28-ე ტურით ეროვნული ლიგის მესამე წრე დასრულდა. ანუ, ტურნირის მესამედი მიილია და ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი დგება. ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის და გასულ ტურში ორი ერთმანეთს შეხვდა. ბათუმის „დინამომ“ მოქმედ ჩემპიონ „საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:0 გაიმარჯვა. ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გახლდათ ზღვისპირელებისთვის. მათ ხომ, ფაქტობრივად, „ექვსქულიანი“ მატჩი მოიგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ბათუმელთა ლეგიონერის ჯოვინო ფლამარიონის ზეგოლი...
ჭდე: თბილისის დინამო
ქართველი ვიერი დინამოში
არიან ფეხბურთელები, რომლებსაც უბრალოდ არ უმართლებთ. თავის თაობაში ლევან მჭედლიძე ერთ-ერთი უიღბლოთაგანია. ის 29 წლის ასაკში თბილისის „დინამოში“ გააგრძელებს თამაშს. ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის გაძლიერება აბა, როგორ არ გვიხარია, მაგრამ გახსოვთ, როგორ იწყებოდა ლევანის კარიერა? გორის „დილაში ჩატარებული სულ ორი მატჩი ჰქონდა ზურგსუკან და… იტალიური „ემპოლი“! გახსოვთ, ვის გაუტანა პირველი იტალიური გოლი? ტურინის „იუვენტუსს“! თითქოს...
რატომ გაბრაზდა სოსო?!
სანაკრებო პაუზის წინა ტურს, სატურნირო თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეუცვლია. ლიდერი კვლავ ბათუმის „დინამოა,“ მას კვალში თბილისელი თანაკლუბელები მიჰყვებიან, მესამეზე კი „საბურთალოა,“ რომელიც პირველადგილოსან „ბათუმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება, თუმცა ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ,“ „ჩიხურას“ კოხრეიძის გოლით 1:0 მოუგო და უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპვა. „ჩიხურა“ კი საკმაოდ ჩამორჩა საპრიზო ადგილების ზონას. ამიტომ იყო თუ...


