ბარსელონა ფულთან ვერ მეგობრობს

Home აქეთურ-იქითური ბარსელონა ფულთან ვერ მეგობრობს
ბარსელონა ფულთან ვერ მეგობრობს

See the source image„ბარსელონა“ ფინანსური საქმიანობით წინა ხელმძღვანელობის დროს ხომ გვაკვირვებდა, თუმცა ვერც ახლანდელმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გამოასწორა მდგომარეობა.

მოკლედ, საქმე ასეა: კატალონიური კლუბი 2022 წელს ნიდერლანდელ სპეციალისტ რონალდ კუმანს კონტრაქტს თუ არ გაუგრძელებს, კომპენსაციის სახით 6 მილიონ ევროს გადაიხდის.

მოგეხსენებათ, კუმანი „ბარსელონამდე“ ნიდერლანდების ნაკრებს თავკაცობდა. კატალონიაში გადაბარგების სანაცვვლოდ კი ცხადია, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასთან დადებული შეთანხმება დაარღვია, რისთვისაც გვარიანი თანხის გადახდაც მოუწია.

ბოლო დროს კი გავრცელდა ხმები, მიუნხენის „ბაიერნთან“ 0:3 მარცხის გამო, კლუბში კუმანის პოზიციები გვარიანად შეირყაო.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.