სლოვენიას ევროზე ადრეც უთამაშია, მაგრამ ოთხიდან ოთხი აქამდე არ მოუგია — შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე კონტინენტის მთავარ სანაკრებო შეჯიბრებაში მთავარი რაუნდის II ჯგუფის თამაშები დაიწყო. შეიძლება ანგარიშით ვერ მიხვდეთ (30:27), მაგრამ სლოვენიელებმა ისლანდიას იოლად მოუგეს. თუ სიტყვა იოლად გეხამუშებათ, ასე ვთქვათ: ამ შეხვედრაში სლოვენიელები ისლანდიელებს აშკარად ჯობდნენ. სლოვენიის ნაკრები ევრო 2020-ზე მსოფლიო მედიის საყვარელ...
ჭდე: ევრო 2020
იბერიული წინსვლა
შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარე ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე მთავარი რაუნდი დაიწყო. I ჯგუფში „ბებერი კონტინენტის” მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ჩეხეთს აჯობა — 31:25 (14:9). მიმდინარე ევროზე იბერიელებმა ოთხიდან ოთხი მოიგეს. ჩეხებთან შეხვედრაში ესპანელების თამაში აწყობილი იყო სწრაფ კონტრშეტევებზე, რომელთაც ზურგს შესანიშნავი მეკარის გონსალო პერეს დე ვარგასის კარგი თამაში (11 მოგერიება) უმაგრებდა. სტატისტიკოსებმა თქვეს, რომ ეს ესპანეთის...
ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი შინ წავიდა
ესეც, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი… დანია გავარდა! ეს მაშინ მოხდა, როდესაც E ჯგუფის ადრეულ შეხვედრაში უნგრეთმა ისლანდიას მოუგო და დანია-რუსეთის მატჩი ფორმალობად აქცია. დანიელებმა რუსებს მაინც აჯობეს — 31:28 და ეს იყო მათი პირველი გამარჯვება ხელბურთელ კაცთა ევრო 2020-ზე. შედეგად, ქულის გარეშე დარჩენილი რუსები ბოლო ადგილზე ჩარჩნენ, ხოლო ნაქები მსოფლიოს ჩემპიონი ერთი მოგებითა და ერთი...
გეტებორგში მეტს ელოდნენ, სლოვენიას კი ყველა უფრთხილდეს
ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარეობს, ერთ-ერთმა თანამასპინძელმა, ავსტრიამ, B ჯგუფში მესამე თამაშიც მოიგო და მთავარ რაუნდში გადავიდა. ავსტრიელთა მეტოქე იყო მაკედონია. ანგარიში – 32:28. საინტერესოა, რომ ადრე ავსტრია სამი მოგებით მთავარ რაუნდში არ გადასულა, ხოლო მაკედონია წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე პირველად ჩარჩა. შეხვედრის გმირი გახლდათ ავსტრიის ნაკრების მეკარე თომას აიხენბერგერი, რომელმაც...
ისლანდიამ ჯადო მოიხსნა
ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა როგორც მონტენეგროსთვის ასევე ბელარუსისთვის, რადგან ორი ტურის შემდეგ, მათ ორ-ორი ქულა ჰქონდათ, მთავარ ეტაპზე გადასასვლელად კი ერთი ადგილიღა იყო დარჩენილი. და მაინც, ბელარუსის მდგომარეობა სჯობდა, რადგან ფრეც ჰყოფნიდა, თუმცა საქმე ფრით და ბურთების უკეთესი სხვაობით გაძრომაზე არ მიმდგარა — ბელარუსმა 36:27 მოიგო და ახლა მთავარი რაუნდის სათამაშოდ ვენას მიემგზავრება. ერთი ეგაა,...
თვით საფრანგეთი გავარდა, თავის ფაბრეგასიანად!
შვედეთში, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. B ჯგუფში, ვენაში, 40 წლის მეკარის მარტინ გალიას შესანიშნავი თამაშით შთაგონებულმა ჩეხეთმა მაკედონიას 27:25 მოუგო და მთავარ რაუნდში გამსვლელ-დამრჩენების საკითხი ღიად დატოვა. მარტინ გალიამ 14 დარტყმა მოიგერია, რაც 38 პროცენტიან ეფექტურობას ნიშნავდა. ამავე შეხვედრაში მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა 13 სროლიდან 11 გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც, ევროპის...
აბა, ისლანდია რის ისლანდიაა!
კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში მიმდინარეობს, მესამე დღეს A,C და E ჯგუფებმა ითამაშეს. გრაცში ერთმანეთს A ჯგუფელები, ხორვატია და ბელარუსი დაუპირისპირდნენ — გუნდები, რომლებმაც პირველ ტურში გაიმარჯვეს. შესაბამისად, მათ შორის მოგებული ცხრილს სათავეში ჩაუდგებოდა. ხორვატებს ბელარუსებთან ოფიციალური თამაში არასდროს წაეგოთ. ნაპარლამენტარი მწვრთნელის ლინო ჩერვარის შეგირდებს არც ამჯერად უღალატიათ ტრადიციისთვის, 31:23 მოიგეს...
ევროპა ხურდება
შვედეთს, ავსტრიასა და ნორვეგიაში გრძელდება კაც ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი. გუშინ საქმეში B,D და F ჯგუფის გუნდები ჩაერთნენ. ვენაში გაიმართა B ჯგუფის დრამატული მატჩი მაკედონიასა და უკრაინას შორის. მისი ბედი ფრანგული „ნანტის” მაკედონიელმა ვარსკვლავმა კირილ ლაზაროვმა გადაწყვიტა. ლაზაროვმა უკრაინელებს შეხვედრის ბოლო წამებზე გაუტანა გამარჯვების გოლი — 26:25. „კარგი თამაში გამოვიდა, თუმცა ერთ ქულას მაინც ვიმსახურებდით. ახალგაზრდული,...
ჩვენ მხდალები ვყოფილვართ!
ავსტრიაში, ნორვეგიასა და შვედეთში დაიწყო ხელბურთელ კაცთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც 24 გუნდი მონაწილეობს. შეჯიბრება 26 იანვრამდე გასტანს. პირველ ეტაპზე გუნდები 6 ოთხგუნდიან ჯგუფად არიან დაყოფილები. თითო ჯგუფის ორ-ორი გამარჯვებული გადავა მეორე ეტაპზე, რომელსაც მთავარი ეტაპი ჰქვია. მთავარ ეტაპზე შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი: A,B და C ჯგუფელი პირველ-მეორეები შექმნიან I ჯგუფს, ხოლო D,E და F ჯგუფელი...
ტოკიოდან… პეკინიდან… ყატარიდან… მოიკვეთოს
არც მეხის გავარდნა იყო და მოულოდნელიც არაფერი მომხდარა. ის კი არა, თვითონ რუსეთშიც სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი და მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) 9 დეკემბრის საგანგებო აღმასკომის სხდომის შედეგებსაც წინასწარვე შეგუებულნი. აკრძალული პრეპარატების მიღებასა და სხვა მამაძაღლობაში მხილების გამო რუსი ათლეტების დასჯა ჯერ კიდევ რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადიდან დაიწყო, სადაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ძალოსნობასა და კიდევ...









