საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მეცი“ – „რენის“ შეხვედრის ბოლო წუთზე არბიტრმა რუდი ბუკემ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს არასპორტული საქციელისთის წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. არბიტრის ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი რექაცია მოჰყვა, ბუკემ ეპიზოდი ვიდეორეფირისთანაც გადაამოწმა და თავისი პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თუმცა, როგორც ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს, ამ ამბის შემდეგ არბიტრმა ეპიზოდი კიდევ ერთხელ ნახა და წერილობით მიმართა საფრანგეთის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს, სადაც ის შეცდომას აღიარებს და ითხოვს, რომ მიქაუტაძის წითელი ბარათი გააუქმონ.
როგორც ფრანგული გამოცემა წერს, სადიცდიპლინო კომიტეტის სხდომა სამშაბათს გაიმართება, სავარაუდოდ, ქართველი თავდამსხმელის წითელი ბარათი გაუქმდება და მიქაუტაძე დარჩენილ შეხვედრებს ჩვეულებრივად ჩაატარებს.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი16/06/2026 | 18:56ფლორა და დემჩენკო იბერიას
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
