ჭდე: ევრო 2020

Home ევრო 2020
ლუის ენრიკე: ოლმომ არანორმალურად ითამაშა
ჩანაწერი

ლუის ენრიკე: ოლმომ არანორმალურად ითამაშა

ევრო 2020-ის ნახევარფინალში იტალიასთან პენალტებით დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე იმედგაცრუებას ვერ მალავდა, მაგრამ ცდილობდა მომხდარი ამბის დადებითი მხარეები დაენახა. „ამ ჩემპიონატით უნდა ვიამაყოთ, — თქვა მან, — ნაკრებმა თავისი ფეხბურთი ითამაშა. რასაკვირველია, გამარჯვება სასიამოვნოა, დამარცხება კი ცუდი, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა გუნდმა სიამაყე არ მოჰგვარა. მეც ვამაყობ ჩემი...

სპინაცოლა პენალტების წინ
ჩანაწერი

სპინაცოლა პენალტების წინ

გინდათ ნახოთ, როგორ მღერის დაშავებული ლეონარდო სპინაცოლა საავადმყოფოში იტალიის ჰიმნს? როგორ ასწავლის თავის მცირეწლოვან ვაჟ მატიას ქვეყნის მთავარი მელოდიის მღერას? ეს ყველაფერი ქვემოთ, ვიდეოზეა. „რომას” 28 წლის მარცხენა მცველი ევრო 2020-ზე იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც ყურადღება თავის ფრთაზე დაუღალავი, სწრაფი რეიდებით მიიპყრო, მაგრამ, მეოთხედფინალში, ბელგიის ნაკრებთან თამაშის დროს, მეტისმეტი დატვირთვისა თუ...

უკრაინამ ევრუფულები დაითვალა
ჩანაწერი

უკრაინამ ევრუფულები დაითვალა

უკრაინის ფეხბურთის ფეხერაციის საბანკო ანგარიშს ერთბაშად 16 მილიონი ევრო შეემატა. ეს ის ფულია, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პრემიალურების სახით რომ გამოიმუშავა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ყველა გუნდს ისეც ეკუთვნოდა 9,25 მილიონი და დამატებით – ჯგუფურ ეტაპზე მოგება (ჩრდ. მაკედონიასთან 2:1) – 1,5 მილიონი, ჯგუფიდან გასვლა – 2 მილიონი და 1/4-ფინალში გასვლა 3,75 მილიონი. ახლა ცედერაციამ უნდა გადაწყვიტოს,...

42 მილიონი კათხა ლუდი
ჩანაწერი

42 მილიონი კათხა ლუდი

სტკიოდათ თუ არა თავი ნახევარფინალში დანიის ნაკრებთან გამარჯვებაზე მეოცნებე ინგლისელ ფანებს ვერ გეტყვით, მაგრამ დათვალეს, რომ უკრაინასთან 4:0 გამარჯვების შემდეგ, ქვეყანაში 42 მილიონი პინტა ლუდი დაილია. და, რასაკვირველია, ეს რეკორდი მოიხსნება, თუკი ოთხშაბათ საღამოს ინგლისის ნაკრები „კარლსბერგის” სამშობლოს გუნდსაც დაამარცხებს. აჟიოტაჟს კარგად აღწერს ტელემაყურებლის რაოდენობა — როდესაც რომში, უკრაინასთან ზემოხსენებული მეოთხედფინალი მიმდინარეობდა, ინგლისში ტელევიზორს 20,9...

სამ წელიწადში მესამე ნახევარფინალი
ჩანაწერი

სამ წელიწადში მესამე ნახევარფინალი

ევრო 2020-ის მეოთხედფინალში უკრაინასთან 4:0 მოგების შემდეგ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი თავის ფეხბურთელებს საქმის დამთავრებისკენ მოუწოდებს. ჩემპიონობამდე ორი გამარჯვება დარჩა. წუხელ კი საუთგეიტის ფეხბურთელებმა ანდრეი შევჩენკოს შეგირდებს ჰარი კეინის დუბლით, ჰარი მაგუაირის მძლავრი თავურითა და ჯორდან ჰენდერსონის პირველი სანაკრებო გოლით ევროპის პირველობა დაატოვებინეს. ნახევარფინალში ინგლისი „უემბლიზე” დანიას ხვდება, რომელმაც გზიდან ჩეხეთი ჩამოიცილა — 2:1....

სპინაცოლა თვითმფრინავში
ჩანაწერი

სპინაცოლა თვითმფრინავში

ლეონარდო სპინაცოლას ევრო 2020-ის მეოთხედფინალურ შეხვედრაში აქილევსის მყესი გაუწყდა და თანაგუნდელებმა თვითმფრინავში სიმღერა დასცხეს — ამხნევებდნენ. მის გვარს გაიძახოდნენ. იტალიამ ბელგიას 2:1 მოუგო, ნახევარფინალში გავიდა და 6 ივლისს „უემბლიზე” ესპანეთს ხვდება. როდესაც „რომას” 28 წლის მცველი საკაცეზე დააწვინეს, აშკარა გახდა, რომ მისთვის ევროპის ჩემპიონატი დამთავრდა. არადა, მიმდინარე შეჯიბრებაში „სკუადრა აძურასთვის” ის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო....

კაცი, რომელსაც მყესები ჰქონდა გაწყვეტილი
ჩანაწერი

კაცი, რომელსაც მყესები ჰქონდა გაწყვეტილი

კევინ დე ბრუინმა თქვა, რომ ის თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა და ამიტომ ითამაშა ტრავმირებულმა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო 2020-ის მეოთხედფინალში, რომელიც „სკუადრა აძურამ” 2:1 მოიგო. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავმა სრული 90 წუთი დაჰყო მოედანზე და როგორც წერენ, ასეთი დატვირთვის პირობებში გვარიან ტკივილსაც გაუძლო. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მერვედფინალში პორტუგალიელებმა ატკინეს კოჭი და როგორც...

როცა გავარდნა ბედნიერებაა
ჩანაწერი

როცა გავარდნა ბედნიერებაა

შვედეთის ნაკრებმა ევრო 2020-ის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მან აჯობა ესპანეთს, სლოვაკეთს და რობერტ ლევანდოვსკის პოლონეთს, მაგრამ მერვედფინალში, ბევრისთვის მოულოდნელად უკრაინასთან 1:2 დამარცხდა. თუმცა, როგორც ქვემოთ შემოთავაზებული ვიდეოდან ჩანს, ხანდახან ჩემპიონატს რომ გამოეთიშები დიდი ბედნიერებაა. განსაკუთრებით, თუ შინ ასე გელიან. ვიდეო „მანჩესტერ იუნაიტედისა” და შვედეთის ნაკრების მცველის ვიქტორ ლინდელოფის მეუღლემ მაია ნილსონმა გადაიღო და...

თავქარიანი ჯეკი
ჩანაწერი

თავქარიანი ჯეკი

ინგლისელ ფანებს ჯეკ გრილიში გამორჩევით უყვართ, მაგრამ რატომ? ერთი შეხედვით ის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი არ არის, ევრო 2020-ზე ჩეხეთთან სასტარტოში იყო, მაგრამ შოტლანდიასთან და გერმანიასთან საქმეში გვიან, სათადარიგოთა სკამიდან ჩართეს.  ეტყობა, ფანები გრძნობენ, რომ „ასტონ ვილას” 25 წლის შემტევი ნახევარმცველი მენტალურად ერთ-ერთი მათგანია და მთელი საიდუმლოც ესაა. თავად ასე ამბობს: „დაუჯერებელი რაღაც ხდება. „ასტონ ვილას”...

რა კარგია, როცა შავ დღეში ხარ
ჩანაწერი

რა კარგია, როცა შავ დღეში ხარ

„ბოავიშტას” 35 წლის ფრანგი მცველი ადილ რამი ნაკრებში თავის ყოფილ თანაგუნდელს, 22 წლის კილიან მბაპეს ორიგინალურად გამოექომაგა. მან თქვა, რომ ძალიან კმაყოფილია, ახალგაზრდა ვარსკვლავს შვეიცარიასთან აცილებული პენალტის შემდეგ ჯოჯოხეთური პერიოდი რომ უდგას. რამი და მბაპე 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. „მბაპეს ამ ყველაფრის გაძლება მოუწევს, — თქვა „ფრეჟუსის”, „ვალენსიას”, „მილანის”, „სევილიას”, „მარსელის”, „ფენერბაჰჩესა” და „სოჭის”...