ზლატან იბრაჰიმოვიჩი, 6 მილიონ ევროს თუ გადაუხდიან, გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისთან კონფლიქტის მიუხედავად, თანახმაა ერთი წლითაც დარჩეს „მილანში“. შეგახსენებთ, რომ 38 წლის შვედი მილანში იანვრიდან ბურთაობს და სეზონის მეორე ნახევარში 3,5 მილიონი ევრო ერგება. თუ „მილანი“ ზლატანის პირობებს არ დააკმაყოფილებს, მას სილვიო ბერლუსკონის „მონცა“ ეპატიჟება, რომელსაც ადრიანო გალიანი ხელმძღვანელობს. „მონცა“ წლეულს სერია C – ში...
ჭდე: მილანი
ფეხბურთი იტალიაშია, იუვენტუსი — ფინალში
როგორც იქნა, იტალიაში ბურთი გაგორდა — კორონაპაუზის შემდგომი პირველი მატჩი გახლდათ „იუვენტუსისა” და „მილნის” დაპირისპირება, რომელიც 0:0 დასრულდა. ეს იყო თასის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა. კორონამდე გამართული პირველი თამაში, „სან სიროზე” 1:1 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში, „ბებერმა ქალბატონმა” გაიმარჯვა. „იუვე” ფინალშია”. დღეს მეორე წყვილი თამაშობს, „ნაპოლი” „ინტერს” მასპინძლობს. მათი პირველი მატჩი „ნაპოლიმ” მოიგო 1:0. მართალია,...
ტრავმა შესაძლოა სერიოზულია
ამ ეტაპზე არსებული მონაცემების თანახმად, „მილანის” ვეტერანი შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავებულია და არ არის გამორიცხული, რომ ტრავმა სერიოზულია. ამბობენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელს აქილევსის მყესი აქვს გაწყვეტილი. იბრაჰიმოვიჩი „მილანის” ვარჯიშზე დაშავდა. მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელები კარანტინის შემდეგ ამ კვირაში დაუბრუნდნენ ვარჯიშს. „როსონერის” პრეს-სამსახურმა დაადასტურა, რომ იბრაჰიმოვჩს მყესის პრობლემა აქვს, თუმცა მეტი არაფერი...
გუტმანის წყევლა
30 წლის წინ, 1990 წლის 23 მაისს ვენაში გაიმართა ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური მატჩი იტალიურ „მილანსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკას“ შორის. მატჩამდე პორტგალიური გუნდის ლეგენდა ეუსებიო სწორედ ვენაში დაკრძალული ლეგენდარული მწვრთნელის, ბელა გუტმანის საფლავზე მივიდა და მხურვალედ ილოცა. ეუსებიო მიცვალებულის სულს კლუბისთვის დადებული წყევლის ახსნას სთხოვდა. ამაოდ. ფრენკ რაიკარდის ერთადერთმა გოლმა თასი „მილანს“ მოაგებინა. გუტმანის წყევლა...
ალკოჰოლის სუნით აყროლებული გასახდელი
რა არ უნახავს ლეგენდარულ ფაბიო კაპელოს თავის სამწვრთნელო კარიერაში, მაგრამ არავის ისე არ გაუწვალებია, როგორც ფენომენს — რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას. რონალდო და კაპელო ნახევარი წლით „რეალში” გადაიკვეთნენ. ეს მოხდა 2007 წლის იანვრამდე, სანამ ბრაზილიელი მადრიდს დატოვებდა და „მილანში” გადავიდოდა. „მარკა” წერს, რომ რამდენადაც უდავო იყო რონალდოს ნიჭი, იმდენად რთული აღმოჩნდა მისი მოთოკვა. „სქაი...
მალდინის რეალი ეპატიჟება
ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მადრიდის „რეალის“ კულუარებიდან ინფორმირებული მედია ირწმუნება, რომ ფლორენტინო პერესი ლეგენდარულ იტალიელს ესპანეთში გადაბარგებას სთავაზობს. პაოლო მალდინის „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი უკავია, თუმცა ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია მასსა და კლუბის ხელმძღვანელობის შორის გარკვეული უთანხმოების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მაშინ „მილანის“ დირექტორატი ზვონიმირ ბობანმა დატოვა. მალდინი-ბობანის დუეტი მათ ზურგს უკან საკადრო საკითხების...
ზლატანი მიაქვთ
ლეგენდარულ შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მისი პირველი კლუბის, „მალმიოს” სტადიონთან ძეგლი დაუდგეს, მაგრამ… ბრინჯაოს ნაკეთობას ბოლო პერიოდში თავს ვანდალები ესხმოდნენ. ძეგლი რამდენჯერმე დაარბიეს. რას ერჩიან ბრინჯაოს იბრაჰიმოვიჩს? მიზეზი ცნობილია: გამდიდრებული ფორვარდი „მალმიოს” მეტოქის „ჰამარბის” მეწილე გახდა. გამოსავალი? გადაწყვიტეს ძეგლი სხვაგან გადაიტანონ. ანდრეს მალმსტრომი, ქალაქ მალმიოს მუნიციპალიტეტის პრეს-სპიკერი ადასტურებს, რომ ძეგლს ხვალ, ორშაბათს ადგილს გამოუცვლიან. მოგეხსენებათ,...
მალდინიმ რანგნიკი შეჯორა
მისი კანდიდატურა ჯერ ისევ განხილვის პროცესშია, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა „მილანს“ ისეთი პირობები წაუყენა, ამ კალიბრის კლუბსაც რომ დააფიქრებს. მაინც რას ითხოვს რანგნიკი? მას სურს კლუბის მთელი სტრუქტურა შეცვალოს, რისთვისაც საკუთარი 18-20 კაცი მიჰყავს და რეფორმებისთვის 140 მილიონ ევროს ითხოვს. აპირებს სრულად განაახლოს ტაქტიკა და შემადგენლობის საშუალო ასაკი 22 წლამდე დაიყვანოს. საამისოდ მას სატრანსფერო კარტ-ბლანში და...
საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს
საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,...
მილანი ქომაგებს ეხმარება
უპრეცედენტო და გულის ამაჩუყებელი იყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც იტალიურმა „მილანმა“ განახორციელა. კლუბმა 65 წელზე მეტი ასაკის ყველა ქომაგს, რომლებსაც სეზონური აბონემენტი აქვთ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა. ბენეფიციართა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ამას გარდა, კლუბმა მუნიციპალიტეტს 30 ლეპტოპი გადასცა დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანილი იმ ბავშვებისთვის, ვის ოჯახებსაც საამისო საშუალება არ გააჩნიათ. ამ აქციის მიღმა „მილანმა“...








