„მანჩესტერ სიტის“ ქომაგებს ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ახლა, ერლინგ ჰოლანდის სტილს რომ მოერგონ, 8 ათას გირვანქაზე მეტის გადახდა მოუწევთ. საქმე ის არის, რომ „ვესტ ჰემთან“ პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩის წინ, ქალაქელთა ახალწვეული ნორვეგიელი ასეთი ფასიანი ჩანთით გამოჩნდა.
აბა, ბრიტანელ რეპორტიორებს რა გამოეპარებოდათ და დაადგინეს, რომ ეს ჩანთა Keepall Bandouliere 50-ია, რომელიც ლუი ვიტონის ვებ-გვერდზე 3 500 გირვანქა ღირს. გადასაყიდ საიტზე კი სულაც – 8 819.
ჰოლანდმა „ვესტ ჰემს“ ორი გოლი გაუტანა და „სიტის“ მოაგებინა. თუ ნორვეგიელმა ასე გააგრძელა, ჩანთის ფასმა ვინძლო 10 ათასსაც გადააჭარბოს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური21/09/2026 | 23:04ქალების მედლის შანსი
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 19:07საინტერესო ქართული ამბავი სამარყანდში
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:04ოლიმპიადაზე ერთნაირად
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 15:10მიზანი: ჯგუფის მოგება და A ლიგა
