმა” „ბარსელონა” 2:1 დაამარცხა, კატალონიელთა მწვრთნელი რონალდ კუმანი კი მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. შეხვედრაში, რომელშიც ორივე კართან უჩვეულოდ ბევრი მომენტი შეიქმნა, მადრიდელთაგან გოლები ქარიმ ბენზემამ და ტონი კროოსმა გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი ოსკარ მინგუესამ გამოიჩინა. ლოგიკურია, რომ შეხვედრის ბოლო დაძაბული იყო: ერთ წუთში მიღებული ორი ყვითლის გამო მოედნიდან „რეალის” ნახევარმცველი კაზემირო გააძევეს; ბარსელონელმა მორიბამ ხარიხას...
დაბადების დღის საჩუქარი ბარსელონაში
„ბარსელონას” მწვრთნელი რონალდ კუმანი კმაყოფილებას ვერ მალავდა: გუნდმა დაბადების დღეზე საუკეთესო საჩუქარი მიართვა — „რეალ სოსიედადს” 6:1 მოუგო. ახლა, „ბარსა” ლა ლიგის 18 შეხვედრაში დაუმარცხებელია და ლიდერ „ატლეტიკოს” 4 ქულით ჩამორჩება. „ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, — თქვა კუმანმა, — ჩვენი გუნდი თავდაჯერებული და ფიზიკურად ძლიერია. თუმცა, კონკრეტული შედეგი არაფრის გარანტიას არ იძლევა. ჩვენ ყოველი შეხვედრისთვის...
პიანიჩმა კუმანი დაღალა
მირალემ პიანიჩი „ბარსელონაში” „იუვენტუსიდან” გადავიდა — ის არტურ მელოში გაცვალეს. ამრიგად, კატალონიურმა კლუბმა უარი თქვა 23 წლის ბრაზილიელზე, რომელსაც ადრე „ახალ ჩავის” ეძახდნენ და მიიწვია 30 წლის ტექნიკური, გამოცდილი, კუთხურებისა და ჯარიმების ჩაწოდება-დარტყმაში გაწაფული ბოსნიელი. მას „კამპ ნოუზე” ახალი პროექტის ნაწილად მიიჩნევდნენ. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, კატალონიელი გულშემატკივრის სამწუხაროდ, პიანიჩმა „ბარსას” საერთოდ ვერაფერი შესძინა —...
ცუდია, თუ გამყიდველი ბარსელონაშია
რონალდ კუმანმა თქვა, რომ „ბარსელონასა” და ლეო მესის ავისმსურველები ჰყავს. ეს, მწვრთნელს არგენტინელის მდიდრული კონტრაქტის დეტალების „ელ მუნდოში” გაჟონვამ აფიქრებინა. კუმანმა ამის შესახებ „ბარსას” და „ბილბაოს” გუშინდელი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ილაპარაკა. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო და „რეალის” მსგავსად 20 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს. „ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, „რეალი” — მესამეზე, ლიდერი კი 19...
ბასკები არ ნებდებიან!
ინიაკი ვილიამსის ბრწყინვალე გოლი და ლეო მესის გაძევება — აი, ორი გამორჩეული ჰაილაითი ესპანეთის სუპერთასის ფინალიდან, რომელიც „ბილბაომ” „ბარსელონას” მოუგო (3:2). ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბი ორჯერ გაიყვანა წინ. ამის გამო გულშემატკივარს შეიძლება ეფიქრა, რომ „ბარსა” ჯილდოს მეთოთხმეტედ მოიპოვებდა, მაგრამ ბასკებმა გაათანაბრეს, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც შეგდეს. გრიზმანის პირველი გოლი ოსკარ დე მარკოსმა გაქვითა, მეორე...
კუმანმა ახალგაზრდებს წასვლა ურჩია
„ბარსელონას“ დამრიგებელმა რონალდ კუმანმა გუნდის ახალგაზრდობასთან დაკავშირებით საკმაოდ მკვეთრი განცხადება გააკეთა. „იქნებ ვინმეს მოეჩვენა, რომ მე რიკი პუჩის საწინააღმდეგო მაქვს რამე. მე იმ ბიჭებზე ვისაუბრე, რომლებსაც სათამაშო დრო არა აქვთ და ალბათ, მათთვისვე უმჯობესი იქნება, თუ გუნდიდან წავლენ. მე მხოლოდ კარგი მინდა და მუდმივად ვუხსნი ამას,“ – ბრძანა რონალდ კუმანმა. აქ საუბარი მხოლოდ რიკი პუჩის...









