ჭდე: ნოვაკ ჯოკოვიჩი

Home ნოვაკ ჯოკოვიჩი
ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა
ჩანაწერი

ბასილაშვილი მუსეტიზე გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო. თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა. შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6)...

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს
ჩანაწერი

ერთი, ორი – ჩოგბურთელებმა საფრანგეთში გაითვალეს

„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს. სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო. პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს...

ავსტრალია ფინიშისკენ წავიდა
ჩანაწერი

ავსტრალია ფინიშისკენ წავიდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე, შეიძლება ითქვას, ნაადრევი ფინალი გაიმართა. „დიდი მუზარადის“ ტურნირების 24-გზის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული, ნახევარფინალში გავიდა. საამისოდ კი დღეს, 37 წლის სერბმა 16 წლით უმცროსი ესპანელი კარლოს ალკარასი დაამარცხა – 4:6, 6:4, 6:3, 6:4. მატჩი 3.5 საათს გაგრძელდა. ბრძოლა იყო ყველა სეტში და ჯოკოვიჩი თავიდანვე იღებდა უპირატესობას....

ალკარასის მეორე და კრეიჩიკოვას პირველი
ჩანაწერი

ალკარასის მეორე და კრეიჩიკოვას პირველი

21 წლის ესპანელმა კარლოს ალკარასმა „უიმბლდონი“ ზედიზედ მეორედ მოიგო. ახალგაზრდა ჩოგბურთელმა ფინალში 37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩს შავი დღე აყარა და სამ სეტში აჯობა – 6:2; 6:2; 7:6. საწყისი ორი სეტი ალკარასმა ყოველგვარი გართულებების გარეშე მოიგო. ესპანელს ყველაფერი გამოსდიოდა და სერბ მეტოქეს შანსს არ უტოვებდა. დაძაბული და დრამატული მხოლოდ მესამე სეტი გამოდგა. 4:4 ისე გახდა, ჩოგბურთელებს...

ნოლე კორტს დაეწია
ჩანაწერი

ნოლე კორტს დაეწია

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამერიკის ღია პირველობა მოიგო! ეს ნიშნავს, რომ „დიდ მუზარადებზე“ მოპოვებული ტიტულების რაოდენობით ნოლე ავსტრალიელ მარგარეტ კორტს დაეწია. ახლა ორივეს მონაგარი 24-ის ტოლია. ნოლემ 24-ე ტიტული ტრაგიკულად დაღუპულ ამერიკელ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა და გამარჯვების შემდეგ ლეგენდარული კალათბურთელის გამოსახულებიანი მაისური გადაიცვა. ფინალში სერბმა რუს დანილ მედვედევს მარტივად მოუგო და 2021 წელს განცდილი მარცხისთვის რევანშიც...

ამერიკაში მასპინძლები აქტიურობენ
ჩანაწერი

ამერიკაში მასპინძლები აქტიურობენ

ამერიკის ღია პირველობაზე, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა შორის, მეოთხედფინალისტების ნახევარი ცნობილია. კაცებში განსაკუთრებით მასპინძლები აქტიურობენ, სამი მათგანი რვა საუკეთესოში მოხვდა და მინიმუმ ერთს ნახევარფინალშიც ვიხილავთ. ფრენსის ტიაფომ ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა მარტივად დაამარცხა – 6:4, 6:1, 6:4; ასევე სამ სეტში მოიგო ტეილორ ფრიტცმა, ვინაც შვეიცარიელ დომინიკ შტრიკერს სძლია – 7:6, 6:4, 6:4; ბენ შელტონმა კი, თანამემამულე...

მაგარი ფინალების მოლოდინში
ჩანაწერი

მაგარი ფინალების მოლოდინში

„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება. 16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ...

სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
ჩანაწერი

სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები

„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა. ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4; 2:6; 6:4. განსაკუთრებით საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც პეგულა 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვონდროუსოვამ დარჩენილ გეიმებშე...

დიადი !
ჩანაწერი

დიადი !

ნოვაკ ჯოკოვიჩი „როლანდ გაროსის“ გამრჯვებულია! სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუდი სამ სეტში დაამარცხა და „დიდი მუზარადის“ ტურნირი 23-ედ მოიგო. ნოლე გახდა ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი კაცთა შორის და დაეწია ვინუს უილიამსს, ვინაც ქალთა შორის არის რეკორდსმენი. ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. ბრძოლა სამივე სეტში იყო. ნოლემ პირველი ტაიბრეიკზე მოიგო (7:6), ხოლო მომდევნო...

ჯოკოვიჩის მამა პუტინს ქომაგობს
ჩანაწერი

ჯოკოვიჩის მამა პუტინს ქომაგობს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი „დიდი მუზარადის“ სარეკორდო ტიტულისკენ მიიწევს, მაგრამ მანამდე კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა. საერთოდაც, ავსტრალია ნოლესთვის სკანდალურად იქცა. გეხსომებათ, შარშან ჯოკოვიჩი კოვიდის ვაქცინაზე უარის თქმის გამო ტურნირზე არ დაუშვეს, წლეულს კი შარში მამამ, სრდიან ჯოკოვიჩმა გახვია. საქმე ის არის, რომ მეოთხედფინალში რუს ანდრეი რუბლიოვთან გამარჯვების შემდეგ უფროსმა ჯოკოვიჩმა თანამემამულეებთან ერთად რუსეთის მხარდამჭერი აქცია...