საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ შემტევი კარიერას ამსტერდამის „აიაქსში“ გააგრძელებს. როგორც ცნობილი გახდა, ნიდერლანდელები ჩვენიანი თავდამსხმელის სანაცვლოდ მეცს 18 მილიონ ევროზე და 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდნენ… ტრანსფერის დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმც ამბავი იახლოეს საათებში უნდა გაოფიციალურდეს… შეგახსენებთ, ევროპაში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება და კლუბებმა ტრანსფერიც იქამდე უნდა დახურონ…გიორგი ხვალ ამსტერდამში სამედიცინო შემოწმებას გაივლის…...
ჭდე: მეცი
ჟორჟი ფრანგულ სიმბოლურში…
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრაში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. მასპინძლეთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ლიგა 1-ში სადებიუტო გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტძემ შედეგიანი თამაში გამო სტატისტიკისა და ანალიზის ვებგვერდმა whoscored-მა საკმაოდ მაღალი შეფასება 7,9 დაუწერა და გასული ტურის სიმბოლურ...
დი მარციო, მიქაუტაძე და ლაციო…
სატრანსფერო საკითხებში კარგად ჩახედული ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სოციალურ ქსელში წერს, რომ სერია A-ს კლუბი „ლაციო” საქართველოს ნაკრებისა და „მეცის” თავადმსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს და ფრანგებს ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშრებით პირველი შეთავაზებითაც მიმართა. იტალიელები ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებენ და ჟურნალისტის ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე გიორგი მიქაუტაძეა. გასულ სეზონში ქართველმა ლიგა 2-ის 37...
მიქაუტაძე სიმბოლურში შინაური კაცია
საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ მეხუთედ მოხვდა. 22 წლის ქართველი თავდამსხმელი ამჯერად „გრენობლთან“ მატჩისთვის გამოარჩიეს. ამ შეხვედრაში, რომელიც „მეცმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო, მიქაუტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – მან ჯერ საგოლე პასი მიაწოდა იალოუს, შემდეგ კი მასთან უხეშობის გამო „გრენობლის“ მცველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს. მიქაუტაძეს ლიგა 2-ის...
ზედიზედ მეორედ…
ისევ წყვილად! ლიგა 2-ის ოფიციალურმა გვერდმა 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა, რომელშიც ორი ქართველი გიორგი მიქაუტაძე („მეცი“) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ მეორე შემთხვევაა, როდესაც საფრანგეთის ლიგა 2-ში მოთამაშე ორივე ქართველი კვირის გუნდში მოხვდა. მიქაუტაძემ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრაში პენალტი გამოიყენა და „მეცს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა (1:1). დავითაშვილს „ვალანსიენთან“ სტუმრად მოგებულ (2:0)...
იტალია მიქაუტაძეს აკვირდება
კვარაცხელია და მისი ძმები. საქართველოს საფეხბურთო ნაკადი ძლიერდება. „ნაპოლი”, რომელიც სადაცაა იტალიის ჩემპიონი გახდება, რასაკვირველია ამ დინების წინ პოლარული ვარსკვლავივით არის. საფრანგეთში, კი არის ჟორჟ მიქაუტაძე, 2000 წელს დაბადებული „მეცის” თავდამსხმელი. მას გოლი გოლზე გააქვს. მიქაუტაძემ ლიგა 2-ში 31 შეხვედრაში 19-ჯერ გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დასაბრუნებლად წინ მიუძღვის. მან ამასწინათ ითამაშა კიდევ ერთი ქართველის...
გიორგი და ზურიკო…
გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელა. გიორგი მიქაუტაძემ „სენტ-ეტიენთან“ ორი გოლი გაიტანა და სტუმრად „მეცის“ გამარჯვებაში (3:1) გადამწყვეტი როლი ითმაშა. აღსანიშნავია, რომ 22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. ლიგა 2-ში თავი ზურიკო დავითაშვილმაც გამოიჩინა – საქართველოს ნაკრების შემტევმა საშინაო შეხვედრაში „გრენობლის“ გაუტანა. ეს ისტორიაში...
საუკეთესოც, სიმბოლურიც…
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ცხადია, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ XXVI ტურში სტუმრად „ანსისთან“ „მეცის“ მოგებაში (3:0) გადამწყვეტი როლი ითამაშა – ქართველი ფორვარდი სამივე გოლში მონაწილეობდა, დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. მიქაუტაძეს 8,9 ქულა დაუწერეს, რაც მის მიერ სეზონში მიღებული საუკეთესო შეფასებაა. ამასთან, ამ შეფასებით, გიორგი 26-ე...
მიქაუტაძე: გოლი გოლზე…
საფრანგეთის ლია 2-ში გიორგი მიქაუტაძემ ჰეთ თრიკი შეასრულა. „პარიზთან“ მატჩისას მიქაუტაძემ ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. მე-20 წუთზე მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მათ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა – მიქაუტაძე ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა და პირველივე ტაიმში დუბლი გააკეთა. მეორე ტაიმიც „მეცის“ უპირატესობით გაგრძელდა, მიქაუტაძემ კი მატჩის მიწურულს კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით...
ფარული დავა წიტაიშვილზე
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტში სამ მატჩს გამართავს. იცდახუთში შვედებთან სტუმრად, ოცდარვაში შინ ესპანეთთან და ოცდათერთმეტში ისევ სტუმრად საბერძნეთში. დიდია შანსი, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ახალ ციკლს განსხვავებული შემადგენლობით შეხვდეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოლაპარაკებები წამოიწყო „მამლუქებთან“ და თითქმის ბოლომდეა მიყვანილი საქმე უკრაინელი გიორგი წიტაიშვილისა და ფრანგი გიორგი (ჟორჟ) მიქაუტაძის...









