„მანჩესტერ სიტი” პრემიერლიგის სეზონის განახლებას შესანიშნავ ფორმაში შეხვდა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „ლიდს იუნაიტედს” სტუმრად, „ელანდ როუდზე” 3:1 მოუგო. მანკუნიანელთაგან გოლები გაიტანეს ერთი როდრიმ და ორიც ერლინგ ჰოლანდმა. ესპანელმა ანგარიში შესვენებამდე, 45+1 წუთზე გახსნა, ნორვეგიელმა კი მეორე და მესამე 51-ე და 64-ე წუთებზე დაამატა. მასპინძლებმა ერთადერთი საპასუხო გოლი 73-ე წუთზე შეაგდეს. ეს თავური დარტყმით ჰოლანდიელმა მცველმა...
ჭდე: ერლინგ ჰოლანდი
ჰოლანდი რეალში?
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ქარიმ ბენზემას შემცვლელად ერლინგ ჰოლანდი მიიწვიოს. ბენზემას სამეფო კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. თუმცა, დიდი ალბათობით, ერთი წლით კიდევ გაუგრძელებენ. 2024 წლის ზაფხულში კი ფრანგის მაგიერ ახალგაზრდა ნორვეგიელს გადაიბირებენ. ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი 2022 წლის ივლისიდანაა. მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მან ქალაქელების მაისურით 13 მატჩი ჩაატარა და 20...
დაუჯერებელია რასაც აკეთებს…
„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარკო როისმა ჟურნალისტებს ერლინგ ჰოლანდის შესახებ გაუზიარა აზრი. „დაუჯერებელია, რასაც ერლინგი ახლა „სიტიში“ აკეთებს. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ გვერდითაც კარგი მეგობრები ჰყავს. როგორ შევაჩეროთ? კარგი კითხვაა. ეს ძალიან რთულია. ერთ-ერთი გასაღები ის არის, რომ სწრაფად იაზროვნოთ და ერთი წამით დაასწროთ, წინასწარ მიუხვდეთ განზრახვას. 90 წუთის განმავლობაში თვალი არ უნდა მოაშოროთ. ან იმის იმედი...
ჰოლანდი – 72 გუნდზე უკეთესი
საინტერესო დაკვირვება გამოაქვეყნა ტვიტერზე Whoscored-მა. „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელმა ახალწვეულმა ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე პრემიერლიგის 6 მატჩში 10 ბურთი გაიტანა. ეს უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე ტოპ-5 ლიგის (საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი) 72 გუნდს ერთად აღებული აქვს. 22 წლის ნორვეგიელი ამ ზაფხულს გადავიდა „სიტიში“ „დორტმუნდიდან“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ და ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ანრიმ ჰოლანდს მბაპე ამჯობინა
„არსენალის“, „ბარსელონასა“ და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ თვისტომ ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა ერლინგ ჰოლნდსა და კილიან მბაპეზე. საინტერესოა, რომ ფრანგმა ნორვეგიელს ფრანგი ამჯობინა. „მბაპეს მომენტების შექმნაც შეუძლია და დასრულებაც. ჰოლანდი მხოლოდ ასრულებს შეტევებს. მბაპეს ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ თამაში შეუძლია, ჰოლანდს მხოლოდ ცენტრში. მბაპე მეტად უნივერსალურია, ამიტომ ამ დუელში უპირატესობას მას მივანიჭებდი“, –...
ჰოლანდის ჩანთა
„მანჩესტერ სიტის“ ქომაგებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ახლა, ერლინგ ჰოლანდის სტილს რომ მოერგონ, 8 ათას გირვანქაზე მეტის გადახდა მოუწევთ. საქმე ის არის, რომ „ვესტ ჰემთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის წინ, ქალაქელთა ახალწვეული ნორვეგიელი ასეთი ფასიანი ჩანთით გამოჩნდა. აბა, ბრიტანელ რეპორტიორებს რა გამოეპარებოდათ და დაადგინეს, რომ ეს ჩანთა Keepall Bandouliere 50-ია, რომელიც ლუი ვიტონის ვებ-გვერდზე 3 500...
დათვივით მშიერი ნორვეგიელი
ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდიდან” „მანჩესტერ სიტიში” გადავიდა, „ეტიჰედ სთედიუმზე” ჩავიდა და ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, კლუბის მზარეულებს შეხვდა. 21 წლის ნორვეგიელი გოლების მანქანა დარწმუნდა, რომ შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში გემრიელი კვება გარანტირებული აქვს და დამშვიდდა. მან ისიც კი შეამოწმა, ამზადებენ თუ არა „ქალაქელი” მზარეულები მის საყვარელ კერძებს. „სიტიმ” გადაიღო ყველა კადრი, ბარსელონაში ჩატარებული ჰოლანდის სამედიცინო შემოწმებით...
რატომ არ იყიდა რეალმა სათადარიგო ფეხბურთელი?
„რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა თქვა, რომ ერლინგ ჰოლანდი მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის გამოადგებოდა, მეტი არაფრისთვის. ეს აშკარად ნაწყენი კაცის სიტყვებია. ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებული კლუბის პრეზიდენტი იმედოვნებდა, რომ ნორვეგიელი ვარსკვლავი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან” მასთან გადავიდოდა, მაგრამ ვაჭრობაში „მანჩესტერ სიტიმ” აჯობა. „ქალაქელებმა” გერმანელებს 51 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. „რეალისთვის” ეს იყო ზაფხულის მეორე იმედგაცრუება სანტრანსფერო ბაზარზე. მანამდე პერესს...
რატომ არ ვიყიდეთ ჰოლანდი
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესეს ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი შემტევისმ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება. პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი რად გვინდოდა? სკამზე დასაჯდომად წამოგვეყვანა? 2 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ახლა, ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე რეალისთვის დახურულია. სამიზნე არ გვყავს....
ჰოლანდი მანჩესტერში ჩაფრინდა
ერლინგ ჰოლანდი მანჩესტერში ჩავიდა. კერძო თვითმფრინავს აეროპორტში ფოტორეპორტიორები დახვდნენ. პირველი შეფასება ასეთი იყო: თავისი მომავალი შეფივით ჰუდის ჩაცმა ჰყვარებიაო. პეპ გვარდიოლაზეა ლაპარაკი. გვარდიოლა ცნობილი ბრენდების მიმდევრობით არის ცნობილი. ეტყობა ჰოლანდი ამაში ჰგავს „ქალაქელების” მწვრთნელს. თვითმფრინავი, რომელმაც 21 წლის ნორვეგიელი მანჩესტერში ჩაიყვანა, ინგლისში ბარსელონადან ჩაფრინდა. ამბობენ, რომ „სიტიმ” თავდამსხმელს სამედიცინო ტესტირება კატალონიის დედაქალაქში ჩაუტარა. აეროპორტში ჰოლანდმა...









