სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები

Home სიახლეები სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები
სენსაციური ქალები და დამაჯერებელი კაცები

Svitolina stuns Swiatek in Wimbledon quarterfinals„უიმბლდონის“ ტურნირზე ქალთა და კაცთა შორის მეოთხედფინალების ორ-ორი მატჩი გაიმართა და თითო ნახევარფინალური წყვილი გამოვლინდა.

ქალთა შორის ორივე მატჩი იმ ჩოგბურთელებმა მოიგეს, რომლებიც აუტსაიდერებად ითვლებოდნენ. პირველ ნახევარფინალისტი ჩეხი მარკეტა ვონდროუსოვა გახდა, ვინაც ამერიკელ ჯესიკა პეგულას სამ სეტში მოუგო – 6:4; 2:6; 6:4.

განსაკუთრებით საინტერესო მესამე სეტი გამოდგა, სადაც პეგულა 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ვონდროუსოვამ დარჩენილ გეიმებშე სასწაულად ითამაშა და მატჩი შემოატრიალა.

კიდევ უფრო სენსაციური გამოდგა მეორე წყვილი, სადაც პირველ ნომრად განთესილი იგა შვიატეკი უკრაინელ ელინა სვიტოლინასთან დამარცხდა – 5:7; 7:6; 2:6. უკრაინელსაც მაგარი მატჩი ჰქონდა და მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნახევარფინალს მიღმა დატოვა.

კაცთა შორის კი, დღეს ყველაფერი დალაგდა: იანიკ სინერმა რუს რომან საფიულინს 6:4; 3:6; 6:2; 6:2 მოუგო, ხოლო ნოვაკ ჯოკოვიჩმა ასევე რუს ანდრეი რუბლიოვს – 4:6; 6:1; 6:4; 6:3. ოთხშაბათს, როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის კიდევ თითო ნახევარფინალისტი გაირკვევა. ქალთა შორის ერთმანეთს კეისი-საბალენკა და ჟაბერი-რიბაკინა ხვდებიან, ხოლო კაცთა შორის ურთიერთობას ალკარასი-რუნი და მედვედევი-ეუბანკსი გაარკვევენ.