გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის კლუბმა „მეცმა’’ გაავრცელა განცხადება, რომ მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაირის დოს სანტოსი შვეიცარიის კურორტ კრანს-მონტანაში, ბარში გაჩენილ ხანძარში მოჰყვა და დაშავებულია. მოგეხსენებათ, სათხილამურო კურორტზე მომხდარ უბედურ შემთხვევას დაახლოებით 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კლუბი იტყობინება, რომ 19 წლის ფეხბურთელი რამდენიმე ადგილას დამწვარია. ის გადააფრინეს გერმანიაში, სადაც მკურნალობენ. „ეკიპის’’ თანახმად დოს სანტოსს...
ჭდე: მეცი
წიტაიშვილს რიგი დაუდგა
საიტი Foot Mercato შეგვახსენებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის’’ 25 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც კიევის „დინამოს’’ საკუთრებაა, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მალე მისი შეძენის მსურველი კლუბების „ლიონისა’’ და „ლილის’’ გააქტიურებას უნდა ველოდოთ, თუმცა გამოცემა იმასაც დასძენს, რომ წიტას დამატებით მარტო საფრანგეთში არ არიან დაინტერესებულები. როგორც ირკვევა, ქართველის გადაბირება რომის...
წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე
„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა...
წიტამ ძალიან მოინდომა, მაგრამ მეცმა წააგო
ლიგა 1-ში მე-14 ტური დაიწყო. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცმა’’ მორიგი მარცხი იწვნია ― „რენთან’’ 0:1. შეხვედრის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ვალერი რონჟიემ გაიტანა. „მეცი’’ გასავარდნთა ზონაში რჩება. ამ შეხვედრაში ორივე ქართველმა მიიღო მონაწილეობა. აბუაშვილი 88-ე წუთზე შევიდა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოსწრო, შეფასებაც კი არ დაუწერეს, წიტაიშვილის თამაში კი maxifoot-მა 5 ქულით შეაფასა...
წიტას და აბუს კლუბი ფიქრობს ვინმეს ხომ არ მიეყიდოს
თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბიზნესი მასში დასაქმებულ ადამიანებს უწინდელისგან განსხვავებულ მოწყობას სთავაზობს და ხშირად ისე აგვარებს საქმეებს ადრე რომ ვერავის წარმოედგინა. ასე მაგალითად, ფრანგული კლუბი „სტრასბურგი’’ 2023 წლის ივნისში მიეყიდა კომპანიას, რომელსაც ჰქვია BlueCo და რომელიც ლონდონის „ჩელსის’’ მფლობელია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგული კლუბი ინგლისურის სატელიტი გახდა, რაც ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ BlueCo-ს...
მეცი ჟორჟის ლიონს ვერ ეცა
საფრანგეთის ლიგა 1-ში „ქართული დერბი’’ გაიმართა ― ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ როგორც მოსალოდნელი იყო შინ დაამარცხა გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი’’ 3:0. ორი ტურის მერე „ლიონი’’ ლიდერია. მის მსგავსად 6 ქულა აქვს ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენსაც’’, მაგრამ გოლთა უკეთესი ბალანსის გამო ცხრილში პირველი პოზიცია „ლიონს’’ უკავია. „მეცი’’ კი ქულის გარეშეა, ისევე როგორც კიდევ ხუთი...
პარიზს პარიზი დაემატა
ერიკ კანტონას უთქვამს, საფრანგეთი საფეხბურთო ქვეყანა არ არის, რადგანს უმაღლეს ლიგაში ორი გუნდი ერთ ქალაქსაც კი არ ჰყავსო. ვერ გეტყვით რამდენად სწორი თუ დემაგოგიურია ეს განცხადება, მაგრამ მომავალი სეზონიდან ლიგა 1-ში პარიზს სწორედაც ორი წარმომადგენელი ეყოლება: „პარი სენ ჟერმენი’’ და „პარიზი’’. არადა, „პარიზმა’’ მარტიგში ვერ მოიგო (1:1), მაგრამ ვინაიდან თავის მხრივ „მეცმა’’ „როდესი’’ ვერ დაამარცხა...
მიქაუტაძის ხელში ჩასაგდებად მონაკოს გადაასწრეს
როგორც 83 წლის წინ ლილში დაფუძნებული ჩრდილოფრანგული რეგიონული გაზეთი La Voix du Nord იტყობინება, 23 წლის ქართველი თავდამსხმელის ჟორჟ მიქაუტაძის შეძენა „ლანსს” სურს და ბრძოლაში, რომელიც მის ხელში ჩასაგდებად წამოიწყო „მონაკოს” უსწრებს. შემდეგ გაზეთი წერს, რომ მიქაუტაძე ის ფეხბურთელია, რომელიც შარშან „მეციდან” „აიაქსში” გადავიდა, მაგრამ იქ საქმე არ აეწყო და ისევ ფრანგულ კლუბს დაუბრუნდა. გიორგის...
შემეშალა!
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცი“ – „რენის“ შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს არასპორტული საქციელისთის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. არბიტრის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რექაცია მოჰყვა, ბუკემ ეპიზოდი ვიდეორეფირისთანაც გადაამოწმა და თავისი პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ამ ამბის შემდეგ არბიტრმა...
ცუდი გატუზო
„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს: „ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა,...









