გამარჯვების დღე, გამარჯვების დღეა. რაც არ უნდა მოხდეს, გამარჯვების დღე არასდროს გახუნდება. სიხარულისა და შვების დიდი და საოცარი განცდა, ბედნიერებას ნიშნავს. ბედნიერება კი, თავისუფლებაა. 1981 წლის 13 მაისის ღამე დიდი თავისუფლების ღამე იყო. იმ ღამის მომსწრენი, ამას იოლად გაიხსენებენ. გაიხსენებენ და გაიხარებენ კიდეც, რადგან ასეთი საბჭოთა თბილისში არც დაღამებულა და არც გათენებულა. თბილისის „დინამომ“ მაშინ...
ჭდე: თბილისის დინამო
თბილისის დინამოს დარი გუნდი კიდევ არის დარჩენილი?
„ვესტ ჰემი“ 1981 წლის მერე პირველად გავიდა ევროტურნირების მეოთხედფინალში, იმ 81-ში კი, როგორც იცით, თბილისის „დინამოსთან“ გავარდა: შინ 1:4 და დინამოელთა დიდებული თამაში. 41 წელიწადი გავიდა. ბრიტანულმა პრესამ ეს ფაქტი აღნიშნა და ნოდარ ახალკაცის გუნდს ქება არ დააკლო. გაიხსენეს დავით ყიფიანი, რამაზ შენგელია, ალექსანდრე ჩივაძე… აი, რას ეუბნება Talksport-ის ჟურნალისტი „გლაზგო რეინჯერსისა“ და შოტლანდიის ნაკრების...
დინამომ წაგებები დაამრგვალა
თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე ზედიზედ მე-10 მატჩი წააგო და ცხრილის ფსკერზე უქულოდ არის. 23 თებერვალს დინამოელებმა სერბულ „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:17 დამარცხდნენ. სერბებმა მასპინძლებს პირველივე მეოთხედში აგრძნობინეს, რომ საქართველოს დედაქალაქში მოსაგებად იყვნენ ჩამოსულნი – „რადნიჩკიმ“ მეოთხედი 6:3 მოიგო. ასეთი სხვაობის აღმოფხვრა კი, ისეთი დონის გუნდებში, როგორც „ოლიმპიკის“ აუზში იყვნენ, საკმაოდ რთულია. სიტუაცია არც...
… მგონი ამ ბიჭს მოსწონხარ, პასებს სულ შენ გაძლევსო
როგორი ფეხბურთელი იყო ვიტალის თამაში ვისაც გვინახავს, ერთხმად ვაღიარებთ, რომ ის მომავლის ფეხბურთელი იყო. ტანმორჩილი, მაგრამ ფიზიკურად უმძლავრესი. ხისტ ორთაბრძოლებში ბადალი არ ჰყავდა. იყო ცაცია და საოცარ შორეულ დარტმას ფლობდა, მაგრამ მარჯვენათიც არაერთი მაგარი გოლი გაუტანია. ალბათ ყველას ახსოვს, 13 მაისის მატჩის პირველ ნახევარში მარჯვენა ფლანგზე რეიდის შემდეგ მოედნის პირითი ხაზიდან მარჯვენა, არასამუშაო ფეხით როგორი...
ბათუმი – პირველი და მეათე
ეროვნული ლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა. მხოლოდ ფლეი აუტის ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი, რომელიც საბოლოოდ გაარკვევს ლიგაში დარჩენილ-გავარდნილის ვინაობას. 8 და 12 დეკემბერს მარტვილის „მერანი“ ქუთაისის „ტორპედოს,“ „გაგრა“ კი „შუქურას“ შეხვდება. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის „დინამოა“. ზღვისპირელებმა შესანიშნავად ჩაატარეს სეზონი და ქვეყნის რიგით მე-10 ჩემპიონები დამსახურებულად გახდნენ თბილისის „დინამოს“ (18), ქუთაისის „ტორპედოს“ (4), თბილისის „ვიტ ჯორჯიას“...
მეოთხე მარცხი
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. ჩვენი გუნდი ამჯერად შინ, ჯგუფის ლიდერ იტალიურ „ბრეშას“ დაუხვდა და 11:19 წააგო. იტალიური გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ იოლად მოიგო. თუმცა, რიგ მომენტებში „დინამომ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ოთხივე მეოთხედი „ბრეშამ“ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა არცერთში არ ჰქონია. მარტივად,...
ქართველებმა შექსპირის დადგმა და ფეხბურთის თამაში გვასწავლეს
ნახევარი ცხოვრება კი გავიდა, მაგრამ ემოცია ჯერაც ვერ განელდა. Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии – კოტე მახარაძის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა საბჭოთა პოლიტკორექტულ ჩარჩოებში ნამდვილად ვერ ჯდებოდა, მაგრამ იმ წამს გენიალურ კომენტატორს ჩვენი, თბილისელების, მთელი საქართველოს მზიანი ღამის წევრობა სურდა. 13 მაისამდე ბევრი წელი, უდიდესი შრომა, დაწყვეტილი ნერვები და გაწყვეტილი ქანცი...
დინამომ რვისკენ გაიწია
თბილისის „დინამოს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ეს შანსი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც სტანოიევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-3 წრის მატჩი მონტენეგროს „ჰერცეგ ნოვის იადრანს“ – 13:10 მოუგო. ეს დინამოელთა მეორე გამარჯვებაა 2020-21 წლების სეზონში, ჩვენებმა ორივე იადრანს მოუგეს. თავიდან თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც „დინამოს“ უპირატესობა უკვე აშკარა იყო...
დინამოს შეტევა უჭირს
ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცუდ თამაშს აჩვენებს თბილისის „დინამო“. არადა, პირველი რაუნდის შემდეგ გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა. „დინამომ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო, მაგრამ აქ უფრო სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე. გუნდს შეტევაში თითქმის არაფერი გამოდის, მაშინაც კი, როდესაც წყალში ორი კაცით მეტნი არიან. ეს კი წყალბურთში უდიდესი უპირატესობაა და მის გამოუყენებლობას არავინ...
ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია
უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც! განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ. იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა....









