ჭდე: ისკო

Home ისკო
ისკოს მთხოვნელი არ ჰყავს
ჩანაწერი

ისკოს მთხოვნელი არ ჰყავს

ხვალ ისკო „რეალის” ყოფილი ვარსკვლავი გახდება — შემტევ ნახევარმცველს „ლოს ბლანკოსთან” კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ისკო 30 წლისაა. ის ყოველთვის გამორჩეული ნიჭით იყო დაჯილდოებული და როგორც „რეალის” ასევე ესპანეთის ნაკრების მნიშვნელოვან წევრად ითვლებოდა, მაგრამ თანდათან ვითარება შეიცვალა და ისკო ბოლო სეზონში გულშემატკივრის თვალთახედვიდან ფაქტობრივად გაქრა. მისი სახელის მქონე კაცს, მითუფრო თავისუფალი აგენტის რანგში,...

ისკო: მადრიდს გაუმარჯოს!
ჩანაწერი

ისკო: მადრიდს გაუმარჯოს!

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ისკომ, გუნდიდან წასვლის თაობაზე განაცხადა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „მადლობა ყველას. შეხვედრამდე. მადრიდს გაუმარჯოს!“ – აღნიშნავს ისკო. 30 წლის შუახაზელის „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტს ვადა წლეულს 30 ივნისს ეწურება და მხარეებს ის აღარ გაუხანგრძლივებიათ. ისკო „რეალში“ 2013 წელს გადავიდა „მალაგიდან.“ მადრიდელთა რიგებში ჯამში მან 353 მატჩი ჩაატარა, 53 ბურთი გაიტანა და...

რეალმა ქულები გაფანტა
ჩანაწერი

რეალმა ქულები გაფანტა

ვალენსიაში, „ლევანტესა” და „რეალის” შეხვედრაში, პირველ ტაიმში „რეალი“ ყოჩაღობდა. მადრიდელთა შემადგენლობაში დიდი სიახლე არ ყოფილა. კარლო ანჩელოტიმ ძველი დრო გაიხსენა და ისკო გარეთ ბეილთან ერთად დააყენა სასტარტო შემადგენლობაში. უელსელმა შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მე-5 წუთზე ქარიმ ბენზემას პასით მან ანგარიში გახსნა — ბურთი დაუცველ კაში შეაგდო. ეს გახლდათ მისი პირველი გოლი „ლოს ბლანკოსის“ შემადგენლობაში 2019...

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი
ჩანაწერი

წმენდა ფრანგული. ასრულებს ზიდანი

მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს. „შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი. შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ....

ისკომ ბიჭებთან ზიდანზე  დაიჩივლა
ჩანაწერი

ისკომ ბიჭებთან ზიდანზე დაიჩივლა

„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა. მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში,...

კაი და სანჩო
ჩანაწერი

კაი და სანჩო

ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...

ჩანაწერი

ბეილზე სეილია?

ესპანური AS ფრანგულ Le Parisien-ს იმოწმებს, პსჟ მადრიდის „რეალიდან“ ერთბაშად სამი ფეხბურთელის შეძენას აპირებსო: ისკო, გარეთ ბეილი და ტონი კროოსი. სავარაუდოდ, შეიხები ფლორენტინო პერესს სამივე ფეხბურთელში ერთად 210 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუ Transfermarkt-ს ვენდობით, ხსენებული სამეულის სატრანსფერო ფასის ჯამი სწორედ ამდენია. პარიზში უკვე ისიც სცოდნიათ, საიდან მოიტანონ 210 მილიონი. კლუბი ფორვარდ ედინსონ კავანის და ნახევარცველ იულიან...

ბოდიში ბიჭებს
ჩანაწერი

ბოდიში ბიჭებს

სერხიო რამოსი „რეალის” ბიჭების წინაშე მგზნებარე სიტყვით გამოვიდა. ის კაპიტანია და ერთმანეთს მიყოლებული წაგებების შემდეგ გუნდის გამხნევება ცადა, თუმცა იყო ერთი ფეხბურთელი, რომელმაც რამოსს სიტყვა შეაწყვეტინა. ეს გახლდათ ისკო. მან ბოდიში მოიხადა. მიზეზი: „აიაქსთან” თამაშის წინ ის „სანტიაგო ბერნაბეუზე” წასასვლელად გუნდის ავტობუსში არ ჩაჯდა. 22 ნომრის ასეთმა ქცევამ „რეალის” დანარჩენი მოთამაშეები გააღიზიანა. „მარკა” წერს, რომ თამაშამდე...

ჩანაწერი

ბარსელონას ისკოს ყიდვა უნდა

„ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბარტომეუ სიამოვნებით შეიძენს ისკოს თუკი ის „რეალიდან” წასვლას გადაწყვეტს — წერს „მარკა”. „მალაგას” ყოფილ მოთამაშეზე ბოლოხანს ბევრს წერენ — მადრიდელთა ახალი მწვრთნელი სანტიაგო სოლარი მას დიდად არ წყალობს და მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უზის. ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ისკოს ცხადია არ მოწონს და „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლაზე ფიქრობს. „თუ ჩვენი მწვრთნელები ახალი ფეხბურთელის შეძენას...

ჩანაწერი

მეორედ ხმა აღარ გამცე

ადრე, რომ გაგეგო რას ფიქრობს ფეხბურთელი, ან ინტერვიუ უნდა წაგეკითხა, ან მისი პირადი ნაცნობი უნდა ყოფილიყავი. ახლა დრო შეიცვალა. დღეს შეიძლება იყო „ფოლოვერი” ან „ფრენდი” და სოციალურ ქსელებში მის „ექაუნთებს” მალიმალ ათვალიერებდე. ეს ამბავიც სოციალური ქსელიდან, კერძოდ კი „ინსტაგრამიდან” მოდის. „რეალის” კაპიტანმა თავისი ჩაფიქრებული ფოტო გამოფინა და მიაწერა: „წინ დიდი გამოწვევებია. დაე, გადავლახოთ”. კაპიტნის პოსტს...