კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით...
ჭდე: ჟოან ლაპორტა
ბარსელონა ფულთან ვერ მეგობრობს
„ბარსელონა“ ფინანსური საქმიანობით წინა ხელმძღვანელობის დროს ხომ გვაკვირვებდა, თუმცა ვერც ახლანდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამოასწორა მდგომარეობა. მოკლედ, საქმე ასეა: კატალონიური კლუბი 2022 წელს ნიდერლანდელ სპეციალისტ რონალდ კუმანს კონტრაქტს თუ არ გაუგრძელებს, კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს გადაიხდის. მოგეხსენებათ, კუმანი „ბარსელონამდე“ ნიდერლანდების ნაკრებს თავკაცობდა. კატალონიაში გადაბარგების სანაცვვლოდ კი ცხადია, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შეთანხმება დაარღვია, რისთვისაც...
ნეიმარი მამამ გაყიდა
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჟოან ლაპორტა „ბარსელონაში“ ნეიმარის დაბრუნებას გეგმავდა. მან ამ მიზნით პარიზში ორი წარმომადგენელი მიავლინა, რომლებიც პირადად შეხვდნენ ბრაზილიელს. იმ საუბრისას ნეიმარმა არ დამალა, რომ თავადაც გულით სურდა „ბარსაში“ დაბრუნება. მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა. ამ საუბრიდან მეორე დღეს პსჟ-ის ერთ-ერთმა ბოსმა ნეიმარის მამის ანგარიშზე 20 მილიონი ევრო ჩარიცხა, რამდენიმე დღეში კი ნეიმარმა პარიზში დარჩენის...
რას გადაურჩა ბარსა
ესპანურ გამოცემა Diario Sport-ს ხელში ჩაუვარდა ანტუან გრიზმანის კონტრაქტი “ბარსელონასთან”. დოკუმენტის თანახმად, თუ გრიზმანი მისი ვადის ამოწურვამდე, ანუ 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩებოდა გუნდში, ე.წ. “ლოიალურობის ბონუსის” სახით დამატებით 7 მილიონ ევროს მიიღებდა. კიდევ ორი წლით დარჩენის შემთხვევაში ბონუსად 6,5-6,5 მილიონი იყო გათვალისწინებული. ჯამში “ბარსამ” მხოლოდ ამ ერთი პუნქტით ზედმეტი 20 მილიონის ხარჯი აიცილა თავიდან....
ბარსელონამ ამოისუნთქა
ორიოდე კვირის წინ „ბარსელონამ“ გაამჟღავნა იმ კატასტროფული ვალის ოდენობა, რომელიც ნორმალურ ფუნქციონირებაში ხელს უშლის – 1,35 მილიარდი ევრო. ვითარების გამოსასწორებლად კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ახალი სესხი აიღო. 455 მილიონი ევრო 10 წლის ვადაშია დასაფარი და საპროცენტო განაკვეთი წლიურად 1,98-ს შეადგენს. ამ სესხის უზრუნველსაყოფად ლაპორტამ კლუბის ტელეუფლებები ჩადო. შეთანხმება კლუბს კიდევ 70 მილიონი ევრო სასესხო ვალდებულებების...
ლაპორტა: მესის გაშვება გარდაუვალი იყო
ცუდი ამბის მოსმენა გინდათ თუ ცუდი ამბის? ინგლისური „დეილი მეილის“ აზრით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელთა ბოლოდროინდელი პრეს-კონფერენციები დაახლოებით ასე მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ორშაბათს, კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ჰგავდა იმ ადამიანს, რომელსაც მდგომარეობიდან გამოსასვლელად გეგმა მოფიქრებული აქვს და თან გაცეცხლებულია. მან თავის წინამორბედ ჟოზეპ მარია ბარტომეუს შეუტია. ლაპორტამ თქვა, რომ დღეს „ბარსელონას“ ქონება მინუს 451 მილიონი ევროა, რაც...
ბარტომეუს კონტრშეტევა
„ბარსელონას“ ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოზეპ-მარია ბარტომეუმ მის მემკვიდრეს, ჟოან ლაპორტას ღია წერილით მიმართა, რომელშიც თავის გამართლება და კონტრშეტევა სცადა. მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი კატალონიური კლუბის სავალალო ფინანსური მდგომარეობა. ის ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლით დამთავრდა. მესის წასვლამ კი დიდი ხმაური გამოიწვია. გაისმა ბრალდებები, რომ ეს ყველაფერი ბარტომეუს ბრალია. ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ჩაფიქრებული ეკონომიკური...
ლაპორტა დასასვენებლად გაიქცა
ბოლო პერიოდის სიგიჟისგან თავის დასაღწევად, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოთხდღიანი შვებულება აიღო. ლაპორტა თავისი ახლო მეგობრისა და კლუბის ერთ-ერთი დირექტორის, ქალთა სახეობების ხელმძღვანელის შავიერ პუჩის თანხლებით იბიცაზე ჩავიდა. იქ „ბარსას“ შეფი სხვა მეგობრებმა დაპატიჟეს. კამპანია რამდენიმე დღეს იახტაზე ინებივრებს. ლაპორტას მოკლევადიან არდადეგებს წინ „ბარსას“ ისტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პერიოდი უძღოდა: ლეო მესის წასვლით კატალონიური კლუბისთვის...
ლაპორტას სადილობისას ტებასისთვის რომ დაეჯერებინა, დღეს მესი ბარსაში იქნებოდა
ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლა უკვე სამი დღის ამბავია, მაგრამ ესპანური მას-მედიის ჰედლაინად რჩება და ამაში გასაკვირი არაფერია. „ბარსას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ არგენტინელის „კამპ ნოუზე“ დარჩენა შეუძლებელი იყო. ის ხელს „ბლაუგრანას“ წინა ხელმძღვანელობისკენ იშვერს და ამბობს, რომ მას კლუბში ფინანსურად არეული მდგომარეობა დახვდა. ესპანურ და კატალონიურენოვან გაზეთ La Vanguardia-ს ცნობით კი ამას გარდა, მესის...
ბარსელონას არნახული ზარალი
„ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ამბობს, რომ კლუბმა კოვიდ-პანდემიის გამო არნახული თანხა, 487 მილიონი ევრო დაკარგა. მან აღიარა, რომ პარტნიორებისა და სპონსორების ნდობის დასაბრუნებლად „ბარსას“ გაორმაგებული შრომა მოუწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ამ ნდობას დაიბრუნებს. „ჩვენ 200 მილიონი ევროს ფარგლებში ველოდით დანაკარგს, მაგრამ ზარალმა სარეკორდო თანხა, 487 მილიონი შეადგინა,“ — თქვა ლაპორტამ, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია....









