იტალიურ გაზეთებში ხმა დაირხა, სეზონის ბოლოს ზლატანი დაგვტოვებსო. ასაკი ასაკად და „უძლეველი იბრა“ კორონავირუსის პანდემიამაც შეაშინა. აპენინებზე დაბრუნება ვეტერანი შვედისთვის მთლად იღბლიანი არ გამოდგა. „მილანში“ გადასვლიდან 2 თვეში ნახევარკუნძული და მსოფლიო ახალმა ვირუსმა მოიცვა და სხვა ყველაფერთან ერთად სპორტიც შეაჩერა. ჯერ არავინ უწყის როდის ან საერთოდ თუ განახლდება სეზონი, ან რა იქნება სატრანსფერო ფანჯრისას, მაგრამ...
ჭდე: მილანი
მილანია თუ ჩრდილოეთ კორეა?
„მილანის“ექსდირექტორმა ზვონიმირ ბობანმა კლუბიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. „არ ვიცოდი, თუ ჩრდილოეთ კორეაში ვიმყოფებით. ჩემი ინტერვიუ იურიდიულად უზადო იყო. ის შედგა შიდა სიტუაციის შესახებ დასმული უამრავი კითხვის შემდეგ, რომლებიც უპასუხოდ დარჩა,“ – განაცხადა ბობანმა. შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს „გაძეტა დელო სპოტყისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხორვატმა უკმაყოფილება გამოთქვა გენდირექტორ ივან გაზიდისის ქცევით, რომელიც ყველას ზურგს უკან...
მილანიდან ლეგენდები მიდიან?
დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა თანამდებობა დატოვოს. თუ ასე მოხდა, კლუბიდან სპორტული დირექტორი პაოლო მალდინიც წავა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „მილანის” გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მიმართ. აღმოჩნდა, რომ, გაზიდისი ბობანისა და მალდინის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან და მას მწვრთნელის გარდა, სპორტული დირექტორის პოსტსაც სთავაზობს....
შევას მილანში დაუძახეს
ახალი სეზონიდან „მილანი“, შესაძლოა, ანდრეი შევჩენკომ ჩაიბაროს. დილით გავრცელებულ ამ ინფორმაციას კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ადასტურებს. „მილანის“ მწვრთნელს სტეფანო პიოლის კი უფროსობამ ულტიმატუმი წაიყენა – ან ჩემპიონთა ლიგის საგზური, ან – სახლი. სერია A-ს ოთხეულში მოხვედრა კი გუნდის მომზადების დონიდან და ამჟამინდელი სატურნირო მდგომარებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ჯერ კი არც შევშენკოს სცალია. მას გუნდი...
მილანმა იბრა დაადასტურა
იტალიურმა „მილანმა“ სოციალურ ქსელებში გაავრცელა განცხადება ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ნახევარწლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. შვედი ბომბარდირი სეზონს მილანში ჩაამთავრებს, თუმცა მხარეებმა უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს. იტალია ზლატანისთვის კარგად ნაცნობი გარემოა. 38 წლის შვედმა „მილანში“ 2010-2012 წლებში იბურთავა და სკუდეტოს გარდა იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. ამას გარდა ზლატანი სხვადასხვა დროს „იუვენტუსის“ და „ინტერის“ ღირსებასაც იცავდა. შეგახსენებთ, რომ...
რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური
„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო. 34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო...
კაფუს შვილი დაეღუპა
უბედურებას არაფერი მოასწავებდა. კაფუს უფროსი ვაჟი დანილო ფელისიანო დე მორასუ მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო. გამოძახებულმა სასწრაფომ 29 წლის ახალგაზრდა ჰოსპიტალში გადაიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. დიაგნოზი: გულის შეტევა. თავად კაფუ 49 წლისაა. 1994 და 2002 წლებში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. რამდენიმე სეზონი კახა კალაძის მხარდამხარ „მილანის“ დაცვის...
გადადგეს ჯორჯ ვეა!
გახსოვთ გენიალური ჯორჯ ვეა? „მონაკოში“, „მილანში“ და პსჟ-ში ბურთაობით დაგვამახსოვრა თავი, უამრავი პერსონალური პრიზი მოიგო და მათ შორის უმთავრესი: 1995 წელს ვეა პირველი არაევროპელი შეიქნა, ვინაც „ოქროს ბურთის“ ირგუნა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ვეამ პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და მშობლიურ ლიბერიაში ერთერთ გავლენიან ფიგურადაც იქცა. უახლოესვე არჩევნებზე ლიბერიელებმა ვეა პრეზიდენტად აირჩიეს. ჯანდაცვის და განათლების სისტემების გაუმჯობესება და...
ცვლილება ფეხბურთის წესებში…
პირველი ივნისიდან ფეხბურთის წესებში ცვლილება შევიდა. აქამდე, მეკარის მოედნიდან ბურთის თამაშში შეყვანისას არავის ჰქონდა ბურთთან შეხების უფლება საჯარიმოს ფარგლების გადაკვეთამდე. ახალი წესებით საჯარიმოში ბურთის გათამაშება ნებადართულია, თუმცა არა ფეხით. ახალ წესს ყველაზე პირველებმა ალღო „ბენფიკას“ და „მილანის“ გოლკიპერებმა აუღეს: აუწევ მცელს ბურთს, რომელიც თავურით გიბრუნებს და მერე ხელით გამიზნულ პასს აწვდი მოედნის ცენტრისკენ. ეს ხერხი...
მილანი ევროპიდან მოკვეთეს
სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან...









