ჭდე: ევრო 2020

Home ევრო 2020
საქართველო თუ გავიდა…
ჩანაწერი

საქართველო თუ გავიდა…

ბუქარესტში გაიმართა ევრო-2020-ის წილისყრა. სულ სხვა მუღამით ვუყურებდით, რადგან გაისად ზაფხულს ევროპაზე საქართველოს ნაკრებიც შეიძლება ვიხილოთ… საქართველო, მოგეხსენებათ, ერთა ლიგის D ჯგუფში თამაშობდა. ჩვენებმა იმარჯვეს და ფლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს. საქართველო 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს და თუ მოიგებს, თბილისშივე მაკედონია-კოსოვოს გამარჯვებულს დაუხვდება. მოგებული ევროპის ჩემპიონტზე ითამაშებს, სადაც მეტოქეები იქნებიან ჰოლანდია, უკრინა და ავსტრია. ჯგუფები...

პირველ ადგილს მეორე ჯობია
ჩანაწერი

პირველ ადგილს მეორე ჯობია

„სანი” წერს, რომ ინგლისის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას მეორე ადგილზე გასვლა სჯობს. ასე გარეთ საუთგეიტის გუნდი მერვედფინალში საფრანგეთთან, გერმანიასთან ან პორტუგალიასთან თამაშის კოშმარს აიცილებს თავიდან. გუშინ, ბუქარესტში ჩატარებულ ევრო 2020-ის კენჭისყრაზე ინგლისელები მოხვდნენ ჯგუფში, სადაც მათ გარდა არიან ხორვატია, ჩეხეთი და ერთა ლიგის ერთ-ერთი ფლეი ოფის გამარჯვებული, რომელიც არ არის გამორიცხული...

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ
ჩანაწერი

ლუის ენრიკეს ჩრდილოეთიდან დაუკავშირდნენ

„არსენალი” უნაი ემერის შემცვლელს ეძებს. „მეთოფეების” საფეხბურთო საქმეთა დირექტორი რაულ სანლეჰი ესპანეთის ნაკრების ყოფილ თავკაცს ლუის ენრიკეს დაკავშირებია. ემერის ჩრდილო ლონდონში ცუდი პერიოდი დაუდგა — ყველა შეჯიბრებაში ერთად აგერ უკვე ხუთი თამაშია არ მოუგია. ბასკის ხელმძღვანელობით პრემიერლიგაში „არსენალმა” ბოლოს 6 ოქტომბერს გაიმარჯვა — „ბორნმუთთან” 1:0. სადღეისოდ, „მეთოფეები” ცხრილში მეექვსე ადგილზე არიან და ლიდერს ვინ ჩივის,...

ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია
ჩანაწერი

ევროპის ჩემპიონატი მსოფლიოსაზე არანაკლებია

გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა ევრო 2020-ის შესარჩევი შეჯიბრება კოსოვოში 4:0 გამარჯვებით დააგვირგვინა და ფინალური ეტაპის კენჭისყრის წინ, განთესილთა შორის უმაღლესი პოზიცია დაიკავა. ამავე შეხვედრის 79-ე წუთზე ტოტენჰემელი ჰარი კეინი გახდა ინგლისის ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შესარჩევი შეჯიბრების ყველა შეხვედრაში გოლი შეაგდო. ზოგან ერთი და ზოგან მეტი — სულ 12. კინის გარდა კოსოვოელების კარში გაიტანეს ჰარი...

ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია
ჩანაწერი

ჯოს ცუდი არაფერი ჩაუდენია

ინგლისის ნაკრებმა მონტენეგროს 7:0 მოუგო, მაგრამ ვინაიდან ასეთი გამარჯვების აღწერა მკითხველისთვის საინტერესო არ უნდა იყოს, იმას გეტყვით, რომ რაჰიმ სტერლინგს გულშემატკივრისთვის საყვედურის თქმა და ჯო გომესის მათგან დაცვა მოუხდა. საქმე ის არის, რომ 70-ე წუთზე, როდესაც გომესი შეცვლაზე შევიდა, „უემბლიზე” შეკრებილმა მაყურებელმა მას ობსტრუქცია მოუწყო. გასაგებია, რომ ეს სტერლინგისა და გომესის კონფლიქტის გაგრძელებაა, კონფლიქტი კი...

ჩხუბი ნაკრების სასადილოში
ჩანაწერი

ჩხუბი ნაკრების სასადილოში

რაჰიმ სტერლინგი დასაჯეს. ის მონტენეგროსთონ ვერ ითამაშებს. ის კი არა, „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი ინგლისის ნაკრების ბანაკიდან კინაღამ სულ გააგდეს. მიზეზი: სტერლინგი ლივერპულელ ჯო გომესს ეჩხუბა. გაოგნებულ თანაგუნდელებს წყვილი გასაშველებელი გაუხდათ. ამის წაკითხვაზე პირველი რაც კაცს გაახსენდება ამავე ფეხბურთელების ის დაპირისპირებაა, სანაკრებო თავშეყრამდე რამდენიმე საათაით ადრე „ენფილდ როუდზე” რომ მოუვიდათ — მათი გუნდების, „ლივერპულისა” და „სიტის” შეხვედრა...

პასუხი ტაბლოზე ეწერა
ჩანაწერი

პასუხი ტაბლოზე ეწერა

ბულგარელი ხულიგანი ფანები შავკანიან ინგლისელ ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, მაგრამ ბოლოს სტადიონიდან გაიძურწნენ. გაძურწვის მიზეზი ტაბლოზე ეწერა: 0:6! ფერადკანიანთაგან გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა და რაჰიმ სტერლინგმა, დაცვაში კი ტაირომ მინგსს შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. სტერლინგმა ორჯერ შეაგდო. დანარჩენი სამი გოლიდან ორი როს ბარკლიმ გაიტანა, ხოლო ერთი ჰარი კეინმა. როდესაც ერთი ნაკრები მეორეს მისავე დედაქალაქში...

უცნობები პარკინგიდან
ჩანაწერი

უცნობები პარკინგიდან

„ისინი ისე თამაშობდნენ, გეგონება თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე პაბის ავტოსადგომზე გაიცნეს ერთმანეთი, — წერს „სანი” ინგლისის ნაკრების ფეხბურთელებზე, — ისინი ჰგავდნენ უცხო ადამიანებს, გამოუცდელ ხალხს, რომლებსაც ხელი დაავლეს და ევრო 2020-ის შესარჩევში სათამაშოდ შეყარეს”. შესარჩევ შეჯიბრებებში 43 თამაშიანი, ათწლიანი (ასე უფრო ხმამაღლა ჟღერს) დაუმარცხებელი, ამაყი სერია ჩეხეთთან შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე შეცვლაზე შესულმა...

ჰიმნის არევა თუ გინდათ, ეს არის
ჩანაწერი

ჰიმნის არევა თუ გინდათ, ეს არის

ქართველებს გვეწყინა, სქოთებმა რაგბის ტესტ-მატჩის წინ საქართველოს ძველი ჰიმნი რატომ დაუკრესო — ეს ამბავი ყველგან დაიწერა, ყველგან ითქვა და აღარ გავიმეორებთ. სამაგიეროდ, გეტყვით რა გააკეთეს ფრანგებმა: წუხელ, საფრანგეთსა და ალბანეთს შორის ევროპის ჩემპიონატის H ჯგუფის შესარჩევი შეხვედრის წინ „სტად დე ფრანსის” დინამიკებში ალბანეთის ნაცვლად ანდორას ჰიმნი აჟღერდა. ალბანეთის ნაკრებმა ფრანგთა ეს დაუდევრობა გააპროტესტა და თამაში...